♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 24)
3:19 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 24)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


— მოიცადეთ!
მარიას გაუკვირდა. ეს ხომ რესპექტაბელური კაფე იყო და არა „კოპაკაბანა", სადაც კაცებს შეეძლოთ ასეთი ტონით მიემართათ, თუმცა მასაც სრული უფლება ჰქონდა, ეპასუხა: „მეტი საქმე არა მაქვს".
მარიამ გადაწყვიტა, გზა გაეგრძელებინა და ამ თხოვნისათვის (ან იქნებ ბრძანებისათვის?) არავითარი ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია: იმ მხარეს მიტრიალდა, საიდანაც ხმა მოესმა და უცნაური რამ დაინახა — ოცდაათიოდე წლის გრძელთმიანი მამაკაცი მუხლებზე დაჩოქილიყო, გარშემო ფუნჯები მიმოეფანტა და ერთ-ერთი კლიენტის პორტრეტს ხატავდა. ეს კლიენტი მაგიდასთან იჯდა და ხელში ანისული კოქტეილის ჭიქა ეჭირა. ბარში შესვლისას მარიამ ისინი ვერც კი შენიშნა.
— არ წახვიდეთ. ახლავე მოვრჩები. თქვენი დახატვაც მინდა.
მარიამ უპასუხა და ამ პასუხით საკუთარ თავს ხაფანგი დაუგო:
— მე ეს არ მჭირდება.
— თქვენგან შუქი მოდის. ესკიზის გაკეთება მაინც მაცალეთ.
რა არის „ესკიზი"? რა „შუქზე" ლაპარაკობს? მარიას მედიდურობა არ აკლდა და უცნობის სიტყვებმა მოხიბლა, მით უფრო, რომ ის თითქოს არ ხუმრობდა. ერთიც ვნახოთ და მის წინ სახელგანთქმული მხატვარია? ის ტილოზე უკვდავყოფს მარიას სახეს და ამ სურათს გამოფენენ პარიზში ან სალვადორ-და-ბაიაში! ის სახელს გაითქვამს!
მეორე მხრივ, რატომ ზის ეს კაცი იატაკზე ფუნჯებითა და საღებავებით გარშემორტყმული? ეს ხომ ძვირი და პოპულარული ბარია.
თითქოს მისი აზრები გამოიცნოო, ოფიციანტმა ხმადაბლა უთხრა:
— ძალიან ცნობილი ვინმეა.
ინტუიციას არ უღალატია მისთვის. მარია სიმშვიდის შენარჩუნებას შეეცადა.
— დროდადრო მოდის ხოლმე ჩვენთან და ყოველთვის ვინმე ცნობილი ადამიანი მოჰყავს თან. ამბობენ, აქაური გარემო მასში შთაგონებას იწვევსო. იცით, ჟენევის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შექმნა პანო, რომელზეც ასახა ის ხალხი, ვინც სახელი გაუთქვა ქალაქს.
მარიამ მზერა იმ ადამიანზე გადაიტანა, რომელიც პოზიორობდა და ოფიციანტმა ამჯერადაც წაიკითხა მისი აზრები:
— ეს ქიმიკოსია, მეცნიერი. სენსაციური აღმოჩენა გააკეთა და ნობელის პრემია მიიღო.
— არ წახვიდეთ, — გაიმეორა მხატვარმა, — ხუთ წუთში გავთავისუფლდები. მანამდე ჩამოჯექით, შეუკვეთეთ, რაც გნებავთ, ყველაფერს ჩემს ანგარიშზე ჩაწერენ.
მარიამ, თითქოს მონუსხესო, უსიტყვოდ შეასრულა ბრძანება — დახლთან ჩამოჯდა და ანისულის კოქტეილი შეუკვეთა (სასმელებში ვერ ერკვეოდა და ამიტომ გადაწყვიტა, ნობელის პრემიის ლაურეატისაგან აეღო მაგალითი). თან მხატვრის საქმიანობას აკვირდებოდა. „მე ჟენევისათვის სახელი არ გამითქვამს, ესე იგი, რაღაც სხვამ დააინტერესა. მაგრამ ეს ჩემი ტიპი არ არის", — ფიქრობდა მარია და ისევ და ისევ იმეორებდა სიტყვებს, რომლებსაც „კოპაკაბანაში" მისვლის დღიდან ჩასჩიჩინებდა საკუთარ თავს: საშველი გულის მიერ დაგებულ ხაფანგზე ნებაყოფლობით უარის თქმაშია.
და ვინაიდან მისთვის ეს ჭეშმარიტებას წარმოადგენდა, შეეძლო ცოტა მოეცადა კიდეც. გამორიცხული არ იყო, რომ ოფიციანტი მართალს ამბობდა და სწორედ ეს ადამიანი გაუხსნიდა კარს უცნობ, მაგრამ ასე ნანატრ სამყაროში. განა მოდელობაზე არ ოცნებობდა?
ამასობაში მხატვარი სწრაფად და ოსტატურად ასრულებდა თავის საქმეს. ერთიც ვნახოთ და ამ კაცმა (მარიამ გადაწყვიტა, დაეძახა „კაცი" და არა „ბიჭი", რომ თავი დაბერებულად არ ეგრძნო) შანსი მისცეს. არ ეტყობოდა, რომ მას ეს ყველაფერი მარიას შესაბმელად მოეფიქრებინა. ხუთი წუთის შემდეგ მხატვარმა, დაპირებისამებრ, დაასრულა სამუშაო. მარია ფიქრებით ბრაზილიაში იყო, ბრწყინვალე მომავლით ტკბებოდა და ახალი ადამიანების გაცნობის არავითარი ინტერესი არ ჰქონდა, რადგან მათ შეეძლოთ მარიას გრანდიოზული გეგმების დამსხვრევა.
— გმადლობთ, შეგიძლიათ პოზა შეიცვალოთ, — უთხრა მხატვარმა გაუნძრევლად ჯდომისაგან გადაღლილ ქიმიკოსს. მერე მარიასაკენ შემობრუნდა და მბრძანებლურად წარმოთქვა, — აგერ იმ კუთხეში მიბრძანდით და მოხერხებულად დაჯექით. მშვენიერი განათებაა.
და აი, თითქოს ეს მისი ბედისწერის წიგნში ეწერა, თითქოს ყველაზე ჩვეული საქმე იყო, თითქოს ამ კაცს მთელი ცხოვრება იცნობდა, ან ისე, თითქოს ეძინა ან ოცნებობდა და სწორედ ახლა მიხვდა, თუ რა უნდა ეკეთებინა სინამდვილეში, მარიამ აიღო თავისი ჭიქა, ხელჩანთა, წიგნები, რომლებიც საკარმიდამო მეურნეობის წარმატებულ გაძღოლას ეხებოდა და ფანჯარასთან მდგომი მაგიდისაკენ გაემართა. მხატვარმა აკრიფა თავისი ფუნჯები, ტილო, ფერად-ფერად საღებავიანი მინის ქილები, სიგარეტის კოლოფი და მის ფეხებთან მუხლებზე დაეშვა.
— ცოტა ხანს, ეცადეთ, არ გაინძრეთ.
— მეტისმეტი მოინდომეთ, მთელი ჩემი ცხოვრება მოძრაობაში გადის.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1009 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 12:51 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024