მთავარი » 2010 » მაისი » 4 » მეც მოღალატე ვარ?
9:34 AM მეც მოღალატე ვარ? |
ჯგუფ "A სტუდიოს" წევრი, რუსეთში მცხოვრები ქეთა თოფურია საქართველოში მიმდინარე პროცესებს უყურადღებოდ არ ტოვებს და თვალსაზრისს გამოხატავს. ქეთა კვლავ არ ამხელს შეყვარებულის ვინაობას და ძველებულად სიმღერით არის დაკავებული.
- თავს, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად ვგრძნობ. ვემზადები კონცერტებისთვის, ვმუშაობთ ახალ ალბომზე, რომელიც ერთ თვეში გამოვა. მალე ახალ კლიპსაც გადავიღებთ. ვაპირებთ კონცერტების გამართვას დუბაიში, აგრეთვე გერმანიაში. ასე რომ, წინ ბევრი საინტერესო და სასიამოვნო დღე მელის.
მალე 24 წლის გავხდები და ისევ ისეთი ვარ, როგორიც 18 წლის ასაკში - ხალისიანი, უდარდელი და მხიარული. ისე, ყოველთვის უკომპლექსო ვიყავი. რატომღაც კიდევ ვერ დავბრძენდი (იცინის). იანვარში ვიყავი ჩამოსული საქართველოში. ჩემს მეგობრებთან ერთად გუდაურში დავისვენე და იმდენი ვიგიჟე, მეუბნებოდნენ, ისევ ისეთი გადარეული ხარო.
- როგორც ვიცი, ვანკუვერის ოლიმპიადაზეც იყავი... - დიახ, ევგენი პლუშჩენკოს ვგულშემატკივრობდი. მთელი რუსული ესტრადის ვარსკვლავები ვანკუვერში იყვნენ - დიმა ბილანი, ვალერია... ოლიმპიურ სოფელში კონცერტიც გავმართეთ, სადაც არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.
- ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ოლიმპიადის დაწყებამდე ტრაგიკულად დაიღუპა... - დიახ. ეს ტრაგედია ჩემს ჩასვლამდე მოხდა და ძალიან მატკინა გული.
- მოსკოვში მოღვაწე ცნობილ ქართველებთან თუ გაქვს ურთიერთობა? - ისე რა, არ მცალია მათთან სტუმრობისთვის, ჩემს საქმეებსაც ძლივს ვასწრებ. სტუდია, რეპეტიციები, კონცერტები, გადაღებები. ძალიან დატვირთული ვარ.
- როდესაც თემურ თათარაშვილმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რა იფიქრე? - რა უნდა მეფიქრა? მიმაჩნია, რომ კარგად მოიქცა. საქმეს ასე სჭირდებოდა.
- საქართველოში ეს ამბავი სხვაგვარად აღიქვეს. ბევრმა სამშობლოს მოღალატედაც კი შერაცხა. - იმიტომ, რომ საქართველოში დებილები და დაუნები ცხოვრობენ. როგორ შეიძლება ასე იფიქრო? რუსეთის მოქალაქეობა მეც მაქვს და მეც მოღალატე ვარ?
- შენ ორმაგი მოქალაქეობა გაქვს? - ხო, მერე რა მოხდა? საქმეს სჭირდებოდა და ამიტომაც მაქვს ორმაგი მოქალაქეობა. აბა, მოსკოვში ვცხოვრობ და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ხომ არ ვიქნები?
- ქეთა, ქართველებს დებილებს და დაუნებს რომ უწოდებ, როგორ ფიქრობ, მოეწონებათ ეს? - მე დებილს სრულიად საქართველოს კი არ ვუწოდებ, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც თემურ თათარაშვილს სამშობლოს მოღალატედ მიიჩნევენ. მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანაში უსაფუძვლოდ აბრალებენ წესიერ ადამიანებს ათას სისულელეს.
- ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ომის ინსცენირების სიუჟეტი რომ გაუშვეს, გაგონილი გექნება... - ჰო, მერე მოდი და ნუ იტყვი, დებილები არიანო. ამას დებილის გარდა ვინმე გააკეთებდა?!
- რას ამბობენ ამის შესახებ მოსკოვში? - რა უნდა თქვან? ასეთი საოცრება ხომ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს!
- საქართველოში როდის აპირებ ჩამოსვლას? - არ ვიცი. თუ მოგვიწვევენ, ჩამოვალთ და გავმართავთ კონცერტს.
- უმაღლესი განათლება თუ მიიღე? - საქართველოში ყოფნისას თსუ-ში ვსწავლობდი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ აკადემიური ავიღე და მერე ვეღარ განვაგრძე სწავლა. სიმართლე გითხრათ, სწავლის არც სურვილი მაქვს და არც დრო. ამისთვის ნამდვილად არ მცალია.
- შეყვარებულის ვინაობას რატომ მალავ? - იმიტომ, რომ პირად ცხოვრებაზე არ მსურს ლაპარაკი.
- არ გირჩევნია, სიმართლე თქვა, ვიდრე ჭორების ობიექტად იქცე? - საერთოდ არ მაღელვებს ეს ამბავი. სხვათა შორის, არც ჩემს შეყვარებულს. იჭორაონ დაუსრულებლად. თავს ორივე არაჩვეულებრივად ვგრძნობთ. ჭორები საქართველოშიც არ მაღელვებდა.
- მოსკოვშიც ჭორაობენ შენზე? - რა თქმა უნდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
- გათხოვებას არ აპირებ? - არა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა. ქალმა კარგად უნდა გაიცნოს მამაკაცი, შეცდომა რომ არ დაუშვას, გათხოვებას კი ყოველთვის მოასწრებს.
- როგორც ვიცი, შეყვარებულმა "ბენტლი" გაჩუქა, მაგრამ მოისურვე, სხვა ავტომობილზე გადაგეცვალა... - გადავცვალე კიდეც. ახლა თეთრი ბე-ემ-ვე-X6 მყავს და ძალიან მომწონს. გაცილებით კომფორტული მანქანაა. ჯიპზე ვგიჟდები. თანაც - მოსკოვის ქუჩებში ჯიპით უფრო ადვილად დავდივარ.
- იმიჯი ხომ არ შეიცვალე? - არა. ძველებურად მუქი და გრძელი თმა მაქვს.
|
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ |
ნანახია: 1264 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|