ქალი - კი არა,ფერია ხარ ქალად ნაქარგი, ხარ სილამაზე, სალვადორე-ს ფუნჯით ნახატი,
ქალი - კი არა,ცდუნება ხარ ამქვეყნიური, ხარ ოკიანე, ტალღის ფსკერზე ამოხეთქილი- ოხ ეს თვალები შენი ტრფობით გადაფეთქილი.
ქალი - კი არა,გუმბათიხარ ღვთისგან ნაგები, ხარ სალოცავი, წმინდა ხატთან ჩოქვით ნაფერი.
ქალი - კი არა,ნოტები ხარ აჟღერებული, მთვარის სონატა, ბეთჰოვენის მუზად ნაქები.
ქალი - კი არა,პიესახარ ჩემთვის ნაწერი, ხარ ბაირონის სტრიქონებში კალმით ნაფერი.
ქალი - კი არა,პლანეტახარ მზეთი გამთბარი, ხარ სიმფონია, მარცვალ მარცვალ ლექსში ჩამდნარი.
ქალი - კი არა,ფერია ხარ ქალად ნაქარგი...
|