♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 1 » კედელზე მინაწერები
9:21 AM
კედელზე მინაწერები


მოღრუბლული დღე იყო.წვიმას აპირებდა.ქუჩაში გავედი.გაჩერებისკენ მივდიოდი,გაურკვეველ ფიქრებში გართული.ცეკვაზე მეჩქარებოდა.\"მარშუტკა\"მალე მოვიდა. ერთი ადგილი იყო თავისუფალი.გამიმართლა... ჩემს წინ შეყვარებულები ისხდნენ.გაურკვეველი ფიქრებიც გარკვეული გახდა. რა თბილი და თავბრუდამხვევია შეყვარებულთა სამყარო.მათთმა თბილმა ფუსფუსმა ჩამითრია...მათ მომაჯადოებელ ნისლში გავეხვიე და გავბრუვდი...ვფიქრობდი ჩემთვის ჯერ გაურკვეველ და უცნაურ გრძნობაზე.მათ შემყურეს ცნობისმოყვარეობის გრძნობა გამიმძაფრდა.მინდოდა მათ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვის ამოტვიფრა ჩემი გულის თეთრ ფიცარზე...ვუსმენდი ...მოვგზაურობდი მათ სიტყვათა სამყაროში...ჰმ! რა მდიდარია ამ დროს სიტყვათა სამყარო... რა მდიდარი!
-ლუკა ძვირფასო!
-რა იყო ჩემო პატარა?
-არა...არაფერი!
-მითხარი სიხარულო,რისი თქმა გინდოდა?
-ბედნიერი ვარ!
-მეც...
\"სტოპ\"!არა...გამიგია ჩვენს მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა კოსმოსში მიდის და იქ ინახება.შემდეგ კი მის მიხედვით ჩვენი მომავალი იწერება.მათ არ უნდა ეთქვათ ეს სიტყვა... არ უნდა ეთქვათ სიტყვა\"ბედნიერი\" (ის წამიერ სიამოვნებას ნიშნავს).მაგრამ თქვეს...
-..!
-გისმენ საყვარელო!
-გიყვარვარ?
-სულზე მეტად...
-მეც!
ლუკამ ფანჯარაში გაიხედა და მძიმედ ამოისუნთქა...სიჩუმე...
-qet ...გამიმართლა შენ რომ შეგხვდი!
-მეც ლუკა!
-qet შენ კარგი ადამიანი ხარ!
-მადლობ ლუკა!
-qet...იცოდე ჩვენ სულ ერთად ვიქნებით!
-ვიცი სიცოცხლე!
-qet ჩვენ ერთად ვიქნებით!
-ლუკა რა დაგემართა?
-მეშინია...ძალიან მეშინია!
რისი სიცოცხლე!
-ბედნიერების...
არ ვიცი.ბევრი ვიფიქრე,მიუხედავად იმისა რომ დრო ცოტა იყო!მსგავსი რამ პირველად მოვისმინე!ბევრი ისტორია გამიგონია,ასეთი კი არა.
-ნუ გეშინია...ჩვენ სამუდამოდ ბედნიერები ვიქნებით!
-კარგი qet!.. მე მჯერა შენი!..
წყვილი გაჩუმდა...ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა...მოვიდა მათი ჩასვლის დროც. გული დამწყდა,მათ რომ ვშორდებოდი...მაგრამ...ფიქრებში გავერთე...ტვინს მიღრღნიდა ლუკას მიერ წარმოთქმული სიტყვები:\"ბედნიერების მეშინია,qet!\", ვერ ვხვდები!... უცებ გულის ტკივილმა გამომაფხიზლა...არ მიგვრძნია,რომ \"მარშუტკა\"ერთ ადგილას იდგა...მახლობლად ხალხს თავი მოეყარა...ცნობისმოყვარეობით ამევსო მთელი არსება... მანქანიდან ჩავვარდი...ხალხმა არ შემიშვა\"პატარა ხარ და ამის ნახვა არ შეიძლება შენთვის\"ო. გული დამწყდა,უკან გამოვბრუნდი!
\"სტოპ\"!უეცრად ბიჭის ხმა მომესმა!
-რატომ?...ღმერთო რატომ?...qet ა,ცოცხალი ხარ?...qetiiiiiiiiii!
არა... qeti ცოცხალი აღარ იყო!ვერ უშველეს... ანგელოზებმა წაიყვანეს ცაში! ლუკა?... არ ვიცი! მე ჩემ \"მარშუტკაში\"ავედი!ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა...სულს ვერ ვითქვამდი...ხმის ამოღება არ შემეძლო! ხალხი დაიშალა და ყველა ცხოვრების რიტმში ჩაება,მათ შორის მეც!ფიქრები ამერია... უცნაური აზრები შემოიჭრა ჩემს არსებაში... რა საშინელებაა,როცა ადამიანი წინასწარ გრძნობს უბედურებას!...არა,არ ვიცი!მე ვერ გავუგე ამ ცხოვრებას! ბედნიერებს რატომ უღობავს გზას?... რა არის მისი მთავარი მიზანი?...არ ვიცი! ჯერ პატარა ვარ... ალბათ მოვა დრო და ცხოვრება თვითონ გამცემს ამ კითხვებზე პასუხს...იმედი მაქვს მოვა!
და აი, მეც მოვედი ცეკვაზე.ერთი პატარა,ძველი ქუჩა მქონდა გასავლელი!ირგვლივ დანგრეული შენობების მუზეუმი იყო!შემოდგომის ცივი დღე იყო და ყვითელ ფოთლებს დაეფარა გზა.ერთ ჩამონგრეულ კედელს მივაშტერდი.ისე\"პროსტა\"...კედელზე დიდი ასოებით წარწერა შევნიშნე\"მე შენ მიყვარხარ qeti!\"... ამ სიტყვებზე დავიბენი,გაკვირვებული შევყურებდი კედელს...ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვხედავდი...ყვირილი მინდოდა მაგრამ ძალა არ მყოფნიდა...ჩემ პატარა გულში ომი იბადებოდა უსამართლობის წინააღმდეგ... ყვირილი მინდოდა:რა ნეტარებაა ადამიანი თავის სიყვარულს ასე აფრქვევდეს ირგვლივ და მას ბუნება არ უფასებდეს...უსამრთლობის საკანია...საკანი!
უეცრად მანქანის სიგნალმა გამომაფხიზლა...დაბნეულმა და შეშინებულმა შევხედე მანქანის მძღოლს... შემოვბრუნდი,კიდევ ერთხელ შევავლე თვალი წარწერას...ღრმად ამოვისუნთქე... ჩქარი ნაბიჯით შევედი შენობაში...შევაღე დარბაზის კარი.მუსიკამ დაიპყრო უეცრად ჩემი არსება...მუსიკამ გამიფანტა განცდილი ტკივილი და პასუხ გაუცემელი კითხვები...დამავიწყდა ყველაფერი...მხოლოდ ერთი რამ სამუდამოდ ამოიტვიფრა ჩემი გულის თეთრ ფიცარზე დიდი ასოებით მინაწერი:\"მე შენ მიყვარხარ ,qeti!\




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1030 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 11:16 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024