ნაწყვეტები მაილი საირუსის წიგნიდან ''MILES TO GO'' როდესაც ეს წიგნი დაწერა, მაილი 16 წლის იყო. ალბათ გაინტერესებთ რა შეიძლება დაწეროს 16 წლის მოზარდმა ავტობიოგრაფიულ წიგნში. ამიტომ გადავწყვიტე მეთარგმნა პატარა მონაკვეთები. წიგნი ასე იწყება: ''არასდროს მიყვარდა სკოლა! დიდი ხანი არ იყო იმ დღიდან გასული, როდესაც კლასელებმატვალეტში ჩამკეტეს. ჩვენს სახლში ტელეფონმა დარეკა. დისნეიდან რეკავდნენ და ლოს ანჟელესში, მათ კასტინგზე მიწვევდნენ. შუა სასწავლო წელი იყო, მაშინვე ვიფიქრე რო სკოლის დიდი ხნით გაცდენა მომიწევდა, და კიდევ-გამოვტოვებდი ჩერლიდერების კონკურს! მე ძალიან დავაკლდებოდი ჩემს ჯგუფს, რადგან საკმარისია პირამიდაში ერთი კაცი აკლდეს და ის უკვე დაშლილია.. მაგრამ დედაჩემმა შეძლო ჩემი დარწმუნება, და ჩვენ ლოს-ანჟელესში ჩამოვფრინდით. როდესაც დისნეის სტუდიაში შევედით, დედამ დერეფნის კარი შეაღო და დავინახე, რომ ჩემ გარდა მისაღებში 50-მდე ჩემი ასაკის გოგონა იცდიდა. ძალიან გამიკვირდა, მე ვფიქრობდი, რომ 10 გოგოც არ დამხვდებოდა, მაგრამ... მე და დედაჩემმა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადავხედეთ!'' შემდეგ მაილი აღწერს იმ ოთახს სადაც საათობით ელოდა თავის ჯერს. შემდეგ კი წერს: ''შევაღე კარი და შევედი ოთახში, ჩემს წინ 10 კაცი იჯდა. ცხოვრებაში პირველად ავლაპარაკდი დიდი ხნით, ვარწმუნებდი ჩემს თავს წარმატების მიღწევაში და ნერვებს ვიწყნარებდი. მთხოვეს მემღერა, მე ვიმღერე პატარა ნაწყვეტი სიმღერიდამნ MAMMA MIA. შემდეგ პატარა ტექსტიც წამაკითხეს და გამომიშვეს. როდესაც კარები გამოვიხურე, ვერ გავიაზრე რა მოხდა და ძალიან დაბნეული მივედი დედაჩემთან. მე და დედა ისევ ნეშვილში დავბრუნდით! გავიდა რამდენიმე კვირა, აღარ მქონდა იმედი, რომ ფინალში გავიდოდიი, მაგრამ ერთ დღეს დარეკა ტელეფონმა და დედაჩემმა მითხრა:''მაილი, შენ ფინალში გახვედი'' ასე ამთავრებს მაილი პირველ თავს წიგნის მომავალ თავებში იგი საუბრობს თავის ურთიერთობის შესახებ ნიკ ჯონასთან, მეგობრებთან... ვეცდები პატარ-პატარა მონაკვეთები ვთარგმნო, თუ რა თქმა უნდა, ეს თქენ დაგაინტერესებთ