♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 25 » კესო-24 ნაწილი
12:57 PM
კესო-24 ნაწილი


არასოდეს გამხარებია ასე რამე, ავად ვიყავი და ჩემ წინ ის ადამიანი დავინახე, რომლის დანახვაც ყველაზე მეტად მინდოდა.გოჩას ვეხუტებოდი, ვერ მიშორებდა, თუმცა არც უცდია ჩემი მოშორება. ბოლოს გული ვიჯერე ჩახუტებით და ლოგინში დავბრუნდი. გოჩა ლოგინთან მდგარ სკამზე დაჯდა და გამიღიმა.
-როდის გაცივდი ქალბატონო?!
-არ ვიცი...მემგონი გუშინ....
-წვიმაში დაბოდიალებდი გარეთ?!
-როგორ მიხვდი.
გოჩამ პირი გააღო უნდოდა ეთქვა: როგორ და ჩემი შვილი ხარ და მგავხარო, მაგრამ სასწრაფოდ დამუწა, ისე, რომ კესოს ვრე შეემჩნია, მაგრამ მის მახვილ თვალს მაინც არაფერი გამოპარვია.
-რას ამბობდი?!
-არაფერს....
-არა ამბობდი რაღაცას...
-ხო, იმას ვამბობდი, რომ თავს უნდა გაუფრთხილდე და წვიმაშ არ იწოწიალო....
-სწორი ხარ...კესომ სალომეს დაუძახა შემოდი ჩემს დამრიგებელს გაგცნობო. სალომე ოთახში შევიდა, სახეზე ფერი არ ედო.
-კარგათ ხარ ნათლი...?
-კი ჩემი ლამაზი....
-მინდოდა გოჩა გამეცნო შენთვის, ჩემი გმირი....
"გმირი?" ყურებს არ უჯერებდა სალომე. რა თქვა?;'1 გმირიო?! უკვე მოუსწრია კესოს გულის მოგება...
-ჩემი დამრიგებელი,ჩემი საყვარელი მასწავლებელი....ჩემი დამხმარე...
"რამდენი წოდება მიუნიჭებია უკვე მისთვის, ყველაფერს ეძახის მამის გარდა"....ფიქრობდა და თან კესოს ტიკ-ტიკს უსმენა.
-ყველაფერში მეხმარება, სულ გვერდში მიდგას,ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილასაა...ჩემი მფარველი ანგელოზია, ნამდვილი სასწაულია... ამ ყველაფერს ისე აღბრთივანებით ყვებოდა, ისეთი დიდი სიყვარულით და პატივის ცემით, გოჩამ იფიქრა ახლა , რომ ვუთხრა მამაშენი ვართქო, არაფერს იტყვის უბრალოდ ჩამეხუტება და სიხარულისგან მეცხრე ცაზე იქნებაო.
-კესო...-შეაწყვეტინა უეცრად გოჩამ.
-რა?!
სხვა რარაცის თქმა სურდა , მაგრამ გამბედაობა ვერ მოიკრიბა და გადააკეთა:
-გეყოფა ჩემი ქება, გადაირია სალომე....
-არა! არა! სიმართლე უნდა იცოდეს!
სალომე ადგილზე გაშრა, რა სიმართლეზე ლაპრაკობსო....
-სიმართლე?! რა სიმართლე?|!
ზარია.
-დედა მოვიდა! წამოიყვირა სიხარულით კესომ.-როგორც იქნა ერთმანეთს გაგაცნობთ!
სალომემ და გოჩამ ერთმანეთს გადახედეს. კესოს არც ეს გამოპარვია.
-გააღებ?1-იკიტხა გოგონამ.
-ხო....სალომე ზანთი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ, თითქოს დრპს წელავდა, ოღონდ თვითონაც არ იცოდა ამითი რას მოიგებდა. კარები გააღო და გული გაუსკდა.....
-გოჩა ესენი მეე?! მიუთოთა კესომ ფუმფულა სათამაშოსა და "ბამბანერკაზე".
გოჩას გაეცინა. ~
-შენ აბა, სხვას ვის?!
-მაშინ მომაწიდე შოკოლადი, გავხსნათ და მნამ-მნამ....ენიტ აილოკა გოგონამ ტიჩები.
-გასუქების არ გეშინია?!
-არა. სულ არა! ჩემებს ისეთი ვეყვარები , როგორიც ვიქნები და სხვისი არ ვიცი!-სიამაყით განაცხადა და შოკოლადით ჩაიტკბარუნა პირი.-შენც აიღე....
-მოიტა! გოჩას გაეცინა და მანაც დააგემოვნა ნუგბარი.
ოთახის კარები გააღო. ჯერ სალო შევიდა და გოჩას უთხრა მე შენს ადგილას ფანჯრუდან გადავხტებდიო, მერე კი კარებიდან გაიწია და ოთახში ხელი-ხელ ჩაკიდებული ანა და მამუკა შემოუშვა.
ალბად არ აიხსნება სიტყვებით, მაშინ რა იგრძნო გოჩამ...ხშირად უფიქრია რას იზავდა ანასთან შეხვედრისას....ტკიოდა...უხაროდა...იწვოდა....სიხარულისგან თავბრუი ეხვეოდა , ანას ხედავდა, მაგრამ მასში ცხოველს აღვიძებდა ის ფაქტი, რომ მის გვერძე მამაკაცს ხედავდა, რომელიც ბედავდა და გოჩას ანას ეხებოდა. ოდნავ წინ წაიწია, მამუკასკენ , მაგრამ თავი შეიკავა....მუშტი მომუჭა და ცადა დაწყნარებულიყო, სალუთარ თავს უმეორებდა :ვითომ არ არ არის, ვითომ არ არსებობს, ვითომ ვერ ვხედავ..."
კესომ შეამჩნია, რომ გოჩას ძარღვი დაეჭიმა კისერზე....
-რაშია საქმე ნეტა?!.....
ოთხში შესულ ანას მოულოდნელი სტუმარი დახვდა წარსულიდან მოსული. შეხედა თუ არა იცნო და ადგილს მიეყინა, ღიმილი რომელიც კესოსთვის უნდა ეჩუქებინა სახეზე შეაცივდა, მერ კი თითქოს სახეში გაარტყესო ისეთი სახე მიიღო. ყველაფერს ელოდა, მაგრამ გოჩას გამოჩენას არა...აი, წარსულიდან მოსული დემონი მოვიდა, რომელსაც ასე უყვრადა...წარსულიდან აწმყოში ეწვია ის ვის დავიწყებასაც 13 წელი ცდილობდა და არ გამოდიოდა...მისი შვილის მამა იდგა ანას წეინაშე და თვალებში შესცქეროდა. ანა თვალს ვერ აშორებდა გოჩას, დუმდა, არ იცოდა რა ეთქვა....გოჩაც დუმდა.... ან რა უნდა ეტქვა, ზოგჯერ უმილი მეტს ამბობს ვიდრე სიტყვები...
არასოდეს უფიქრია ანას რას იზავდა, ან რას იგრძნობდა კვლავ თუ ნახავდა გოჩას., არ ეგოინა თუ გული ისე აუჩქარდებოდა , რომ შეეშინდებოდა არ ამვორდესო...არ ეგონა თუ კანკალს დაიწყებდნენ ფეხები. ხელები გაუცივდებოდა და ერთხე იფიქრებდა: მოდი და ჩამეხუტე გოჩა, იქნებ გაპატიო.........
რას ნიშნავს ცხოვრებას გინათებდეს მზის სხივი?! ნიშნავს გვერდში გყავდეს ის ვინც გიყვარს...ანა არასდროს ყოლია გვერდში გოჩას და უჭირდა მზის სხივების განათების გარეშე გზის გაკვლევა გოჩას, მაგრამ ახერხებდა რადგა იცოდა, ყოველი სიბნელე სინათლით მთავრდება, და ეს სინათლე ანა იქნებოდა. აი დგას მის წინაშე და არცერთმა იცის რა ქნან, იქნებ სიტყვა მაინც ეთქვა ვინმეს...
მამუკა ხან ერთს გახედავდა ხან მეორეს....
ანა აღარაფერზე ფიქრობდა, არც იმაზე , რომ არ სურდა გოჩაზე რამე ცოდნოდა კესოს, არც იმაზე რომ გოჩა ძულდა, არაფერზე, უბრალოდ დრო გაჩერდა ცოტა ხნით და ელოდება მათ....
მამუკა ვერ ბედავდა რამე ეთქვა, სალომე არც კი არსებობდა, კესო ყველაფრეს ხვდებოდა და თავს ეუბნებოდა: "ვინ იფიქრებდა...ვინ?!"
ანამ მამუკას ხელი გაუშვა .... წინ წაიწია და გოჩას ნელა მიუახლვოვდა...
-დაბრუნდი?!-წაიჩურჩულა....
გოჩას არ ჯეროდა , რომ ანა მის წინ იდგა, ღმერთო , მისი ხმა ესმოდა, ყურებს ვერ უჯერებდა. ხელი გასწია მისკენ, ლოყაზე შეეხო, მოეფერა..ეხებოდა, ეხებოდა ანას ნაზ სახეს, ნაზ კან. თითი გადაუსვა მის ტუჩებს, როგორ მოვითმინო?! როგორ?1 როგორ არ ვაკოცო?!
ანას ცისფერი თველები შეცქეროდნენ გოჩას და გოჩა ხვდებოდა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი კაცი იყო....არ აინტერესებდა რას იტყოდა მამუკა, რა ძალით დარტყავდა ანა, რას იფიქრებდა კესო და სალომეზე ხომ ხულ არ ქონდა დარდი. ვეღარ ოითმინდა , ანა თავისკენ მიიზიდა და აკოცა.
ანამ არ იცოდა რა ექნა....თვალები დახუჭა და ცრემლები წამოუვიდა...
რამდენი წუთი ავიდა?! ან იქნებ უბრალოდ წამებმა გაირბინა..ხომ შეიძლება დრო უბრალოდ გაჩერდა და დელოდა გოჩას და ანას...
არავის ხმა არ ესმოდა, უბრალოდ მარტო იყვნენ, თითქპს ყველა და ყველაფერი გაქრა და დარჩნენ მარტო ისინი....
-მიყვარხარ....-გაიგონა ანამ.-მენატრებოდი...გნატრობდი..ვგიჟდები....ჭკუიდან შევიშლები....
ანა გრძნობდა როგორ ეხვეოდა გოჩა, წასვლა სურდა მაგრამ ვერ მიდიოდა, ენას ვერ იდგამდა, გაშვებას ვერ თხოვდა...
გოჩა ანას ნაზი სუნამოს სურელს გრძნობდა და უფრო მაგრად იხუტებდა გულთან.
-მიყვარხარ....
-ანა! იყვირა სალომემ....
მისმა ხმამ ანა რეალბას დაუბრუნა, გოჩა თავიან მოიშორა და უკან გახტა. მობრუნდა და მამუკა ვერსად დაინახა.
-მამუკა?!
-წავიდა....
-რა ვქნა?!
-აქ რას უდგახარ?! გაეკიდე და არ გაუშვა!
ანა გაიქცა.
-სალომე.... გოჩამ სალომეს თავლებში ჩახედა.
-რატომ გააკეთე ეს?!
-რა?!
-რატომ უთხარი რომ დადევნებოდა?!
-გოჩა! ნუთუ არ გესმის! ანას ბედნიერების უფლება აქვს! და უფლება რომც არ ქონდეს, უბრალოდ უმსახურებს! შენ ასე არ ფიქრობ?!
-მაგრამ....
-მაგრამ რა'?!
-მე...
-შენ?!
-მე....
-ვიცი! შენ ანა გიყვარს"!!!!!
გოჩა დუმდა, თვალი აარიდა სალომეს.
-ვიცი! ვიიც რომ გიყვარს! ძალიან გიყვარს! ვიცი! განა არ ვიცი! მაბრამ დაფიქრდი! შესაძლებელია თქვენი ერთად ყოფნა?! გაანძრიე ამხელა კაცმა ტვინი! უთხრა და ოთახიდან გაიქცა.....
-გოჩა?!
გოცამ დაბნეულ კესოს გახედა....
-რა დაგიძახო?! მამა?!..........




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1308 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-05, 1:43 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024