♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 9 » მარადიული გრძნობა...
8:07 PM
მარადიული გრძნობა...

მას მუდამ ბევრი მეგობრები ყავდა, მუდამ მომღიმარი ადამიანი იყო, მაგრამ ერთმა ამბავმა სამუდამოდ დააკარგვინა ღიმილის სურვილი.
სიკვდილი, სიკვდილი ეს ისეთი რამეა, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს და რიდი ქონდეს, რადგან არასოდეს არავინ არ ვიცით როდის ვის მოაკითხავს. სიკვდილი როცა მოდის ყოველთვის ღმერთის გამოგზავნილია? არ ვიცი ნელ ნელა მიჭირდა ამის დაჯერება, როდესაც ჩუმათ აცრემლებულ გოგონას ვუყურებდი . . .
ერთი პერიოდი ჩვენი ქვეყანა სიკვდილიანობამ მოიცვა. ცუდად ატეხილი ბავშვები ერთმანეთს ხოცავდნენ, ჩემი ახლობელი არავინ დაღუპულა, მაგრამ ის პერიოდი დღემდე გულში მაქვს დარჩენილი, მითუმეტეს ერთი მკვლელობა :
ქუჩაში, ქალაქის ცენტრში, ორმა ბიჭმა 1 ტყვიით მოკლა თექვსმეტ წლამდე ბიჭი. არავინ არაფერი იცოდა. იყო მხოლოდ გაციებული ქერა ცისფერ თვალება მომღიმარი ბიჭი, შავბნელი ქუჩა და მე საოცრად ცუდი შეგრძნებით. მე არაფერი მაკავშირებდა იმ ადამიანთან, მაგრამ რაღაც ცუდი წინათგრძნობა მქონდა, და როდესაც ამ ბიჭის ამბავი გავიგე, ცრემლებით ამევსო თვალები. საშინელი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაცა ჩამწყდა.
ტელევიზორში აჩვენეს დაღუპული ბიჭის მეგობრები თუ ოჯახის წევრები, საშინელი დასანახი იყო, მისი ერთი მეგობარი მიწაზე მუხლებით იდგა და ტიროდა. ეს ყველაფერი გამოსაჩენი იყო, მაგრამ სადღაც იქ, კუთხეში იჯდა გოგონა, იჯდა და უაზრო სახიდან მოსდიოდა ცრემლები, ყველაზე მეტად მან განიცადა ამ ადამიანის სიკვდილი.
გავიდა წლები, და კიდევ მრავალი ახალგაზრდის მკვლელობა მოყვა ამ წლებს, მაგრამ ამაზე მტკივნეული არცერთი არ მახსოვს.
ახლა უკვე ძალიან ბევრი დრო გავიდა იმ მკვლელობიდან.
მე არ ვიცი რატომ გამახსენდა ეს მკვლელობა, მაგრამ რაღაც ცუდი შეგრძნება მაქვს. ახლა 25 წლის ვარ მაშინ 13 წლის ვიყავი, პატარა მგრძნობიარე გოგონა. ერთ თვეში უნდა გავთხოვდე, მაგრამ არ მინდა. უცბათ მობილური რეკავს, მე ავიღე და შევიტყვე ამბავი, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. უფრო სწორედ ფანჯრის რაფაზე დაეცა უამრავი ცრემლი, ვერ გავჩერდებოდი უბრალოდ არ შემეძლო. გამახსენდა იმ ადამიანის ბავშური სახე, ოდესღაც როგორ ვოცნებობდი მის მოფერებაზე. რამდენი ცრემლი წაუღია მას ჩემგან.
ერთ საათში ჩემი სახლის კარზე ზარის ხმა გაისმა, გავაღე კარი და ჩემი საქმრო იდგა. ჩამეხუტა, მე ის ძალიან მიყვარდა იმ წამამდე.
ლოგინის აქეთა მხარეს მე ვიჯექი, მეორე მხარეს კი დათო.
მან შემთხვევით, სრულიად შემთხვევით მოკლა ნიკუშა, ჩემი ბავშობა, ჩემი ცხოვრება თან წაიღო.
მე არაფერს აღარ ვაკეთებდი, იყო მხოლოდ ცივი შავ თმიანი ბიჭი, თაფლისფერი თვალებით და საყვარელი ლოყებით, სისხლის გუბეში იწვა, ისეთივე ბავშური სახით როგორიც ათი წლის წინ ქონდა. . .
მე ვიჯექი იქვე კუთხეში და ვტიროდი, არავის არ ეგონა, რომ ნიკუშას სიკვდილი ჩემთვის ასეთი მტკივნეული იქნებოდა. მე ვიცოდი, ვიცოდი, რომ ეს ატეხილი ადმაიანი რამეს აუტეხავდა თავს. დათო იჯდა, იჯდა ლოგინის მეორე მხარეს და ლაპარაკობდა, მომიყვა წლების წინ მომხდარი მკვლელობის ამბავი. ის ქერა ბიჭი, სისხლის გუბეში, კუთხეში გოგონა, ეს ყველაფერი ნიკუშას ატეხილობის ბრალი იყო.
ქერა ბიჭი დათოს ძმაკაცი იყო, ნიკუშამ მოკლა ქერა ბიჭი, ნიკუშა ჩემი ბავშობა იყო. და თუ ჩემი ბავშობა არ იარსებებდა არც მე ვიარსებებდი.

გავიდა ორმოცი დღე ნიკუშას სიკვდილიდან, მე მივედი ნიკუშას საფლავზე. ჯერ ერთი, მერე მეორე და ასე შეუერთდა ჩემი ცრემლები ნიკუშას საფლავს. უეცრად გვერდზე გავიხედე და დავინახე, მაღალი ხუჭუჭა გოგო, ისიც ჩემნაირად ტიროდა. მე მას მივუახლოვდი, საფლავს წვრილი ოქროსფერი ასოებით ეწერა ლევანი. და პატარა სურათი, ქერა მომღიმარი ბიჭი იცქირებოდა იქიდან. მე ჩავიკეცე, ხუჭუჭა გოგონა მომიახლოვდა და გაკვირვებული სახით მიყურებდა.
ესე მეორდებოდა კიდევ ათი წელი, ყოველდღე სასაფლაოზე, ერთმანეთის გვერდზე მდებარე სასაფლაოზე ვიჯექით მე და ის, ვუყურებდით ერთმანეთს და თვალებით ვუთანაგრძნობდით.
ერთხელაც მივედი:
- მე მესმის თქვენი, მთლიანად მესმის თქვენი . . .
- ვიცი, რომ გესმით.
- ამ ცხოვრებამ მე და თქვენ ერთ გზაზე წამოგვიყვანა
- დიახ აფსოლიტურად გეთანხმებით
ეს ხუჭუჭა ქალი ის გოგო იყო, კუთხეში უაზრო სახით. მე კიდე ის გოგო ვიყავი აცრემლებული სისხლიან გაციებულ საყვარელ სახესთან.
ახლა უკვე მარტო ხუჭუჭა ქალი მიდიოდა სასაფლაოებთან. ოღონდ უკვე სამ საფლავთან.
სამი საფლავი ერთმანეთის გვერდზე, წვრილი ასოებით, ნიკუშა, ლევანი და თეკო.
მე ვეღარ მივიდოდი სასაფლაოსთან, რადგან ვერ გამოვდექი ისეთი ძლიერი როგორიც ის ხუჭუჭა გოგო.
ერთხელ ხუჭუჭა გოგონას კიდევ ერთი ცხარე ცრემლი გადმოდინდა თვალებიდან, როდესაც ნიკუშას საფლავზე ვენებ გადაჭრილი ჩემი გვამი იპოვა.
მე აღარ ვტიროდი, რადგან აღარ მედგა თვალწინ ცივი სახე. . .

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1037 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-05, 1:38 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024