♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 36)
3:38 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 36)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


და აი, მარია კვლავ რალფ ჰარტთან ერთადაა. მისი მისაღების იატაკზე, ბუხართან, ღვინოს სვამს და ყველაფერი, რაც ამას წინათ იმ ბრიტანელ მენეჯერთან განიცადა, ხან წარმტაც და ხანაც კოშმარულ — განწყობას გააჩნია — სიზმრად ეჩვენება. ახლა ის ისევ ეძებს თავისი ყოფიერების არსს, უფრო სწორედ ყველაზე უგუნურ, ყველაზე გიჟურ ხერხს, რათა თავისი თავი ამ ადამიანს მიანდოს, მისცეს მას თავისი გული და სამაგიერო არ მოითხოვოს.
როგორ გაიზარდა მარია ამის მოლოდინში! ბოლოს, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ნამდვილ სიყვარულს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც მას წარმოედგინა, — სასიყვარულო ენერგიით გამოწვეულ მოვლენათა ჯაჭვთან, გარიგებასთან და ნიშნობასთან, ჯვრისწერასთან და ქორწინებასთან, ბავშვებთან და სამზარეულოსთან, ქმრის მოლოდინთან და საკვირაო ატრაქციონებთან, ახალ მოლოდინთან, ერთმანეთს შებერებასთან, — და აი, მთავრდება მოლოდინი და მის ადგილს იკავებს ქმრის პენსია, სნეულებები და უქეიფობა, იმის შეგრძნება, რომ ახლა უკვე ძალიან გვიანია იმის აღსრულება, რაზეც ოცნებობდი.
მარიამ შეხედა ადამიანს, რომელსაც ისე უნდა მინდობოდა, რომ არაფერი მოეთხრო თავისი გრძნობების შესახებ, რადგანაც მისი ამჟამინდელი გრძნობების სიტყვით გამოხატვა შეუძლებელი იყო. რალფს თავი უშუალოდ ეჭირა, თითქოს უხაროდა, რომ მის ცხოვრებაში ახალი საინტერესო ეტაპი იწყებოდა. ღიმილით ყვებოდა თავის ბოლოდროინდელ მგზავრობაზე მიუნხენში, სადაც მსხვილი სამხატვრო გალერეის დირექტორს ხვდებოდა.
— მან მკითხა, მზად თუა სურათი „ჟენევის სახეები" და მე ვუპასუხე, რომ მხოლოდ ახლახან შევხვდი ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, ქალს, რომლის გამოსახვაც მსურს ამ ტილოზე. ის შუქს ასხივებს. მაგრამ მე არ მინდა საკუთარ თავზე ლაპარაკი. მე მინდა ვაკოცო მას. მე ის მსურს.
„მსურს. მსურს? მსურს!" — აი, დღევანდელი საღამოს საწყისი პუნქტი. ეს მაინც კარგად იცის მარიამ.
აი, მაგალითად, როგორ უნდა გააღვიძო სურვილი.
— მაშ ასე: შენ გსურს მარია. აი, სწორედ ამ მომენტში. შენ ჩემგან ერთ მეტრში ზიხარ, შენ წამომიყვანე „კოპაკაბანადან", გადაიხადე მომსახურების საფასური და იცი, რომ უფლება გაქვს, შემეხო, მაგრამ ვერ ბედავ. მიყურებ. მიყურებ და ფიქრობ, რომ მე, შესაძლოა, სულაც არ მინდა, რომ მიყურო. წარმოიდგინე, რა იმალება ჩემი ტანსაცმლის ქვეშ.
მარია მუდამ შავებს ატარებდა და ვერაფრით ვერ ხვდებოდა, რატომ ცდილობდნენ „კოპაკაბანას" სხვა გოგონები კლიენტების მიზიდვას მეტისმეტად გახსნილი და ჭყეტელა სამოსით. გაცილებით ეფექტურია ისეთი ჩაცმულობა, როგორსაც კლიენტი შეიძლება წააწყდეს თავის ოფისში, მატარებელში, სტუმრად თავისი ცოლის მეგობართან.
რალფი უყურებდა მას და მარია გრძნობდა, როგორ ხდიდა ტანსაცმელს მზერით. მას მოეწონა ასეთი „უკონტაქტო" სურვილი, რომელიც შეიძლებოდა რესტორნის მაგიდასთან ან კინოთეატრის დარბაზში გაჩენილიყო.
— ჩვენ ვაგზალზე ვართ, — განაგრძო მარიამ, — ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს და ერთად ველოდებით მატარებელს. მაგრამ აი, შემთხვევით ჩვენი მზერა შეხვდა ერთმანეთს და მე თვალი არ აგარიდე. შენ არ იცი, რისი თქმა მინდა, თუმცა ჭკვიანი ხარ და შეგიძლია, ადამიანისგან გამომავალი შუქი დაინახო, მაგრამ არასაკმარისად მგრძნობიარე ხარ, რომ დაინახო, თუ რას ანათებს ეს შუქი.
ინგლისელის გაკვეთილები აშკარად გამოადგა. მარიას სურდა, რაც შეიძლება მალე დაევიწყებინა ტერენსის სახე, მაგრამ ის უხილავად მასთან იმყოფებოდა და მის წარმოსახვას მართავდა.
— ჩემი თვალები შენკენაა მომართული და, შესაძლოა, მე ვეკითხები საკუთარ თავს: „სად შეიძლებოდა შევხვედროდი ამ ადამიანს?" ან შეიძლება უბრალოდ დაბნეული ვარ. ან შეიძლება მეშინია, რომ არ მოგეწონები. მე გეხმარები, საშუალებას გაძლევ, ცოტა ხანს იორჭოფო და გადაწყვიტო, როგორ მოიქცე. შეიძლება, ყველაფერი მარტივადაა — მე მინდა, შევხვდე მამაკაცს. შეიძლება, სიყვარულს გავურბივარ, რომელსაც მხოლოდ ტანჯვა მოაქვს. შეიძლება, ორგულობისათვის, წეღანდელი ღალატისათვის შურისძიება მსურს. და აი, წავედი ვაგზალზე და ვეძებ უცნობ მამაკაცს. შეიძლება მსურს, ერთი ღამით მეძავად ვიქცე, რათა სიახლე შევიტანო მობეზრებულ ყოფიერებაში. ან იქნებ მართლაც მეძავი ვარ, ყოველდღიურ საშოვარზე გამოსული.
უეცრად მარია დადუმდა, ფიქრებით გუშინდელ ოტელში გადაინაცვლა, სადაც უნდა მიეღო დამცირება, ტკივილი და უზარმაზარი ნეტარება. ეს ყველაფერი უცებ ამოტივტივდა მის სულში და უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა.
რალფმა შენიშნა, რომ მარია სხვა რაღაცაზე ფიქრობდა და შეეცადა, ისევ „ვაგზალზე" დაებრუნებინა:
— აი, ჩვენ შევხვდით. გულმა შენც ჩემკენ გამოგიწია?
— არ ვიცი. შენც არ იცი. ჩვენ ხომ ჯერ არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს.
მარია რამდენიმე წამით ისევ ჩაფიქრდა. ასეა თუ ისე, „თეატრი" მაინც დაეხმარა: ის გაიძულებს, სცენაზე ნამდვილი პერსონაჟი გამოიყვანო, უამრავი მოგონილი, მაგრამ ჩვენს სულებში არსებული კი თავიდან მოიცილო.
— მე თვალს არ გარიდებ და შენ არ იცი, როგორ მოიქცე. მომიახლოვდე? გამომელაპარაკო? ვაითუ, უხეშად გიპასუხონ ან პოლიციელს დაუძახონ? ან იქნებ ყავაზე დაგპატიჟონ?
— მე მიუნხენიდან ვბრუნდები... — თქვა რალფ ჰარტმა. ახლა მისი ხმა სულ სხვაგვარად ჟღერდა. მათ თითქოს მართლა პირველად ნახეს ერთმანეთი, — მე ვფიქრობ ჩემი ნახატების სერიაზე სექსის სახის შესახებ. ურიცხვ ნიღაბზე, რომელსაც ხალხი იკეთებს, რათა არასოდეს განიცადოს ნამდვილი შეხვედრა.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1055 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:12 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 60
სტუმარი: 60
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024