მაისის თქეში.
შენ ისევ ის ხარ და არაფერი შენში არ არის ჩემო შეცვლილი, ისევ ის მზერა,ისევ ის სევდა და სიყვარულის კვლავ ის გზავნილი.
დრო დაშამათდა შენთან ჭიდილში და იღიარა რომ უძლურია, ო, არავისში,არსად, არასდროს, მარადს ასე არ უხმაურია.
ჩატვირთულია მომავლის გვერდი და განთიადით ივსება დილა, მე შენით ვხდები მიზანზე მეტი ის რაც სიცოცხლემ ვერ გადასილა.
ზეცა უშენოდ ვერ გადმოხდება არც გაიშლება მაისის ვარდი, გიხსნი და გელი შენ ერთად ერთო თუ მიმღე და თუ შეგიყვარდი.
|