განაოცები უსმენს სამყარო ლურჯი ცხენების გადაჭენებას, და მეც მივქრივარ წვეულთა შორის დანებებული მუზათა ნებას.
მაგრამ თვალები შენი თვალები უღვთო,წყეული,საფიცარები... ყველგან მწვდებიან უხელთებელი, დაუნდობელი ცეცხლის ალებით.
აი გამჩნდა ფინიშის სწორი... მეორე სუნთქვის ბოლო აკორდი და მე მივქრივარ წვეულთა შორის, შენი თვალებით გულ დანაკოდი.
|