♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 38)
5:54 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 38)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


იგი უცქერდა ამ ლამაზ, მოკრძალებულად ჩაცმულ ქალს, რომელსაც შემთხვევით შეხვდა (თუმცა ადრეც ენახა „კოპაკაბანაში") და ხედავდა, რომ მისი ადგილი აქ არ არის. ქალმა სთხოვა, მისურვეო და მასაც ძლიერ სურდა იგი, უფრო ძლიერ, ვიდრე შეეძლო წარმოედგინა, მაგრამ ეს არ იყო მარიას მკერდით მოხიბვლა, მისი სხეულისადმი ვნებიანი ლტოლვა. უბრალოდ, სურდა მის გვერდით ყოფნა, სურდა მოხვეოდა და ჩუმად ეყურებინა ცეცხლის ალისათვის, ეწრუპა ღვინო, მოეწია... და ეს მისთვის საკმარისი იყო. ცხოვრება უბრალო რამეებისგან შედგება, ის კი ასე დაიღალა რაღაც გაურკვეველის მრავალწლიანი ძებნით.
მაგრამ თუ შეეხება მას, ყველაფერი დამთავრდება. იმიტომ რომ, მიუხედავად მისგან მომდინარე შუქისა, მარია თითქმის ვერ აცნობიერებს, რა კარგად გრძნობს რალფი მის გვერდით თავს. ფულს იხდის? დიახ. და კვლავაც გადაიხდის, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება, სანამ არ შეძლებს მის გვერდით ტბის პირას ჩამოჯდომას და სიყვარულზე საუბარს — სანამ მისგანაც არ იგრძნობს სიყვარულს. ჯობია, არ გარისკოს, არ იჩქაროს. ჯობია, არაფერი თქვას.
რალფ ჰარტი შეეშვა ამ ფიქრებით საკუთარი თავის გატანჯვას და ყურადღება გაამახვილა თამაშზე, რომელიც ახლახან წამოიწყეს. მის წინ მჯდომი ქალი მართალია — არ კმარა არც ღვინო, არც სიგარეტი, არც ცეცხლი, არც ურთიერთობა. საჭიროა სხვაგვარი თრობა, სხვაგვარი ცეცხლი.
ბრეტელებიან კაბაში გამოწყობილმა ქალმა თავისი მკერდის პატარა ნაწილი აჩვენა — და მან დაინახა მისი სხეული, უფრო შავგვრემანი, ვიდრე თეთრი. და რალფმა ისურვა ქალი, გატაცებით, ვნებით ისურვა.
მარიამ შენიშნა, როგორ შეეცვალა რალფს თვალების გამომეტყველება. იმის შეგნება, რომ ის სასურველია, უფრო მეტად აღაგზნებდა. ამ ყველაფერს არავითარი საერთო არ ჰქონდა კლიენტის ჩვეულ მიღებასთან, კლიენტისა, რომელიც უმტკიცებდა: „მინდა დაგეუფლო... მინდა ცოლად მოგიყვანო... მინდა გაათავო... მინდა ჩემგან ბავშვი გააჩინო... მინდა ჩვენი შეხვედრები რეგულარული გავხადო..." არა, ეს ვნება თავისუფალი და თითქოს დაღვრილი იყო ჰაერში და ამ უკანასკნელს მუხტს აძლევდა. იგი ცხოვრებას რამედ…ყოფნის სურვილით ავსებდა. და ეს სრულიად საკმარისი იყო, მას ყველაფერი მოძრაობაში მოჰყავდა, შეეძლო მთები შეეძრა და ეს საშოს უსველებდა მარიას.…
ვნება იყო ყველაფრის წყარო, ვნებამ აიძულა, დაეტოვებინა მშობლიური მხარე და აღმოეჩინა ახალი სამყარო, ესწავლა ფრანგული, დაეძლია ცრურწმენები, ეოცნება საკუთარ ფაზენდაზე, ჰყვარებოდა და სამაგიერო არ მოეთხოვა, ამ ადამიანის ერთ შემოხედვაზეც კი თავი ქალად ეგრძნო. გააზრებული სიზანტით მეორე ბრეტელიც ჩამოიგდო, კაბა ერთიანად ჩამოუცურდა, მერე ლიფი შეიხსნა. ასე იდგა წელამდე შიშველი და მარჩიელობდა: მივარდება ახლა ხვევნა-კოცნითა და სიყვარულის ფიცი-მტკიცით, თუ იმდენად მგრძნობიარე აღმოჩნდება, რომ თვით სურვილში შეიგრძნობს სიამოვნებას.
სამყარომ ამ წყვილის გარშემო დაიწყო შეცვლა — ფანჯრის იქიდან ჩამიჩუმიც არ ისმოდა, სადღაც გაქრა ბუხარი, სურათები და წიგნები. ვნებიანი ლტოლვის გარდა აღარაფერი დარჩა, ყველაფერს მნიშვნელობა დაჰკარგვოდა.
კაცი არ განძრეულა, ადგილიდან არ დაძრულა. თავიდან მარიამ მის თვალებში მორიდებულობის ნაპერწკალი შენიშნა, მაგრამ ამ ნაპერწკალმა მხოლოდ გაიელვა და სადღაც გაქრა. რალფი თვალს არ აცილებდა და იქ, თავის წარმოსახვით სამყაროში, ეფერებოდა, ეხვეოდა, ერთმანეთში ურევდა გზნებასა და სინაზეს, ყვირილსა და კვნესას.
რეალურ სამყაროში კი სიჩუმე სუფევდა. არც ერთი და არც მეორე ხმას არ იღებდა. ეს კიდევ უფრო მეტად აღაგზნებდა მარიას, მისი ფიქრებისა და ფანტაზიების თავისუფალ ნავარდს ხელს არაფერი არ უშლიდა. მარიას შეეძლო, ეთხოვა ნაზად შეჰხებოდა მას, შეეძლო, ბარძაყები გადაეშალა, თავის თავს თვითონ მოჰფერებოდა რალფის თვალწინ, ელაპარაკა უხამსობები და რომანტიკული აღიარებანი ისე, თითქოს ეს ერთი და იგივე ყოფილიყო, შეეძლო, ორგაზმის ტალღებში ჩაძირულიყო და მის გაშმაგებულ ყვირილს მეზობლები გაეღვიძებინა, მთელი სამყარო გაეღვიძებინა. მის წინ მისი რჩეული იდგა, მამაკაცი, რომელიც განცხრომასა და სიხარულს ანიჭებდა, მასთან შეეძლო, თავისთავადი ყოფილიყო, სხვას ვის ეტყოდა, რომ მასთან სურს დარჩეს ერთი ღამე, ერთი კვირა, მთელი ცხოვრება.
ორივეს შუბლი ოფლით დაეცვარა, „ეს ბუხრის გამოა," — გაიფიქრა ორივემ, მაგრამ საქმე მოგიზგიზე ცეცხლი როდი იყო. უბრალოდ, ქალმა და მამაკაცმა ზღვარს მიაღწიეს, ამოწურეს ფანტაზია, მშვენიერი წამების მთელი მარადისობა იცხოვრეს ერთად. უპრიანი იქნებოდა შეჩერება, იმიტომ, რომ ერთი წამიც და სინამდვილე ულმობლად გაანადგურებდა ამ საოცრებას.
ნელ-ნელა, რადგან დასრულება ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე დაწყება, მარიამ მაქმანიანი ქსოვილის ქვეშ დამალა ძუძუები. სამყარო თავის ადგილზე დაბრუნდა, ყველაფერი, რაც გაუჩინარებული იყო, კვლავ გამოჩნდა და მარიამ კაბა ჩაიცვა, გაიღიმა და ნაზად შეეხო რალფს ლოყაზე. მან მარიას ხელში სახე ჩარგო. თან არ იცოდა, რამდენად ძლიერ ჩაჰკვროდა მას, რამდენ ხანს ყოფილიყო ამ მდგომარეობაში.
მარიას მოუნდა ეთქვა, რომ ის უყვარს, მაგრამ ამ სიტყვებს ყველაფრის გაფუჭება შეეძლო, შეეძლო დაეფრთხო ის ან, კიდევ უფრო უარესი, საპასუხო აღიარება გამოეწვია. მარიას ეს არ სჭირდებოდა: მისი სიყვარულის თავისუფლება სწორედ ის იყო, რომ არაფერს ელოდა, არაფერს ითხოვდა.
— ვისაც შეგრძნების უნარი აქვს, იცის, შეიძლება ისიამოვნო ისე, რომ არც კი მიეკარო იმას, ვინც გიყვარს. სიტყვებიცა და მზერაც შეიცავს საიდუმლოს, რომელიც ცეკვაში ვლინდება. მაგრამ მატარებელი დანიშნულების ადგილას ჩამოდგა და ახლა თითოეული თავისი გზით წავა. იმედი მაქვს, შევძლებ, ამ მოგზაურობაში გამოგყვე... სადამდე გამოგყვე?
— სანამ ჟენევაში არ დავბრუნდებით, — უპასუხა რალფმა.
— იმან, ვინც თვალს ადევნებს შეყვარებულს და თავისთვის აღმოაჩენს მას, იცის, რომ სექსუალური ენერგია სექსისგან დამოუკიდებლად ჩნდება. ის კი არ განიჭებს სიამოვნებას, არამედ ფლობისაგან განუყოფელი გზნება. როცა გზნება ძლიერია, მას სექსი მოსდევს. მაგრამ სწორედ ამ თანმიმდევრობით.
— შენ ისე მსჯელობ სიყვარულზე, თითქოს საპროფესორო კათედრაზე იდგე.
მარიამ გადაწყვიტა, დალაპარაკებოდა, რადგან ეს იყო მისი დაცვა და ეს იყო ხერხი, გამოეთქვა ყველაფერი ისე, რომ არავითარი ვალდებულებები არ აეღო.
— შეყვარებული მუდამ ეძლევა სიყვარულს, მაშინაც კი, როცა სხვა რამით არის დაკავებული. როდესაც სხეულები ერთდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჭურჭEელი აივსო და გადმოვიდა. მათ შეუძლიათ, საათობით, დღეების განმავლობაშიც კი დარჩნენ ერთმანეთთან. შეუძლიათ, შერწყმა დღეს დაიწყონ და ხვალ დაასრულონ, შეუძლიათ, არც დაასრულონ, რადგან მეტისმეტად დიდია სიამოვნება. ამას არაფერი აქვს საერთო თერთმეტ წუთთან.
— რა?
— მე შენ მიყვარხარ.
— მეც მიყვარხარ.
— მაპატიე. თვითონ არ ვიცი, რას ვამბობ.
— მეც არ ვიცი.
მარია ადგა, აკოცა და გავიდა. ამჯერად თვითონ გააღო კარი, რადგან ბრაზილიური ჩვეულება მხოლოდ პირველ ჯერზე მოითხოვდა მასპინძლისაგან სტუმრის გაცილებას.
მეორე დილის ჩანაწერი მარიას დღიურში:
გუშინ საღამოს, როცა რალფ ჰარტი მიყურებდა, მან თითქოს კარი გააღო, როგორც ქურდმა, მაგრამ ისე წავიდა, რომ თან არაფერი წაუღია, პირიქით, ვარდების სურნელი დატოვა. არა, ის ქურდი კი არა, საქმრო იყო, რომელიც ჩემს მოსანახულებლად მოვიდა.
თითოეულ ადამიანს აქვს თავისი საკუთარი სურვილი, რომელიც დამარხული განძეულის ნაწილი ხდება და, თუმცა მას შეუძლია დააფრთხოს ვინმე, ჩვეულებრივ იზიდავს იმას, ვინც მნიშვნელოვანია ამ ადამიანისათვის. სწორედ ეს გრძნობა აირჩია ჩემმა სულმა, და იგი იმდენად მძლავრია, რომ შეუძლია, ჩემ გარშემო ყველას და ყველაფერს გადაედოს.
ყოველდღე ვირჩევ ჭეშმარიტებას, რომლითაც მინდა ცხოვრება. ვცდილობ, ვიყო პრაქტიკული, პროფესიონალური, ეფექტური. მაგრამ ყოველთვის მირჩევნია, სურვილი ავირჩიო თანამგზავრად. არა მოვალეობის გულისათვის, არა მარტოობისაგან თავის დასაღწევად, არამედ იმიტომ, რომ ეს კარგია. დიახ, ეს ძალიან კარგია.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1128 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 4:46 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024