მთავარი » 2010 » მაისი » 14 » დარღვეული დუმილი...
9:10 AM დარღვეული დუმილი... |
ხელი მომეცი, არ გამიშვა,მჭირდები... და უცებ გაქრა მონუსხული თვალები , შეერწყა წყვდიადს ტალღების ხმა , გულმა ფეთქვა შეწყვიტა და ის ის იყო სამუდამო სასუფეველში გადასაბარგებელ ბილეთს იღებდა, მაღვიძარის მონოტონურმა ხმამ გამოაფხიზლა ... ადექი,ადექი ,სიზმარია- შეუძახა თავს ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა და თვალის გახელით განცდილმა ბედნიერებამ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დააბრუნა .
ლოგინზე წამოჯდა, ცივი ოფლით დანამული შუბლი საბნის კიდით შეიმშრალა და ღრმად ჩაისუნთქა დაგუბული ჰაერი... (სიზმარი იყო,სიზმარი გაიფიქრა და კმაყოფილი ღიმილი გამოძერწეს ტუჩებმა ) კივილი მოუნდა ამწუთას ,ბედნიერების და უბედურების ხაზგამყოფი ბგერათა კომბინაცია ,მაგრამ ვერ (არ ) ახერხებს… ბოლოს, როცა საუბარი შეეძლო სულ მთლად ბავშვი იყო, გულღია,უსუსური,ცელქი და გაუჩერებლად მოტლიკინე (მეზობელს შეუსწრო ერთხელ,მეორე მეზობელთან ”დამწუხრებული” სახით ჭორაობისას -”ამან იმდენი იქაქანა თავის დროზე ,სათქმელი რომ არაფერი დარჩა, იმიტომაც დაადუმა გამჩენმაო ” _3 დღე ტიროდა ,უხმოდ და მალულად ,მაგრამ მაინც არ მოინდომა სიმართლის გამხელა )
დღეს დიდი გოგოა , დიდი გეგმებით, დიდი თვალებით და დიდი ტკივილით , რომელიც დღისით მოსვენებას უკარგავს ,ღამით კი ნორმალურად ძილის საშუალებას არ აძლევს .
რამდენჯერ შეეცადა დედა შეემსუბუქებინა მისთვის ყოფა ,ათასგვარი ლიტერატურით მოამარაგა ,საუკეთესო პედაგოგი დაუქირავა ,მაგრამ ვერ დაიყოლია _მე მუნჯების ენას არ ვისწავლი ! დიდი ასოებით დაუწერა და სამზარეულოში გამოუკრა მეორე დღესვე , და ნუ დამაძალებთ გთხოვ (თ) _ გამოუვიდა, მას მერე ყველა ერიდებოდა სახლში ამაზე საუბარს ,თავად კი, თავის დაქნევა-გაქნევით შემოიფარგლა . თუმცა წერდა , ბევრს და ყოველდღე -ოღონდ თავისთვის .
სამზარეულოში გავიდა და მადუღარას ლოდინში აწკრიალებულ ტელეფონს ჩააცქერდა . ტექსტური შეტყობინება იყო ,ნომერი უცნობი (სამეგობროში ყველა გაფრთხილებული ყავს რომ არ დაერეკათ,მხოლოდ ”სმს”-ით ურთიერთობდნენ ,ვიზიტებიც შეიზღუდა , გაკვირვებული სახეების ყურება არ მსურსო ) გულითად მოკითხვას უთვლიდა უცნობი და აღფრთოვანებას ვერ მალავდა მისი თვალების უძირო სილამაზით , გაეღიმა , სახემ კმაყოფილება აირეკლა ,იგრძნო რომ ქალია , საპასუხო მადლობაც არ დაამადლა... და აი, ვირტუალურ-ქსელური ნაცნობობაც შედგა.
როგორ გათენდა არ ახსოვს , ჩიტების მოურიდებელმა ჟრიამულმა გამოარკვია და ფარდის მიღმა დანახულმა დილის ფრაგმენტმა, ისედაც ამაღლებული განწყობა განუახლა .5 წლის მანძილზე პირველად შეეგება აისს ,პირველად იკონტაქტა მთელი ღამე სრულიად უცხო ადამიანთან და პირველად ვერ ნახა ასე შესისხლხორცებული კოშმარული სიზმარი... ბედნიერია.
დღეებმა თვეები ჩაანაცვლეს , სიხარულმა წარსულის მწარე მოგონებები და სულში განგაშის ზარებს რეკენ . აზრები ერთად მოგროვილან და ევაკუაციისთვის მზადყოფნა ემჩნევათ ფრაზებსაც . ფიქრები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ ... მხოლოდ გული დგას ამაყად და მედიდურად , როგორც ბორტის მეთაური_ ბოლომდე დარჩება და ამ ამოუცნობ შტორმთან ერთად ჩაიძირება გრძნობებში...
ნათელი დღეა დღეს . სახლიდან გასვლის წინ ყველა ფურცელი დახია და უჩვეულო ხალისით ჩაირბინა ოთხი სართული .სადარბაზოსთან მეზობლის ლოყებაწითლებულ მარიტას პირველად გაუღიმა და ნელი ნაბიჯით გააგრძელა გზა . ფეხით ამჯობინა წასვლა , ღიმილით მიაქნევს ჩანთას და გულში მოსალოდნელ მონოლოგს იმეორებს , დაბნეულია ... ყვავილებში ჩაზირული ეზო ხალხის სიმწირეს განიცდის, თავშალი მოიხვია და იქვე სიმწვანეში ჩაკარგულ სკამზე ჩამოჯდა .უნდა არაფერზე იფიქროს ,მაგრამ ვერ ერევა ემოციებს . თუმცა უკან დახევის დრო ნამდვილად აღარაა და საბოლოოდ გადაწყვიტა : რაც იქნება ,იქნება . იქვე, კუთხეში თვალი მოკრა კიდეც ვისაც ასე ელოდა ... შავ ანაფორას თეთრი თმა-წვერის კონტრასტი მოახდინა , სანდომიან გამოხედვას თვალი ვერ გაუსწორა, უნებლიედ წამოდგა და ... _შემინდე მამაო, მე ცოდვილი ვარ ...
5 წუთში სამუდამოდ დაირღვა დუმილი ...
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1142 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 12 სტუმარი: 12 მომხმარებელი: 0 |
|
|