მძლეოსანი.
მძლეოსანი ვარ.მე ვარ სტაერი და მარათონიო ჩემი ცხოვრების არის ნაკრები გადარბენათა მოულოდნელი მიმართულების.
დრო ჩართულია,და მეც მივქრივარ მავანთა შორის დროის წამებით, დრო და დრო წამით და ისიც ძილში ვივსები შენი სულის ნათელით.
და თითო ყლუპი მისი შესუნთქვა, მავსებს სალბუნით ყველა იარის. არ შევჩერდები რადგან მიზანი ჩემი მისიის უსასრულ არის.
მე სიყვარული თუ გადამარჩენს ცას რომ შემამთხვევს სწორედ ისეთი, სწორედ ისეთი საოცნებარი რომ გააოცოს მთელი ხმელეთი.
...ხვალ ფინალია,დღე საოცნებო უკანასკნელი ფინიშის კვეთის, გადაიჭრება როცა სარტყელი მაშორებელი ორის და ერთის.
...მიეგებება მავანს მავანი და ის რაც არის შემოგვადნება, ახალი ცა და ახალი მიწა ღვთის სადიდებელად გადაგვეხსნება.
|