♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » მოწევა კლავს
9:25 PM
მოწევა კლავს

საწოლზე გაუხდელად წამოწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო. თვალები დახუჭა მაგრამ ძილი არ მიეკარა. რამდენჯერმე გაახილა თვალები, ფანჯრიდან შემოსულ ღამის განათებას უყურა ერთხანს და კვლავ დახუჭა. ვერ მოისვენა. წამოდგა და აივანზე გავიდა. სიგარეტს მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა. იდავებით აივნის მოაჯირს დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო. რამდენიმე წამს ასე იდგა, შემდეგ სიგარეტი ჩააქრო და ხელი გაუშვა. სიგარეტის ნამწვი ნელ–ნელა ჩავარდა ქვემოთ. სიგარეტის კოლოფს დახედა: ,მოწევა კლავს,. ერთხანს უყურა, სიბრაზემ შემოუტია, კოლოფი მოჭმუჭნა და მთელი ძალით ისროლა ბნელ სივრცეში. ოთახში შეობრუნდა, ტელეფონი აიღო და ბოლო დროს რავალჯერ აკრეფილი ნომერი აკრიფა. ზარი გავიდა, ე. ი. ჯერ არ სძინავს, რადგან ძილის წინ ყოველთვის რთავს ტელეფონს. ყურმილში შეწყობილი ზუმერის ხმა მანამდე ისმოდა, სანამ თავად არ გაითიშა. არავინ უპასუხა. კედელს მიეყრდნო, ჩაიკეცა, თავი ხელებში ჩარგო და გაირინდა. ასე იყო მანამ, სანამ აივნიდან დილის რიჟრაჟი არ შემოიჭრა. ადგა, მანქანის გასაღები აიღო და გარეთ გავიდა. მანქანაში ჩაჯდა, ფრთხილად გაიყვანა ავტოსადგომიდან და ქალაქში გავიდა. ძალიან ადრე იყო, არც ერთი მანქანა არ მოძრაობდა.
თავადაც არ იცოდა სად მიდიოდა. ბრმად მიჰყვებოდა გზას. შუქნიშნის წითელ გამაფრთხილებელ ნიშანზეც კი არ გააჩერა. სიჩქარეს ნელ–ენლა უმატებდა, თვალებზე ბინდი ეკვროდა, სიბრაზე ემატექოდა. გონება აზროვნების უნარს კარგავდა. ბოლო შესახვევისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, პირდაპირ ბორდიულზე ავარდა და განათების ბოძს მთელი სისწრაფით შეასკდა. ღვედი არ ეკეთა. თავით მანქანის საჭეს დაასკდა. გამაყრუებელი სიგნალი გაისმა. იქვე ახლოს მდებარე სახლის ფანჯარაში სინათლე აინთო.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1250 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-04, 11:58 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024