♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 21)
3:14 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 21)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული

მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

ყველაზე გაუწონასწორებლები, რომელთაც თვალთმაქცობა არ შეუძლიათ, სვამენ, რომ უსიამოვნო შეგრძნებებისაგან გათავისუფლდნენ. მაგრამ მე ჯერ არავინ მინახავს, არ ვგულისხმობ იდუმალ „განსაკუთრებულ კლიენტებს", რომლებიც მილანს ჯერ არ უჩვენებია ჩემთვის, ვინც შიშს არ განიცდიდა.
მაგრამ რატომ? ეს ხომ მე უნდა მეშინოდეს, მე არ მივდივარ საღამოს უცნობ ადგილას? მე — სუსტი ქალი, რომელსაც იარაღიც კი არ მაქვს. საერთოდ, კაცები უცნაურები არიან: მარტო იმათზე კი არ ვამბობ, ვინც „კოპაკაბანაში" მოდის, არამედ ყველაზე, ვინც კი შემხვედრია. დიახ, ისინი იმუქრებიან, ყვირიან, ცემაც შეუძლიათ, მაგრამ უკლებლივ ყველა მათგანი ქალის წინაშე შიშისაგან თრთის. შეიძლება არა იმის წინაშე, ვინც ცოლად მოიყვანეს, მაგრამ სულერთია, აუცილებლად გამოჩნდება ის, ვინც მათ დაიმორჩილებს და აიძულებს, ყველა ხუშტური შეუსრულონ. ზოგჯერ ეს საკუთარი დედა.
იმ დღიდან, რაც მარია ამ საქმეს მოეკიდა, მის თვალწინ უამრავმა მამაკაცმა ჩაიარა და უკლებლივ ყველა მთელი თავისი ძალ-ღონით ცდილობდა, თავდაჯერებულებად და ცხოვრების ბატონ-პატრონად გამოჩენილიყო. თუმცა, მათ თვალებში მარია მუდამ შიშს ხედავდა — შიშს ცოლის მიმართ, ბოლო მომენტში უკან დახევის შიშს, შიშს, რომ ვერ აღმოჩნდებოდნენ სათანადო სიმაღლეზე თუნდაც მეძავთან, ქალთან, ვისაც ფულს უხდიდნენ. აი, მაღაზიაში ფეხსაცმელი რომ ეყიდათ და მერე აღარ მოსწონებოდათ, ნუთუ არ ეყოფოდათ გამბედაობა, დაბრუნებულიყვნენ უკან ქვითრით ხელში და ფული მოეთხოვათ? აქაც ხომ ფულს უხდიან რომელიღაც ფირმას. მაგრამ ფიასკოს შემთხვევაში ისინი არაფრისდიდებით არ დაბრუნდებიან „კოპაკაბანაში", რადგან დარწმუნებული არიან, რომ ამის შესახებ ყველამ გაიგო. და მათ რცხვენიათ.
„ეს ხომ მე უნდა მრცხვენოდეს, რომ ვერ შევძელი მამაკაცის აღგზნება. რცხვენიათ კი მათ?!"
და ამ ქენჯნისაგან მათი დახსნის მოსურნე მარია ცდილობდა, ყველაფერი ეღონა, რომ მათ თავი თავისუფლად ეგრძნოთ, და თუ ხედავდა, რომ კლიენტი ფორმაში არ იყო ან ძალიან ბევრი დალია, ცდილობდა, სრულფასოვანი სექსის გარეშეც იოლას გასულიყო და მხოლოდ ალერსითა და მასტურბაციით შემოფარგლულიყო, რაც მათ ძალიან მოსწონდათ. თუმცა, თუ ჩავუფიქრდებით, ეს სასაცილოდ და უაზროდ გამოიყურებოდა, რადგან ამისათვის მარია სულაც არ იყო საჭირო.
ყველა საშუალებით უნდა მიეღწია იმისათვის, რომ კლიენტს არაფრისა შერცხვენოდა. და ეს კაცები, სავსებით ყოვლისშემძლენი და ქედმაღალნი საკუთარ კაბინეტებში, სადაც ხელქვეითების, პარტნიორებისა და მომწოდებლების უწყვეტი ნაკადი გადიოდა, სადაც ყველაფერი გასაიდუმლოებული, თვალთმაქცური და დამთრგუნველი იყო, საღამოს „კოპაკაბანაში" მოდიოდნენ და სამას ორმოცდაათ ფრანკს არ იშურებდნენ იმისთვის, რომ ერთი ღამით საკუთარ თავს გარიდებოდნენ.
„ერთი ღამით? ნუ აზვიადებ, მარია. სინამდვილეში, სეანსი ორმოცდახუთ წუთს გრძელდება. და თუ ამას გამოვაკლებთ დროს, რომელიც მიდის გახდა-ჩაცმაზე, ყალბ ალერსსა და ბანალურ ფრაზებზე, სუფთად სექსზე მხოლოდ თერთმეტი წუთი რჩება".
თერთმეტი წუთი. ის, რაზეც ბრუნავს დედამიწა, მხოლოდ თერთმეტ წუთს გრძელდება.
და აი, ამ თერთმეტი წუთის გულისათვის, ოცდაოთხსაათიანი დღე-ღამის უმნიშვნელო ნაწილი რომ უკავია (თუ ვივარაუდებთ, რომ ეს კაცები სიყვარულს ეძლევიან თავიანთ ცოლებთან. ოღონდ არავითარი ვარაუდი არ არის საჭირო, რადგან ეს აბსოლუტური სისულელეა და სიცრუე), ისინი ქორწინდებიან, ოჯახებს ქმნიან, ითმენენ ჩვილების ღნავილს, დამცირებულები თავს იმართლებენ, როცა შინ დროზე უფრო გვიან ბრუნდებიან, ათვალიერებენ ათეულობით, ასეულობით ქალს, რომლებთანაც სიამოვნებით გაისეირნებდნენ ჟენევის ტბის პირას, ყიდულობენ ძვირფას ტანისამოსს თავიანთთვის და კიდევ უფრო ძვირფასს — მეუღლეებისათვის, უხდიან მეძავებს, რათა მიიღონ ის, რასაც მოკლებული არიან, ხელს უწყობენ კოსმეტიკის, დიეტის, მთელი ამ ფიტნესების და შეიპინგების, პორნოგრაფიის, ხელისუფლების გიგანტურ ინდუსტრიებს და თავისნაირებთან არასოდეს არ ლაპარაკობენ ქალებზე. ლაპარაკობენ მხოლოდ სამსახურზე, ფულსა და სპორტზე.
სადღაც სხვაგან მიდის ჩვენი ცივილიზაცია. და საქმე აქ სულაც არ ეხება ოზონის ხვრელს, ამაზონიის ტყეების განადგურებას, დათვი-პანდების გადაშენებას, მოწევას, კანცეროგენულ პროდუქტებსა და სასჯელაღსრულებითი ადგილების სისტემის კრიზისს, როგორც ამას გაზეთები აცხადებენ, არამედ ყოფიერების სწორედ იმ სფეროს, სადაც შრომობდა მარია — სექსს.
თუმცა, მარია კაცობრიობის გადარჩენისათვის კი არ იღვწოდა, არამედ საკუთარი საბანკო ანგარიშის გასაზრდელად. კიდევ ნახევარ წელს უნდა მოითმინოს, მარტოობისა და საკუთარი არჩევანის ნახევარ წელს. რეგულარულად უნდა უგზავნოს დედას ფული (რომელიც დაკმაყოფილდა იმ განმარტებით, რომ აქამდე ფული შვეიცარიული ფოსტის გამო არ მისდიოდა, რომელიც ბრაზილიურზე უარესად მუშაობს) და შეიძინოს თავისთვის ის, რაზეც ადრე ვერც კი იოცნებებდა. მარიამ იქირავა გაცილებით უფრო კომფორტაბელური ბინა (ცენტრალური გათბობით, თუმცა უკვე ზაფხულმა მოუწია), რომლის ფანჯრებიდანაც მოჩანდა ეკლესია, იაპონური რესტორანი, სუპერმარკეტი და სიმპათიური კაფე, სადაც მას გაზეთების თვალიერება უყვარდა.
დადგენილი ვადის ამოწურვაღა რჩებოდა. სხვა დანარჩენში ყველაფერი უწინდებურად მიდიოდა და როგორც ყოველთვის: „კოპაკაბანა", „ნება მომეცით, გაგიმასპინძლდეთ", ცეკვა, „ბრაზილიიდან ბრძანდებით?", ოტელი, ფული წინასწარ, საუბარი და უნარი, შეეხო სხეულისა და სულის (ძირითადად, სულის) საჭირო ადგილებს, დაეხმარო ინტიმურ პრობლემებში, დაუდაქალდე ოცდაათი წუთით, რომლიდანაც თერთმეტი მიდის ტანის მოძრაობასა და ვნების გამომხატველ კვნესაზე. გმადლობთ, იმედია, ერთ კვირაში შევხვდებით, შენ საოცარი მამაკაცი ხარ, დანარჩენს შემდეგი შეხვედრისას მიამბობ, უი, გმადლობ, როგორ მეუხერხულება, შენთან ისე კარგად ვიყავი.
და ყველაზე მთავარი — არ შეგიყვარდეს! ეს ყველაზე მთავარი, ყველაზე საჭირბოროტო იმ რჩევათაგან, რომელიც მას ბრაზილიელმა გოგონამ მისცა „კოპაკაბანადან" წასვლამდე. სულაც იმიტომ ხომ არ გაქრა, რომ შეუყვარდა? ორი თვის მუშაობის მანძილზე მარიას რამდენჯერმე სთხოვეს ხელი, ამასთან, სამჯერ სავსებით სერიოზულად: პირველი ბანკის მაღალჩინოსანი კლერკი იყო, მეორე სწორედ ის მფრინავი, რომელთანაც დებიუტი ჰქონდა, მესამე კი — იარაღის მაღაზიის მეპატრონე. სამივე „ამ ცხოვრებიდან მოწყვეტას" ჰპირდებოდა. ჰპირდებოდნენ, რომ ექნებოდა საკუთარი სახლი, ღირსეული მომავალი, შვილები და, შეიძლება, შვილიშვილებიც კი.
და ყველაფერი ეს დღეში თერთმეტი წუთისათვის? შეუძლებელია! „კოპაკაბანაში" მუშაობისას მარიამ გაიგო, რომ მარტოობა მხოლოდ მისი ხვედრი არ არის. ადამის მოდგმის ნაშიერს შეუძლია ერთ კვირას მწყურვალი იყოს, ორ კვირას უჭმელი, წლობით იოლას გავიდეს საცხოვრისის გარეშე, მაგრამ მარტოობას ვერ აიტანს. მარტოობა ყველაზე სასტიკი წამებაა, ყველაზე მძიმე ტანჯვა. სამი პრეტენდენტი, ისევე, როგორც ბევრი სხვა, ვისაც მასთან ურთიერთობა სწადდა, ისევე, როგორც თვითონ მარია, განიცდიდა ამ დამანგრეველ გრძნობას, იმას, რომ ამქვეყნად არავის ენაღვლები.
ცდუნებისაგან თავის დასაღწევად მთელი თავისი გული დღიურში ჩააქსოვა. „კოპაკაბანაში" მხოლოდ სხეული და ტვინი მიჰქონდა, რომელიც დღითი დღე სულ უფრო ფაქიზი და სხარტი ხდებოდა. მარიამ საკუთარი თავი დააჯერა, რომ „კოპაკაბანაში" რაღაც უზენაესი მოსაზრებების გამო მოხვდა. და ყოველთვის, როცა ბიბლიოთეკიდან მორიგი წიგნი გამოჰქონდა, რწმუნდებოდა, რომ რიგიანად ვერავინ ვერ აღწერა ეს დღე-ღამეში ყველაზე მთავარი თერთმეტი წუთი. შესაძლოა, მისი დანიშნულება, მისი ხვედრი ამ სამყაროში, რაც უნდა ულმობლად ეჩვენებოდეს იგი ახლა, არის სწორედ იმ წიგნის დაწერა, სადაც მოუთხრობს ყველას თავის ისტორიას, თავის თავგადასავალს.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1136 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 10:30 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024