მთავარი » 2010 » მაისი » 19 » დიდი ტაძარი
|
დიდი ტაძარი.იდექი და კართან ტიროდი, ჯვარცმულ იესოს ცოცხალივით ჩუმად ეძინა, მხოლოდ შენს შუბლზე დაიღვარა იგი მირონი, დედა ღვთისმშობელს ფრესკიდან რომ ჩამოედინა.
კეკლუცობაზეც არ იყავი ნაღდად მოვარე, თვალით მკვდარი მზე ჰორიზონტზე გსურდა დაგედნო, მთელი არსებით შემეცოდა ის მათხოვარი- შენი სურნელით გაბრუებულს ხურდა დაებნა.
სინდისის ფართი ვიღაც ბიჭმა გასცა იჯარით, (ალბათ ზოგიერთს თავის სვე-ბედს აწერს იუდა), შემოგხედა და დაწყებული ცალი პირჯვარი, ხმელი პურივით გვერდულად რომ ტაძარს მიუგდო.
მხარზე ირტყამდი მოხდენილად სუნთქვის მათრახებს, შენმა მშვენებამ მოკლე გუმბათს ტანი აყარა და ამის შემდეგ იმ ანგელოზს მე რა ვუთხარი, ჩემი თავი რომ აიღო და შენ შ ე გ ა ყ ვ ა რ ა!
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1203 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|