♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 19)
3:11 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 19)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


* * *
მარიას ესმოდა, რა მნიშვნელოვანია სიყვარული, მაგრამ მტკიცედ ახსოვდა პირველ საღამოს მიღებული რჩევაც და ამ გრძნობას მხოლოდ დღიურის ფურცლებზე ამჟღავნებდა. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, იგი თავგამოდებით მიისწრაფოდა პირველობისაკენ. ცდილობდა, რაც შეიძლება მცირე დროში ეშოვა ბევრი ფული და არ ეფიქრა იმაზე, თუ რატომ აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა.
სწორედ ეს იყო ყველაზე ძნელი. მართლაც და რატომ?
იმიტომ, რომ სჭირდებოდა? მთლად ასეც არ არის. ყველას ყოველთვის სჭირდება ფული, მაგრამ ყველა როდი მიდის თავის რჩენის ასეთ გზაზე. იმიტომ, რომ ახალი შთაბეჭდილებები მიიღოს? მართლა? ახალი შთაბეჭდილებების მეტი რა არის — ისრიალე თხილამურებით, ისეირნე ჟენევის ტბაზე ნავით. მაგრამ მას არც ერთი და არც მეორე არასოდეს აინტერესებდა, სულ მცირე ცნობისმოყვარეობაც კი არ ამოძრავებდა. იქნებ მას უკვე აღარაფერი აქვს დასაკარგი და ცხოვრება ყოველდღიურ, დაუსრულებელ იმედგაცრუებად გადაექცა?
არა, არც ერთი პასუხი არ იყო გულწრფელი და მართალი, ასე რომ, ტვინის ჭყლეტას სჯობს, უბრალოდ, იცხოვროს, როგორც ეცხოვრება და არჩეული გზით იაროს. მარიას ბევრი რამ ჰქონდა საერთო „კოპაკაბანას" გოგონებსა და სხვა ქალებთან, ისინი ისე არაფერს ნატრობდნენ, როგორც გათხოვებას და უზრუნველყოფილ მომავალს. ის, ვინც ამაზე არ ოცნებობდა, ან უკვე გათხოვილი იყო (მისი ახალი მეგობრების თითქმის მესამედს კანონიერი მეუღლე ჰყავდა), ან ჯერ გონს ვერ მოსულიყო განქორწინების შემდეგ. სწორედ ამიტომ საკუთარი თავის შეცნობისათვის იგი ცდილობდა, გულმოდგინედ დაეხარისხებინა ის მიზეზები, რის გამოც აირჩიეს აქაურმა გოგოებმა ეს პროფესია.
თუმცა გამოკითხვის შედეგებმა ახალი არაფერი აჩვენა. მარიამ პასუხების შემდეგი ნუსხა შეადგინა:
ა) ქმარს უნდა მიეხმაროს („ხომ არ ეჭვიანობს? დაწესებულებაში მისი ამხანაგი რომ გამოჩნდეს, მაშინ?" — უნდოდა ეკითხა მარიას, მაგრამ ვერ ბედავდა).
ბ) მშობლებს სახლი უნდა უყიდოს (თვითონ მარიას მოჰყავს ეს არგუმენტი. კეთილშობილურად ჟღერს, მაგრამ ძალიან გაცვეთილი ახსნაა).
გ) შინ დასაბრუნებელი ფული უნდა მოაგროვოს (კოლუმბიელებს, პერუელებს, ტაილანდელებს, ბრაზილიელებს ძალიან უყვართ ამის მომიზეზება, თუმცა მრავალჯერ ჰქონიათ ეს თანხა და მრავალჯერაც დაუხარჯავთ, რადგანაც ამ ოცნების განხორციელებისა თავადვე ეშინოდათ).
დ) მე ეს მომწონს (ეს ცუდად ეთანხმებოდა გარემოს და ყალბადაც ჟღერდა).
ე) სხვაგან ვერსად მოეწყო (არც ეს არის საბუთი: შვეიცარიაში მუდამ არის მზარეულების, ძიძების, მძღოლების ვაკანსიები).
და რადგან მარიამ ვერ იპოვა ვერც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი, მისი გარემომცველი სამყაროს ახსნას საბოლოოდ შეეშვა.
მალე იგი დარწმუნდა, რომ მილანი მართალი იყო: მისთვის აღარასოდეს შეუთავაზებიათ რამდენიმე საათში ათასი ფრანკი. მეორე მხრივ, როცა იგი ასახელებდა სამას ორმოცდაათ ფრანკს, ეს აღიქმებოდა როგორც მიღებული წესი. არავინ გამოხატავდა აღშფოთებას, არ ევაჭრებოდა, ხოლო თუ ვინმე ჩაეკითხებოდა, ისიც იმიტომ, რომ დაეზუსტებინა და თავიდან აეცილებინა უსიამოვნო სიურპრიზები, ან სულაც იმისათვის, რომ დაემცირებინა მარია.
— ჩვენი ხელობა განსხვავდება სხვა დანარჩენისაგან, — შენიშნა ერთხელ ერთ-ერთმა გოგონამ, — აქ ახალბედა უფრო მეტ ფულს აკეთებს, ვიდრე გამოცდილი მეძავი. ამიტომ მუდამ ისე მოაჩვენე თავი, თითქოს დამწყები ხარ.
მარიამ ჯერ ვერ მოასწრო იმის გაგება, რა არის „განსაკუთრებული კლიენტი", რომელიც მილანმა პირველ საღამოს გაკვრით ახსენა, ამ თემაზე მეტი არავის ულაპარაკია. მალე მარიამ მტკიცედ დაიხსომა ძირითადი პროფესიონალური მცნებები: არასოდეს იკითხო, ცოლიანია თუ არა კლიენტი, ჰყავს თუ არა შვილები, აუცილებელია სახეზე ღიმილი და ცოტა ლაპარაკი, არასოდეს დაუნიშნო რიგგარეშე პაემანი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ფილიპინელმა ნიამ მისცა:
— ბოლოს ისე უნდა იკვნესო, თითქოს არაამქვეყნიურ ნეტარებას განიცდი. მაშინ კლიენტი ყოველთვის შენ ამოგირჩევს.
— მაგრამ რატომ? კაცები ხომ თავისი სიამოვნებისათვის გვიხდიან.
— ცდები. კლიენტი თავის თავს უმტკიცებს, რომ ის ნამდვილი მამაკაცია, მაჩოა, არა მაშინ, როცა ერექცია აქვს, არამედ მაშინ, როცა შეუძლია პარტნიორს სიამოვნება მიანიჭოს. ისინი ფიქრობენ, თუ მეძავსაც კი ასე სიამოვნებს ჩემთან ყოფნა, ესე იგი, ყველაზე მაგარი ვარო.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1080 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 10:22 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024