♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » ნიკო გომელაური
9:30 AM
ნიკო გომელაური
ნიკო გომელაური

- ბატონო ნიკო, თქვენი არტისტული კარიერა "გუშინდელნით" დაიწყო, ერთ-ერთ ჟურნალისტს უთხარით, რომ თქვენ ხართ არტისტი, პირადად მე პოეტად აღგიქვამთ...
- იცით, როდესაც მე ვთქვი, რომ ვარ არტისტი, არ მიგულისხმია, რომ მსახიობი ვარ, მაშინ ვიტყოდი, რომ ვარ უფრო მსახიობი, ვიდრე პოეტი. მე არც მსახიობი ვარ უფრო და არც პოეტი, მე ვარ არტისტი, ანუ ხელოვანი. მე ვერ ვიტყვი, რომ არ შემიძლია ცხოვრება სცენის გარეშე, რატომაც არა, შეიძლება დავიღალო, ან აღარ დამაინტერესოს... არასდროს მიფიქრია, რომ სცენის გარეშე ჩემთვის ცხოვრება წარმოუდგენელია, ვაკეთებ ჩემს საქმეს, მანამ სანამ მაინტერესებს და ვფიქრობ, რომ გამომდის. ეს საჭიროა როგორც ჩემთვის, ასევე მაყურებლისთვის, ხვალ შეიძლება დავიღალო, აღარ მომინდეს სცენაზე გასვლა...
- მაშინ, არის თუ რა რაიმე ისეთი, რის გარეშეც თქვენ ცხოვრება არ შეგიძლიათ?
- არის, ოღონდ ეს ადამიანია, ჩემი ცოლი, რომლის გარეშეც მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. ხომ არის ხოლმე ისეთი მომენტები ცხოვრებაში, როდესაც საკუთარ სიკვდილზე ფიქრობ, ზოგადად სიცოცხლეზე ფიქრობ, თუკი ჩემი ცოლის სიცოცხლესთან დაკავშირებით რაიმე ცუდი გამიფიქრებია, მაშინ სასოწარკვეთილებაში ვვარდები, ალბათ ესეც ამაოებაა და ადამიანს სასოწარკვეთის უფლება არ აქვს, ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, მის ყოველგვარ გამოწვევას უნდა გაუძლოს ადამიანმა.
- ანუ ეს არის სიყვარული, ეს არის ცხოვრება, ეს არიან ადამიანები, რომელთა გარეშეც ცხოვრება აზრს კარგავს თქვენთვის... პირადად ჩემზე თქვენ ძალიან თავისუფალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, ასეთივე თავისუფალია თქვენი პოეზია, თუმცა პოეზიას ჩარჩოები არ გააჩნია, თქვენი ლექსები მაინც მეტად თავისებურად თავისუფალია, იმავდროულად არ არის ვულგარული, როგორ ახერხებთ ამ ბეწვის ხიდზე სიარულს?
- ამ საკითხზე არასდროს მიფიქრია, საერთოდ ადამიანები, აი ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ვთამაშობთ, ჩემთვისაც დაუსვამთ კითხვა - სცენაზე თამაშობთ და რამდენად თამაშობთ ცხოვრებაში? ბუნებრივია ის, რომ ადამიანებს იმაზე უკეთესები გვინდა გამოვჩნდეთ საზოგადოების თვალში, ვიდრე სინამდვილეში ვართ, მაგრამ საერთოდ ადამიანს არ უნდა სურდეს, რომ რაღაც ითამაშოს, უკეთესი გამოჩნდეს, უნდა იყოს ისეთი როგორიც არის, ცოტა რამ უნდა ჰქონდეს დასამალი... თუკი კუზიან ადამიანს აწუხებს კუზი, ამას არაფერი ეშველება, მაგრამ გაუნათლებელი ადამიანი, როდესაც დისკომფორტს განიცდის გაუნათლებლობის გამო, მისი პრობლემა ადვილი მოსაგვარებელია, წაიკითხოს წიგნები და განათლდეს, იმუშაოს საკუთარ თავზე... მე არ ვფიქრობ, რომ გენიალური ვარ, ან განსაკუთრებით სუფთა, უბრალოდ არ მგონია, რომ რაიმე ისეთი მაქვს გაკეთებული, რისიც შეიძლება მრცხვენოდეს... აი თქვენ ახსენეთ თავისუფლება, ლექსის თავისუფლება... მე რასაც ვფიქრობ იმას "გადმოვისვრი უმარტივეს ფრაზად".
- ბატონო ნიკო, საქართველოდან უცხოეთში ძალიან ბევრი ადამიანია წასული, რას ეტყოდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულ ჩვენს თანამემამულეებს?
- ეს მტკივნეული საკითხია, მძიმე თემაა. მე ვფიქრობ მათ ძალიან უჭირთ. პირადად მე ერთი კვირითაც რომ მივდივარ გასტროლებზე, გული უკვე საქართველოსკენ მომიწევს, იმიტომ, რომ იქ შეიძლება კარგია, მაგრამ უცხოა ჩემთვის... მე მათ ბედნიერი საქართველო მინდა ვუსურვო, მინდა ვუსურვო, რომ ის საქმე, რასაც უცხოეთში, სხვის ტომში აკეთებენ, საქართველოსთვის გაეკეთებინოთ, ისევე, როგორც ჩემს თავს ვუსურვებ, ყველა თქვენგანს ბედნიერ საქართველოს, ჩვენ მეტი რა უნდა გვინდოდეს, ჩვენც ბედნიერები ვიქნებით ამ ბედნიერ საქართველოში, მათ კი ვინც ცოდნის მისაღებად არის უცხოეთში წასული, ვუსურვებ რომ მართლაც მიეღოთ ცოდნა, გამოცდილება და ისევ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, საქართველოსთვის იღვაწონ.
- რაიმე ლექსს, თუნდაც ერთ კუპლეტს ხომ არ ეტყოდით უშუალოდ ჩვენს თანამემამულეებს?
- რასაკვირველია, მე მათ ლექსს ვეტყვი:

ნიკო გომელაური

"ჯერ რამდენიმე სტროფი, ჯერ რამდენიმე ფრაზა
და მერე ღვინის შტოფი და მერე? თუნდაც ვაზა,
ჯერ თუნდაც ერთი შვილი, ჯერ სულ მცირედი გარჯა...
და მერე უკვე ძილი და მერე წლების ხარჯვა.
ჯერ უნდა შეცდე ცოტა, ჯერ უნდა გქონდეს ბრალი,
რომ აღიარო ცოდვა, რომ მოიხადო ვალი.
თავის ზღვარი აქვს ზღვასა და ხმელეთს,
სული გახსნილი, სული ფარული,
მხოლოდ ერთი რამ, მანამდეც, მერეც
სულ სიყვარული, სულ სიყვარული..."


- დიდი მადლობა ბატონო ნიკო, წარმატებებს გისურვებთ.


ნიკო გომელაური

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.


10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე



ნიკო გომელაურინიკო გომელაური

როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვერდით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.

როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ

.............................................
ღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...

არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა... (მიიიყვარს ეს wub.gif )

გადის ცხოვრება, გადის...
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად...

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა...
ცხოვრება გადიიიის...


წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს...
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს...


ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა. აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე... ქალღმერთის ტოლო!

არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო"...

ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი...
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში...

შენი ხელი ხელს ჰბანდა,
შენი ხელი ცვდებოდა.
მეც გეცვითე ხანდახან,
განა მეწყინებოდა...

იბრძვიან, ნაღდი ომია
(შუაში მსაჯად ვდგევარ),
სული და ფიზიონომია.
დამნაშავე კი , მე ვარ...

წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან...

ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია...

ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი...

----------------------------------------------

ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია...
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი...
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ "ბებერი ალაზანში კიდია"...
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები...
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა

----------------------------------------------------------
როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვერდით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.

როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ 
---------------------------------------

"უფალო ხალხმა დაგარქვა ღმერთი
მე ჯოჯოხეთით მასინებ განა?!
დედამიწაზე რა ვნახე მეტი
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა! "

------------------------------
ნიკო გომელაური


ზურა ყიფშიძე:


ნიკო გომელაურის გარდაცვალება ქართველი ერისთვის დიდი დანაკლისია, ამის შესახებ "ექსპრესნიუსს” მისმა ახლო მეგობარმა, მსახიობმა ზურა ყიფშიძემ განუცხადა.

ყიფშიძეს განცხადებით, ნიკოს გარდაცვალება ქართული კინოსა და თეატრისთვის დიდი დანაკლისია, მისი ყოველი როლი და ყოველი ლექსი განუმეორებელია, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ დიდი გულისტკივილი განიცადა” – განაცხადა ყიფშიძემ.

პოეტი კოტე ყუბანეიშვილი ნიკოს ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევს.

"დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხისთვის ნიკოს გარდაცვალება ნამდვილი დარტყმაა, ძალიან ცუდია ასეთ ნიჭიერ ადამიანებს რომ ვკარგავთ და მათ ნაცვლად არავინ ჩანს. ბედნიერია ის ვინც, "მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ” – ის პრემიერაზე იყო, სადაც ნიკო თამაშობდა., ეს მისი ბოლო სპექტაკლი იყო. ყველანაირად მდიდარი იყო და გული მწყდება, რომ ასეთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება უნდოდა ქართველი ერისთვის” – განაცხადა ყუბანეიშვილმა.

ნიკო გომალური დღეს დილით, 5 საათძე ხანრგრძლივი ავადმნყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მწერალს პარასკევს თავისუფალ თეატრში დაასვენებენ, სადაც მისი სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდება და მის შემოქმედებას მისი მეგობრები კიდევ ერთხელ წაიკითხავენ.

ნიკო გომელაურს 17 აპრილს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1972 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-05, 0:56 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024