ლოცვა და ვედრება საწუთროს ხეთქება, ჩვენ ისევ გადავრჩით და ისევ გრძელდება... განწირულ ხომალდსე ვნებების ხელება, მორევში ტრიალით წარწყმედის თანხლებით, ერთ ჰანგზე ბრუნვა და სულების რიალი. ორკესტრის შეშლილი მაესტროს აღტკინება, -,,მერწმუნეთ ყოველი ბრწყინვალედ იქნება’’. რადგანაც სამყარომ ძინება ინება, ვით ძილისპირული:იქნება,იქნებაა იქნებააა,იქნებაააა...
|