დეაში რაღაცამ გაიღვიძა,ერთმა რაღაცა სიყვარულის ნაპერწკალმა,ბედნიერი იყო,ვიღაც გაიცნო,ვიღაცას უყურებდა...ყოველ დილით დათი და დეა სკამზე ისხდნენ და საუბრობდნენ... -დეა,ეკლესიაში დადიხარ? -არა... -ბოლოს როდის იყავი? -ცხრა წლის წინ... -გინდა წავიდეთ?ხვალ გამოვალ შენსკენ,ჯერ ნინოს ვნახავ და წავიდეთ... დეას თვალები აენთო,გაუღიმა,მერე ერთმა კითხვამ ჩაუელვა თავში... -ღმერთი ყველაფერს პატიობს? -თუ მოინანიებ... -ანუ ყველაფერს? -გააჩნია ცოდვასაც,რა ცოდვა გაქ?ბიჭი დეას ჩააცივდა.. -არაფერი,უბრალოდ...დემონია დადუმდა და პირიდან კვამლი ამოუშვა... -გაცეცხლება?ტყუილი?კაცი მოკალი? -არა... -აბა?რას მაწვალებ.. -გართობა ცოდვაა? ბიჭი გაშრა,ხმა თავიდან ვერ ამოიღო,დეასგან ელოდა მზგავს რამეს,მაგრამ არა ესე ღიად,აშკარად,უცებ ეჭვიანობის ნაპერწკალმა გაუელვა დათის თვალებში... -ვისთან? გაბრაზდა დათი... -ნარკომანი ვარ....დემონიამ ბიჭს არ შეხედა,თვალები მარჯვივ გაწია და რაღაცას მიაშტერდა...როცა მიხვდა რომ ბიჭი არ პასუხობდა,განაგრძო.. -იმ ბიჭს ვუყვარდი,მე მძულდა,ნარკოტიკს უფასოდ მაძლევდა... -სანაცვლოდ?დათის თვალებში ცეცხლი აენთო...დეა მიუხვდა მას და გაიღიმა... -სანაცვლოდ ისეთი არაფერი,დეამ ცინიკურად ჩაიცინა.. -სანაცვლოდ რა?ბიჭმა თვალები გააფართოვა და დეას ჩააშტერდა... -სანაცვლოდ ვზასაობდი...გოგონას კიდევ ერთხელ ჩაეცინა... -რამდენი ხანია აღარ ხედავ იმ ბიჭს? -რომ გაგიცანი იმ დღიდან,არ გეგონოს იმიტომ რომ შენ გაგიცანი,მე თავისუფალი ვარ,ვისთანაც მინდა ვიქნები შენ ვერაფერს მეტყვი... -რატომ?განცვიფრდა დათი... -იმიტომ რომ არ ხარ ჩემნაირი... -შენნაირი როგორი? -დამღალე,ლაპარაკი მეზარება,წადი,გოგონას ცოტა ეწყინა ამდენი კითხვა...დათიმ გაიღიმა,დეას შუბლზე აკოცა და წავიდა.... დეამ მიაძახა. -შენი დებილი ტყეში დარბის!!!! -რააა??? -შუბლზე დებილებს კოცნიან...დეა ადგა,ბიჭს თავზე და შუბლზე აკოცა..."ეხლა დებილიც ხარ და იდიოტიც...მერე გაეცინა და სახლში შევიდა.. შვილო საით?წამოხტა დედა..."წიგნს ვკითხულობ და ჩამოვალ... დეა არ ჩამოსულა,"მიმქრალმა შარავანდედმა"სულ გაიტაცა,მართალია აქამდე არ კითხულობდა და ეხლა კუსავით მიიზლანზლებოდა,მაგრამ სულ არაფერს ჯობდა,10 წუთი ერთი გვერდი,3ჯერ წაკითხვით,,,ნორმალური შედეგია..
დილა გათენდა,ღამენათევი დემონია ფეხზე ადრე წამოხტა,დახეული ჯინსები ჩაიცვა,უგგ ბოტები და ქვემოთ გააბოტა.. მოდი შვილო ჩაი დალიე... -როგორ ხარ დედა? -კარგათ შვილო შენ>?როგორ გეძინა? -მშვენივრად გაიღიმა დეა,ამ ღიმილში ცინიზმი არ იყო,რამაც დედამისი ფრიად გააკვირვა... დეამ ჩაი მოხრუპა და გარეთ გავიდა,დღეს ეკლესიაში წავალ,სულ ამაზე ფიქრობდა,გეგმაში ჩაწერა რა უნდა მოენანიებია...დათი ნნახევარ საათში უნდა მოსულიყო,დეას ლოდინი არ უყვარდა,მოდი მე თითონ მივალ გაიფიქრა დემონიამ და ნინოს სახლისკენ გაემართა...
-დათი... -გისმენ ნინო.. -რაღაც უნდა გკითხო... -გისმენ ნინო,მითხარი.. -გიყვარვარ? ამ კითხვაზე ბიჭს ჩაეცინა.. -რათქმაუნდა,რატომ მეკითხები.? -მე სხვა სიყვარული ვიგულისხმე...იცი,მე მიყვარხარ...დათი გაოგნდა,თვალში რაღაც დარდის ნაპერწკალმა გაუელვა,მან ამ წამს მეგობარი დაკარგა...ნინომ ტირილი დაიწყო,დათიმ ის ჩაიხუტა... -გეფიცები დათ დაგივიწყებ,ოღონდ გემუდარები,გთხოვ,ერთი თხოვნა... -რა გინდა ნინო?გისმენ...დათიმ მწუხარება ვერ დამალა.. -ერთხელ მაკოცე,მხოლოდ ერთხელ,მერე წადი,წადი და დაგივიწყებ...გოგონამ სლუკუნი დაიწყო.. -ამას როგორ მთხოვ?გაოცდა დათი.. -ნუთუ ამას არ ამისრულებ?მერე თავს დაგანებებ,დაგივიწყებ,სიყვარულს აღარ გიხსენებ...მითხარი რომ გიყვარვარ და მაკოცე,გემუდარები.. სწორედ ამ წამს მოვიდა დეა,სწორედ ამ წამს უთხრა დათიმ ნინოს "მიყვარხარ,,,სწორედ ამ წამს აკოცა იმ გოგოს,სწორედ ამ წამს გამოეცალა დეას მიწა,გულში თითქოს დანა ჩაარტყეს,სწორედ ამ წამს გახდა დემონია დემონი,როგორც უწინ,ისევ უწინდელი..
გაგრძელება იქნება...
|