♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 34)
3:36 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 34)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

„განსაკუთრებული კლიენტი"?
— მხატვარი რა შუაშია?
— იმ შუაშია, რომ ისიც „განსაკუთრებული კლიენტია".
ესე იგი ყველაფერი, რასაც მარია აკეთებდა, რალფ ჰარტს უკვე გამოუცდია სხვა გოგოსთან? მარიამ ტუჩზე იკბინა და აღარაფერი უთქვამს — მან არ ჩაწერა დღიურში, რომ მშვენიერი კვირა გაატარა?
— და ამ ახალთან ის უნდა გავაკეთო, რასაც მხატვართან ვაკეთებდი?
— მხატვართან რას აკეთებდი, არ ვიცი, მაგრამ თუ დღეს შენი დაპატიჟება მოუნდებათ, უარი უთხარი. განსაკუთრებული კლიენტები კარგად იხდიან, ასე რომ, არ წააგებ.
ამ საღამოსაც ყველაფერი თავის რიგს მიჰყვებოდა: ტაილანდელი გოგონები, როგორც ყოველთვის, ერთად ისხდნენ, კოლუმბიელებს ჩვეული ყოვლისმცოდნე იერი ჰქონდათ, სამ ბრაზილიელს (მათ შორის მარიასაც) თავი ისე ეჭირა, თითქოს თავიანთ ფიქრებში იყვნენ გართულნი და ამქვეყნად სხვა აღარაფერი აინტერესებდათ. იყო კიდევ ავსტრიელი და ორი გერმანელი. დანარჩენ კონტინგენტს აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსულები შეადგენდნენ — ყველანი დარჩეულები, მაღლები, ლამაზები, ქერები: სლავები რატომღაც ყოველთვის სხვებზე ადრე თხოვდებოდნენ. გამოჩნდნენ კლიენტებიც: რუსები, შვეიცარიელები, გერმანელები — ყველანი წარმატებულები და მდიდრები. მათ შეეძლოთ გადაეხადათ ყველაზე ძვირი მეძავების საფასური მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქალაქში. მის მაგიდასთანაც მოდიოდნენ, მაგრამ მარიას მილანისაკენ გადაჰქონდა მზერა, ის კი ოდნავ შესამჩნევად თავს აქნევდა უარის ნიშნად. მარია კმაყოფილი იყო: იქნებ დღეს არც მოუწიოს ლოგინში ჩაწოლა, სხვისი სუნის შეგრძნება, შხაპის მიღება აბაზანაში, სადაც ზოგჯერ ძალიან ცივა. მას სულ სხვა რამ სურდა, სურდა ესწავლებინა მოყირჭებული ადამიანისთვის, როგორ უნდა... არა, სექსი კი არა, სიყვარული. კაცმა რომ თქვას, ამას ჩემზე უკეთ ვერავინ გააკეთებს, — დაასკვნა მარიამ.
ამასთან, თავის თავს ეკითხებოდა: „რატომ უნდათ ადამიანებს, რომელთაც ყველაფერი გამოსცადეს, ყველაფერი გასინჯეს, სათავესთან, საწყისთან დაბრუნება?" თუმცა, ეს მისი საქმე არ არის: კარგად გადაიხადეთ და მე თქვენს განკარგულებაში ვარ.
კარში გამოჩნდა მამაკაცი. შესახედავად რალფ ჰარტზე ახალგაზრდა იქნებოდა, ლამაზი, შავთმიანი, იღიმოდა და მშვენიერი თეთრი კბილები მოუჩანდა. ეცვა კოსტიუმი, რომლის ტარებაც ჩინელებს უყვართ: პიჯაკი კი არა, რაღაც მაღალყელიანი ქურთუკის მსგავსი, რომლის ქვეშაც უზადო, ქათქათა პერანგი მოუჩანდა. ის დახლთან მივიდა, მილანს გადახედა და მერე მარიასკენ გამოემართა:
— ნება მომეცით, დაგპატიჟოთ.
მილანის თავის დაქნევაზე მარიამ სკამი შესთავაზა. შეუკვეთა თავისი ხილის კოქტეილი და საცეკვაოდ გაწვევას დაელოდა.
— ტერენსი მქვია, — თავი წარუდგინა კლიენტმა, — მე ბრიტანულ ფირმაში ვმუშაობ, რომელიც ჩD-ს უშვებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი: მე მოვედი იქ, სადაც შეიძლება ადამიანებს ენდო. იმედია, ეს ჩვენს შორის დარჩება.
მარიამ, ჩვეულებისამებრ, რაღაცის მოყოლა დაიწყო ბრაზილიაზე, მაგრამ მან გააწყვეტინა:
— მილანმა მითხრა, რომ თქვენ იცით, მე რა მინდა.
— თქვენ რა გინდათ, ჯერ არ ვიცი, მაგრამ მივხვდები.
რიტუალი დაირღვა. ტერენსმა ანგარიში გაასწორა, ხელი ჩაჰკიდა, გარეთ გაიყვანა, ტაქსიში ჩასვა და ათასი ფრანკი გაუწოდა. მარიას წამით ის არაბი გაახსენდა, რომელთანაც რესტორანში ივახშმა. მას აქეთ ამდენი ფული კლიენტისაგან აღარასოდეს მიუღია და ახლა ამან კი არ გაახარა, პირიქით — შეაკრთო.
მანქანა ჟენევის ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური ოტელის შესასვლელთან გაჩერდა. ტერენსი პორტიეს მიესალმა და მარიას პირდაპირ აპარტამენტებში შეუძღვა. ეს იყო ერთმანეთთან შეერთებული რამდენიმე ნომერი მდინარის მხარეს. მან რომელიღაც იშვიათი ღვინის ბოთლი გახსნა და ჭიქა შესთავაზა.
მარია თან ღვინოს წრუპავდა, თან კლიენტს ათვალიერებდა და მარჩიელობდა: რა უნდა უნდოდეს მეძავისგან ასეთ ახალგაზრდა, ლამაზ, რესპექტაბელურ ბატონს? ტერენსი ცოტას ლაპარაკობდა. მარიაც უმეტესად დუმდა და ცდილობდა, მიმხვდარიყო, „განსაკუთრებული კლიენტის" რომელი ხუშტურების შესრულება მოუწევდა. გუმანით გრძნობდა, რომ ინიციატივის გამოვლენა არა ღირს და გარემოებების შესაბამისად უნდა მოიქცეს. ბოლოს და ბოლოს, ყოველ ღამეში ხომ არ უხდიან ათას ფრანკს.
— დრო ბევრი გვაქვს, — თქვა ტერენსმა, — დრო თავზე საყრელადაა. თუ მოისურვებ, შეგიძლია, ღამე აქ გაათიო.
მარიას ეს არ ეპიტნავა. კლიენტი სხვებივით მორიდებული სულაც არ იყო, წყნარად, დამაჯერებლად ლაპარაკობდა. მან იცოდა, რაც უნდოდა: მშვენიერ ნომერში, რომლის ფანჯრიდანაც ტბის ულამაზესი ხედი მოჩანდა, მშვენიერ ქალაქში — არც გვიან და არც ადრე, არამედ სწორედ მაშინ, როცა საჭირო იყო, აჟღერდა მშვენიერი მუსიკა. კარგად შეკერილი კოსტიუმი მასზე ჩამოსხმულივით გამოიყურებოდა, კუთხეში მდგარი პატარა ჩემოდანი კი იმას მოწმობდა, რომ მის პატრონს შეეძლო საკუთარი თავისთვის მსუბუქად მგზავრობის უფლება მიეცა ან შეიძლება სულაც ერთი ღამით იყო ჩამოსული ჟენევაში.
— არა, ღამეს სახლში გავათევ, — უპასუხა მარიამ.
მის წინ მჯდომი კაცი უცებ შეიცვალა, სახის თავაზიანი გამომეტყველება სადღაც გაქრა, თვალებში ცივი, ყინულოვანი სხივი აელვარდა.
— იქ დაჯექი, — თქვა მან და პატარა საწერ მაგიდასთან მდგომ სავარძელზე მიუთითა.
ეს იყო ბრძანება, ნამდვილი ბრძანება! მარია დაემორჩილა და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, საკუთარმა მორჩილებამ აღაგზნო.
— სწორად დაჯექი! ნუ იკაკვები! ზურგი დაიჭირე! თუ მოიკუზები, დაგსჯი!
„დაგსჯი"? განსაკუთრებული კლიენტი! მარია უმალ მიხვდა, რას ნიშნავდა ეს, ჩანთიდან ათასი ფრანკი ამოიღო და მაგიდაზე დადო.
— მე ვიცი, შენ რა გინდა, — თქვა მარიამ და მისი ყინულოვანი მოცისფრო თვალების სიღრმეში ჩაიხედა, — მაგრამ მე არა ვარ საამისოდ განწყობილი.
ტერენსი მიხვდა, რომ მარია არ ხუმრობდა და მოლბა.
— ღვინო დალიე. ძალას არ დაგატან. ცოტა ხანს დარჩი ან წადი, თუ გინდა.
ამ სიტყვებმა მარია ცოტათი დაამშვიდა.
— მე მეპატრონისთვის ვმუშაობ, ის მე მიცავს და მენდობა. მასთან ნურაფერზე ილაპარაკებ, გთხოვ, — თქვა მარიამ. ამასთან, მისი ხმა საწყალობლად როდი ჟღერდა: მას, უბრალოდ, საქმის კურსში შეჰყავდა ტერენსი.
ის კი ისევ ისეთად გადაიქცა, როგორიც „კოპაკაბანაში" მოსვლისას იყო — ჩვეულებრივ, არც ძალიან ნაზ და არც ძალიან უხეშ კლიენტად. უბრალოდ სხვებისაგან განსხვავებით, ტერენსმა ზუსტად იცოდა, რაც უნდოდა. ჩანდა, რომ ტრანსიდან გამოვიდა, შეეშვა როლის თამაშს იმ სპექტაკლში, რომელიც არც კი დაწყებულა.
ახლა რა ქნას? — ისე წავიდეს, რომ ვერ გაიგოს, რა არის „განსაკუთრებული კლიენტი"?
— მაშ, რა გინდა?
— შენ თვითონ ვერ ხვდები? ტკივილი, ტანჯვა და უზარმაზარი სიამოვნება.
„ტკივილი და ტანჯვა ცუდად ერწყმის სიამოვნებას", — გაიფიქრა მარიამ, თუმცა ძალიან სურდა, რომ ერთიც და მეორეც განუყოფელი ყოფილიყო — და მაშინ მწარე ცხოვრებისეული გამოცდილება სასიხარულო და ნათელ მოგონებად გადაიქცეოდა.
ტერენსმა ხელი ჩაჰკიდა და ფანჯარასთან მიიყვანა. ტბის მოპირდაპირე ნაპირას ტაძრის სამრეკლო აღმართულიყო. მარიას გაახსენდა, რომ ის მაშინ ნახა, როცა რალფ ჰარტთან ერთად წმინდა იაკობის გზით მიდიოდა.
— ხედავ ამ მდინარეს, ამ ტბას, ამ სახლებს, ამ ტაძარს? ხუთასი წლის წინ ეს ყველაფერი ისეთივე იყო, როგორიც ახლაა. ქალაქი სრულიად ცარიელი იყო: უცნობი სენი მძვინვარებდა ევროპაში და არავინ იცოდა, რისგან იხოცებოდა ამდენი ხალხი. მას შავი ჭირი შეარქვეს, ქვეყნისათვის თავს დამტყდარი ღვთის რისხვა, მაცხოვრებელთა ცოდვების გამო მოვლენილი. და მაშინ გამოჩნდნენ ისინი, ვინც თავის გაწირვა გაბედა დანარჩენი კაცობრიობის გადასარჩენად. მათ აირჩიეს ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდათ — ფიზიკური ტკივილი. ისინი დღედაღამ დადიოდნენ ამ ქუჩებში, ხიდებზე, მოედნებზე და თავიანთ თავს მათრახებს უტყლაშუნებდნენ, ჯაჭვებს იცემდნენ. ისინი იტანჯებოდნენ ღვთის გულისათვის და ამ ტანჯვაში ადიდებდნენ ღმერთს. და მალე მიხვდნენ, რომ საკუთარი სხეულის ჯიჯგნა უფრო მეტად სიამოვნებდათ, ვიდრე პურის ცხობა, ხვნა, საქონლის მოვლა. ტკივილი უკვე ტანჯვას კი არა, სიამოვნებას ანიჭებდათ, რადგან გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ამით კაცობრიობას ცოდვებისაგან იხსნიდნენ. ტკივილი გადაიქცა ზეიმად, ცხოვრების სისრულის შეგრძნებად, ნეტარებად!
ტერენსის თვალებში ისევ სუსხი გაკრთა. მან მარიას მიერ მაგიდაზე დადებული ფული აიღო, იქიდან ას ორმოცდაათი ფრანკი გადათვალა, ჯიბეში ჩაიდო, დანარჩენი კი მას გაუწოდა.
— მეპატრონის დარდი არა გქონდეს. ეს მისი წილია. პირობას გაძლევ, რომ არაფერს ვეტყვი. შეგიძლია, წახვიდე.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1087 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:41 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 73
სტუმარი: 73
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024