მაინც ვინა ხარ ნეტავ ასეთი
შენ განაცვალო მთელი სამყარო,
სადარებელთა უდარებელი,
უღვთო განსაცდელს არ გადამყარო.
ცა ცისას იტყვის,მიწა მიწისას,
ყველაფერს თავის წესი განწონის,
მაგრამ საფიცარ თვალების სიბრძნეს,
ნეტავ ამ ქვეყნად რა გადაწონის.
მე მჯერა შენი, როგორც არავის
და უშენობა ვიცი გამიტანს,
არ მემეტება არც ერთი წუთი,
უშენოდ, გინდაც ცად თუ ამიყვანს.
...არ აქვს სიყვარულს არც რა სახელი
ისე წმინდა და ისე... ღმერთია,
როგორც მაისში ყაყაჩოები, ამ ქვეყანაზე ერთად ერთია.
|