დაუმალეს ეკლებს ია, ვაჟა ამბობს:არის ცოდო! რად მდუმარებს ეკლესია? არ ვიცოდი... ხერხემალს იტკივებს ღამე, მთვარე - ზეცის თერაპევტი... სიყალბეში უღიმღამოდ მე და ვერდი გადავლახავთ რუბიკონებს, დაასველებს ნამი ისარს... ამურს გააკუბიდონებს და ივნისში ნამაისარს მზეს,თერმომეტრს ჩავახუტებ, ცრემლად ღვაროს ვერცხლისწყალი, რითმა გავანაცარტუტე, შარლ ბოდლერი ვერ ვიცანი.
|