ნახმარი შთაგონება
დღეს მათ დაუჩოქეს გაბზარულ ღრუბლებს, წყალობა დააფურთხეს ნახმარ შთაგონებას. დღეს მათ დაუწერენ ჩამქრალ სიმფონიებს, სხვას კი ენატრება ფეხზე წამოდგომა. ზუზუნებს უსასრულოდ სევდა საკვირველი, სურვილმა თვითშეწირვის ხალხებს გამომრიყა, კატა უთავოა როგორც მისი ფიქრი, მე-9 სიცოცხლე ხომ დილით გაუთენდა. მღერის უსასრულოდ სიმი დორბლიანი, ხეებს გადავწვავო იმუქრება წვიმა, ის კი ისევ ისე დარბის ცოფიანი, და სხვებს ევედრება ფეხზე წამოდგომას . .
|