მთავარი » 2010 » მაისი » 13 » გაზაფხულმა მოიტანა სევდა..
0:04 AM გაზაფხულმა მოიტანა სევდა.. |
წვიმა იწყებოდა.. ქარს ნელ–ნელა მოჰქონდა ჩემი აივნისკენ იასამნის ნაზი სურნელი. ნელ–ნელა წვიმაც იმატებდა და მძიმედ ეცემოდა ფოთლებით დაფარულ გზაზე..ცაზე ფერადი ელვა ლამაზად იკლაკნებოდა.. ბავშვების ჟრიამულით გაყრუებული ქუჩები იდუმალ სიჩუმეს შეეცვალა.. ჩიტები ჯერ კიდევ მსუბუქად დაფრინავდნენ ცაში.. წვიმა კიდევ უფრო გაძლიერდა.. ჩიტებიც ნელ–ნელა თავიანთ ბუდეებს დაუბრუნდნენ. მე აივანზე ვიჯექი და ვუყურებდი როგორ ასველებდა წვიმა მწვანე ბოთლებს და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა საოცრება იყო ეს ყველაფერი.. ვფიქრობდი იმაზე რომ ამ ყველაფრით ღმერთი გველაპარაკებოდა ჩვენ.. ჩვენ მის შვილებს განა ეს საოცრება არ არის?! განა საოცრება არ არის ყოველ დილას ჩიტების ჟღურტული რომ ჩაგვესმის? წვიმა, თუნდაც ეს წვიმა.. საოცარია ცხოვრება.. მაგრამ ადამიანმა იმაზე უნდა იზრუნოს რომ ამ ქვეყნიდან წასულს დარჩეს სახელი.. დიდი ადამიანის სახელი.. ამ ფიქრებში გართულს უცებ ტელეფონის ზარი მომესმა სახლში შევედი და ვუპასუხე
– გისმენთ! –ნუცა შენ ხარ? –კი რომელი ხარ? –ვაკო ვარ შენი დაქალის ლიზას შეყვარებული – ააა.. და რა ხდება? –ლიზა ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში წევს შენი ნახვა უნდა და მთხოვა შენთვის დამერეკა..
მე ერთი წამით გადავავლე თვალი იმ ფიქრებს და თავში ისეთმა აზრმა გამიელვა რომ სამყაროში ისეთი რაღაცეებიც ხდება რამაც შეიძლება მთელი შენი ცხოვრება საპირისპიროდ შეცვალოს..უცებ ტელეფონი დავაგდე, მივხვდი რომ ფიქრის დრო არ იყო და მთელი სისწრაფით მივრბოდი საავადმყოფოსკენ...როცა მივედი პალატაში შევედი და გაფითრებული ლიზი რომ დავინახე კინაღამ გული წამივიდა.. გამახსენდა ერთად გატარებული თითოეული წუთი.. გამახსენდა როგორ ვერთობოდით ერთად და ცრემლებმა ღაპაღუპით დაიწყეს ცვენა ჩემს გაწითლებულ ლოყებზე..
–ნუცა. . მომესმა ლიზას დასუსტებული ხმა.. –რა იყო ლიზ მე მივედი ლიზას საწოლთან და ნაზად მოვკიდე ხელი მის თითქმის გაყინულ ხელს.. – ხომ იცი რომ შენზე ძვირფასი არასოდეს არავინ მყოლია..?! ამ სიტყვების გაგონებამ ძალიან გამახარა თუმცა ამ სიხარულს არ შეუცვლია ჩემთვის ის დიდი მწუხარება რაც დამდენიმე ხნის წინ გავიგე.. ძლიერად ჩავიკარი გულში და მივხვდი თუ ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვან ადამიანს ვკარგავდი.. ლიზის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი მეგონა მის გარდა ხომ თითქმის არავის ესმოდა ჩემი.. –ნუც ხელი დამადე გულზე გესმის როგორ ჩერდება ნელ–ნელა? –კი მესმის.. და უცებ ტირილი ამიტყდა.. –მე ვტოვებ ამ სამყაროს.. ნუ ტირი ეს ვერაფერს შეცვლის.. მე ტირილს ვერ ვწყვეტდი.. სულ რამდენიმე წამში ლიზა სულ გაიყინა.. მე ვყვიროდი ვეხვეწებოდი არ დამტოვო მეთქი მაგრამ ვისღა ესმოდა ჩემი.. ლიზა უკვე იმქვეყნად მიემგზავრებოდა.. ყვირილზე ვაკო შემოვიდა.. მაშინვე მიხვდა თუ რა ხდებოდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა..ორივენი ვტიროდით ვერ ვიჯერებდით რომ ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანი აღარ არსებობდა.. ლიზას ბოლო სიტყვები ჩამესმოდა ნუ ტირი ეს ვერაფერს შეცვლის...
|
კატეგორია: ♥ისტორია♥ |
ნანახია: 1543 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|