♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო -11 წუთი (თავი 4)
2:50 PM
პაოლო კოელიო -11 წუთი (თავი 4)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში



* * *
ასე გადიოდა მისი ყრმობა. მარია იზრდებოდა და მშვენდებოდა. განსაკუთრებულ ხიბლს ის იდუმალი, ნაღვლიანი გამოხედვა ანიჭებდა, რომელიც კაცებს ასე იზიდავდა. და ისიც ხან ერთს ხვდებოდა, ხან — მეორეს, ოცნებობდა და განიცდიდა, თუმცა, თავის თავს შეჰფიცა, რომ აღარასოდეს არავის შეიყვარებდა. ერთ-ერთ პაემანზე უმანკოებაც დაკარგა. ეს ამბავი მანქანის უკანა სავარძელზე მოხდა: ის და მისი მორიგი თაყვანისმცემელი გატაცებით კოცნიდნენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს. ბიჭმა ისეთი სიჯიუტე გამოიჩინა, რომ მარია, რომლის ყველა დაქალსაც ქალწულობა დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა, დანებდა მას. მასტურბაციისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც ის მეცხრე ცაზე ადიოდა, ნამდვილ სექსს მტკივნეული შეგრძნებების მეტი არაფერი მოუტანია. თან გულიც დასწყდა სისხლით მოსვრილ ქვედაკაბაზე, რომელიც მერე ძლივს გამორეცხა. არავითარი მსგავსება პირველ კოცნასთან, იმ ჯადოსნურ წამებთან — ყანჩების ნავარდი, მზის ჩასვლა, შორეული მუსიკის ხმა... არა, მას ამის გახსენება აღარ უნდოდა.
მას შემდეგ, რაც დაემუქრა, რომ მამამისმა შეიძლება მკვლელობაც კი ჩაიდინოს, თუკი მისი გაუპატიურების ამბავს გაიგებს, მარიამ ამ ბიჭთან კიდევ რამდენიმე ღამე გაატარა. ბიჭი ერთგვარ სასწავლო თვალსაჩინოებად გადააქცია და ცდილობდა, ყველა შესაძლებელი ხერხით გაეგო, სად იმალება სიამოვნება პარტნიორთან სექსის დროს.
ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა: მასტურბაციას ბევრად მეტი სიამოვნება მოჰქონდა, გარჯაც ბევრად ნაკლები სჭირდებოდა. ნუთუ ტყუილად უჩიჩინებდნენ ერთხმად ჟურნალები, ტელეპროგრამები, წიგნები, ამხანაგები, ყველა, აბსოლუტურად ყველა, თითქოს პირი შეკრესო, რომ მამაკაცი აუცილებელია. მარიას ეჭვიც კი გაუჩნდა, თვითონ მას ხომ არ სჭირდა რაღაც. უფრო მეტად ჩაუჯდა გაკვეთილებს და ერთხანს თავიდან ამოიგდო ეს საუცხოო მოვლენა, სახელად სიყვარული.
ჩვიდმეტი წლის ასაკში მარიამ დღიურში ჩაწერა:
ჩემი მიზანია, გავიგო, რა არის სიყვარული. როცა მიყვარდა, ვგრძნობდი, რომ ვცოცხლობდი, ის კი, რაც ახლა ხდება, შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ შთაგონება არ მოაქვს.
სიყვარული საშინელებაა! მე მინახავს, როგორ იტანჯებოდნენ ჩემი მეგობრები და არ მინდა, მსგავსი რამ განვიცადო. ადრე ისინი დამცინოდნენ და ქირქილებდნენ ჩემი ქალწულობის გამო, ახლა კი მეკითხებიან, როგორ ვახერხებ კაცების დამორჩილებას. მე უხმოდ ვიღიმები, რადგან ვიცი, ეს წამალი ავადმყოფობაზე უარესია: უბრალოდ, მე არ მიყვარს. დღითი დღე უფრო ნათელი ხდება, რა სუსტი, მერყევი და უპირო არიან კაცები, როგორი ადვილია მათთვის თავგზის აბნევა და ანაზდად თავს წადგომა... ზოგიერთი ჩემი მეგობრის მამილო უკვე ცდილობდა ჩემს შებმას, მაგრამ მე მოვიშორე ისინი. ადრე ეს აღმაშფოთებდა და გულისწყრომას გამოიწვევდა ჩემში, ახლა კი ვხვდები, რომ ასეთია კაცების ბუნება.
ჩემი მიზანია, გავიგო, რა არის სიყვარული და თუმცა ვიტანჯები იმათ გამო, ვისაც გული ვაჩუქე, ნათლად ვხედავ: ვინც ჩემს სულს ეხება, ჩემს ხორცს ვერ აღაგზნებს, ხოლო ვინც ჩემს ხორცს ეხება, უძლურია ჩასწვდეს ჩემს სულს.




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1118 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:54 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024