ულამაზესი 24 წლის მსახიობი მეგან ფოქსი Allure - ს ივნისის თვის ნომრის გარეკანზე
მისი შიშველი სურათის შესახებ, რომელიც დაფიქსირბული იქნა ფილმ Passion Play - ს გადაღებებისას: "რომ ვიცოდე ვინ გადაიღო ეს სურათი, მე პირადად მივაყენებდი მას ზიანს, ფიზიკურ ზიანს, - მე არ ვარ რაიმე რეალითი შოუს ვარსკვლავი, რომელიც პოზიორობს პაპარაცისთვის და უნდა, რომ ყოველ წამს გადაუღონ სურათები. მე ჩემს სამსახურში ვარ, ვცდილობ ვითამაშო ჩემი გმირი და ვცდილობ ვიყო სერიოზული, და აი რა ხდება ამ დროს. ეს მე საშინლად მაბრაზებს."
პლასტიკური ქირურგიის შესახებ: "მე მოვუწოდებდი ნებისმიერს, რომ პირველ რიგში თერაპევტს დაელაპარაკოს, რომ გაარკვიოს საიდან მოდის ეს სურვილი, რადგან ძალიან ბევრ შემთხვევაში, ეს არ არის დაკავშირებული თქვენს კბილებთან, ცხვირთან ან ნიკაპთან - ოპერაციამ შეიძლება ვერ შეამსუბუქოს თქვენი დაუცველობა. ამის შემდეგ, თუ თქვენ იგრძნობთ, რომ ეს არის რაღაც რისი გაკეთებაც გსურთ, მაშინ უბრალოდ გააკეთეთ ეს. გასაოცარია, რომ გვაქვს ტექნიკა იმის გასაკეთებლად რასაც ვაკეთებთ."
ღონისძიებებისგან თავის არიდების შესახებ: ვერ ვიტან კომპლიმენტების მიღებას. ვერ ვიტან როდესაც მეუბნებიან, რომ ნიჭიერი ვარ ან ხალხს ჰგონია, რომ კინოვარსკვლავი გავხდები. ყოველთვის ვგრძნობ, რომ ეს ძალდატანებითი და ყალბია."