ქვეყნის ცოდვით მწუხარე როცა ტირის ბუნება, თუ ცრემლი სდის მდუღარე ვეღარ უძლებს ცდუნება; თუ ვერ დახსნა სევდა გულს ნურვინ დაემდურება! ჩვენთვის მხოლოდ კარგი სურს, განა უბედურება!!!
გულთა ელამ ყურება! სულთა დაძაბუნება!- ტირის, წვალობს ბუნება ჩვენ კი არ გვეყურება...