♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » მონატრება..
2:35 PM
მონატრება..


თოვს. მოცეკვავენ ფანტელები, ლამაზად მოფარფატებენ. ფაფუკი, ქათქათა ქურქი ჩაუცვამთ ხეებს. ფანჯრის რაფაზე მსუბუქად დაფენილ თოვლს პაწია ნაფეხურები ეტყობა _ მშიერი ბეღურების ნაკვალევი.
ბინდდება. ფანჯარაში ბიჭის ხუჭუჭა თავი მოჩანს.
შუბლით მინას მიყრდნობია და სევდიანად გასცქერის თოვლს. პატარაა ბიჭი, სულ ხუთი წლის. ოთახში ხმადაბლა საუბრობენ დედა და ბებია, ბიჭი კი ეზოს მიშტერებია, საიდანაც პირველი თოვლით გახარებული ბავშვების ჟრიამული ისმის.
_ ეჰ, ახლა რომ ჩემი მამიკო ცოცხალი იყოს! _ ნაღვლიანად ფიქრობს ბიჭი, _ ხომ გავიდოდით. ოჰ, რას ვიგუნდავებდით, რას ვიგორავებდით თოვლში!
გული წყდება ბიჭს. თავისი კარგი მამიკო ახსენდება, თბილი მამიკო, მისი მოალერსე ხმა ენატრება, მისი ფართო ხელების სითბო, ზედ რომ დაიყენებდა ფეხშიშველს, მაღლა ასწევდა და `აუ, რა დიდი ბიჭი მყავსო~, ამბობდა ღიმილით. მამის მოფერება უნდა, მის კისერზე შემოჯდომა და ჯირითი, მასთან საიდუმლო, `კაცური~ საუბარი, დედას და ბებიას რომ არ გაეგოთ.
მამიკო მარტო სიზმრებში მოდის, მაგრამ ისევ მალე მიდის, დილით კი დედიკოს მიჰყავს ბაღში.
წინათ, როცა მამა ცოცხალი იყო, წესად ჰქონდათ შემოღებული: სეირნობიდან დაბრუნებული, ლოყებაწითლებული სახლში რომ შემოირბენდა, პირველ რიგში მამის თვალებს აწყდებოდა: `დედიკოს აწყენინე?~ _ ეკითხებოდა მამა და ბიჭიც ალალად გადმოულაგებდა ყველა სიცელქეს. მამა გულდასმით უსმენდა, მერე მუხლებზე დაისვამდა, ხუჭუჭა თმებში თითებს შეუცურებდა და არიგებდა:
_ შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ, ჭკვიანი. ცოდვაა დედიკო, არ გააწვალო. ჩვენ ხომ კაცები ვართ, ორნი, ძლიერები, ის ერთია, სუსტი და ნაზი. შენ რომ გააწვალებ, გული ეტკინება და იტირებს. ხომ არ გინდა, რომ ჩვენმა კარგმა დედიკომ იტიროს?
_ არა, _ ჩუმად, მამის მკერდში ჩურჩულებდა ბიჭი.
_ ხომ არ გააწვალებ?
_ არა, _ უფრო გაუბედავად ჩურჩულებდა ბიჭი, რადგან გულში საკუთარი თავის იმედი არ ჰქონდა.
ახლა, როცა მამა უკვე კარგა ხანია აღარ არის, ჩვევა ჩვევად შემორჩა. სეირნობიდან დაბრუნებული იმ ოთახში შებაკუნდება, სადაც კედელზე მამის მომღიმარი სურათია, დატუქსულივით დგას და ჩუმად ებაასება:
_ მამიკო, რა ვქნა, არ მინდოდა, მაგრამ ისევ ვიცელქე. ხომ არ გამიჯავრდები? მე დედიკო ძალიან, ძალიან მიყვარს, შენ ხომ იცი! მეტს არ ვაწყენინებ, კარგი ბიჭი ვიქნები, ხომ, მამი?
სურათიდან მამის თბილი ღიმილი ეფრქვევა პატარას, ამხნევებს და თითქოს თავს უკრავს თანხმობის ნიშნად...
ახლა, ფანჯრის მინაზე შუბლმიყრდნობილს, ის თბილი დღეები ახსენდება, სამსახურში მიმავალ მამას რომ გასძახოდა:
_ მიყვარხარ, მამიკო, მიყვარხარ!!!
ისიც ხელს დაუქნევდა და ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა.
ახლა ვის დაუძახოს ფანჯრიდან! მისთვის ყველა უცხოა, ნაცნობი უცხო. მამასავით ვერავინ ჩაიხუტებს, ვერ მოეფერება, ყურებს ვერ მოუსრისავს და ულვაშებით ვერ შეუღიტინებს...
მოფარფატებენ ხატულა ფანტელები. უყურებს ბიჭი და თავისი საყვარელი მულტფილმი ახსენდება _ მეგობარი თოვლის ფიფქად, წვიმის წვეთად რომ გადაიქცა.
`ნეტავ, მამიკოც თოვლის ფიფქად გადაიქცეოდეს და ჩემთან ჩამოფარფატდებოდეს~, _ ნატრობს ბიჭი. მოეფერებოდა ბევრს, ბევრს, გულში ჩაიკრავდა და არსად გაუშვებდა...
თავისი ნააზრევი თვითონვე მოეწონა, სახე გაუცისკროვნდა, აციმციმებული თვალები ეზოს მოაშორა, მოცეკვავე ფიფქებს მიაპყრო და თავისთვის ჩუმად აბუტბუტდა:
- `მოდი, მამიკო, მალე მოდი, გელოდები! ძალიან, ძალიან მიყვარხარ!~
კარებში ახალგაზრდა ქალი იდგა, ბიჭის ბუტბუტს უსმენდა და ჩუმად ყლაპავდა ცრემლს




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1180 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-05, 1:41 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024