♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 3 » გაზაფხულია
1:19 PM
გაზაფხულია


გაზაფხულია, კეკლუცობს მარტი,
ტიტების ზღვაში ჩაეშვა სევდა,
უშენოდ აპრილის არააქვს აზრი,
და სიყვარულიც ნელ-ნელა ცვდება.

გაზაფხულია, დაეტყო თბილისს
ჭრელი ფერებით ივსება ქუჩა,
ყოველ საღამოს ვარდების ბაღში,
სხვათა სიყვარულს ბოლო არ უჩანს.

გაზაფხულია, თუმც ჩემთან ცივა,
მე კვლავ იანვარს ვეტრფი მცხუნვარეს,
ხანდახან როცა სარკეს ჩავუვლი
შევეფეთები ოდნავ მუქ თვალებს.

წვიმს გაზაფხულზე, წვიმს სიყვარული,
ატმის ყვავილებს დაყვება ქარი,
მტკვრის შესართავთან არაგვისპირას
პაწაწკინტელა ოცნება ყვავის.

გაზაფხულია, მიყვარს მაისი
უზომოდ მიყვარს ვარდების სუნთქვა,
უშენოდ არ აქვს სიცოცხლეს აზრი,
მაგრამ სიყვარულს ბოლო არ უჩანს...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1207 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-04, 2:29 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024