ევანჯელინამ სახელი გაითქვა მთავარი როლით სერიალში "დაკარგულები". თუმცა სამუშაოს დამთავრების შემდეგ ევანჯელინა უსაქმოდ ზის. თან ამერიკის შეერთებულ შტატებში მას მუდმივი საცხოვრებელი არც აქვს. "მე ვცხოვრობდი ჰავაის კუნძულებზე, მთელი ის პერიოდი რაც გადაღებები მიმდინარეობდა - ამბობს ლილი. - ახლა კი უსახლკარო დავრჩი. ციგნად გადავიქეცი, რომელიც ყველგან თავისი ჩემოდნით დადის. ამასთან ერთად მე სამსახურიც არ მაქვს. იცით, როდის შევიტყვე ეს პირველად? როდესაც დანტისტთან მივედი, და მან მთხოვა ბლანკში ჩემი სახლის მისამართი და სამუშაო ადგილი ჩამეწერა. მომიწია ორივე კითხვაზე მეპასუხა "არ გამაჩნია". თუმცა მსახიობი გამოტყდა, რომ ეს მდგომარეობა მას სავსებით აკმაყოფილებს, რადგანაც მას უყვარს საცხოვრებელი ადგილების შეცვლა. ამასთან ერთმა "დაკარგულებმა" უფლება მისცა ევანჯელინას ფული შავი დღისთვის გადაენახა. მოკლედ შიმშილი მას ჯერ არ ემუქრება ...............
|