♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 19 » ჩემი მეზობელი დემონია...:)ნაწილი7
1:22 PM
ჩემი მეზობელი დემონია...:)ნაწილი7


არასდროს ყოლია დემონიას მეგობარი,არასდროს ყოლია ვინმე,უცნაურია,ტკიოდა და ტკივილს გულში იტოვებდა,ტირილი უნდოდა და არ ტიროდა,სიცილი უნდოდა და არ იცინოდა..არავინ იყო ვინც მოუსმენდა,გაუგებდა,ჩაეხუტებოდა,დემონიას შეეძლო,შეეძლო ყველაფერი ქონოდა,ერთი ხელის მოქნევით ქონოდა ყველაფერი,მაგრამ მის თავში მუდამ სუფევდა კითხვა-- რისთვის?
ეხლაც ტკიოდა სულში დემონის,არასდროს უცდია ცრემლების გადმოყრა,დიდი ხანია არ იცოდა რა იყო ცრემლები,როგორი იყო ნამდვილი ღიმილი,არ იცოდა რა იყო მეგობრობა,არ შეეძლო სიყვარული დემონიას..სიყვარული გართობაა,სიყვარული კოცნაა,სიყვარული სექსია,მეტი არაფერი,სხვა არაფერია სიყვარული,არაფერი იყო სიყვარული მის თალებში,მხოლოდ ძულდა,მთელი სამყარო ძულდა,მზად იყო ერთი ხელის მოსმით ყველა მოეკლა,გაექრო დედამიწა,გაექრო ყველა და ყველაფერი და არ ენანა,არ ენანა იმიტომ არ გააჩნდა გრძნობები,არ იცოდა რა იყო გრძნობა,ნებისმიერი გრძნობა...

რატომ იყო დემონია ესეთი?რატომ ძულდა ცხოვრება?ალბათ იმიტომ რომ არ იცოდა რისთვის?რისთვის უნდა ეცოცხლა... დრო ნარკოტიკებში,სიგარეტში და გართობაში გაყავდა...მთელი ცხოვრება იჯდა აივანზე და "აბოლებდა" .. არავინ იცის რაზე ფიქრობდა ის,რატომ იყურებოდა მუდამ ცაში,რატომ აშტერდებოდა ხეებს,ხალხს,რატომ იცინოდა ცინიკურად,რატომ იყო მისი თვალები ესეთი ცარიელი...იქნებ იმიტომ რომ მუდამ ესეთი იყო..

დემონია ისევ იქ იწვა,აივანზე ჩიტს გაცქეროდა რომელიც აივანზე ჭიკჭიკებდა,დემონია მას უყურებდა,მის თვალებში არაფერი მოჩანდა,არც სიკეთე,არც ბოროტება,რაღაც სხვა მოჩანდა მის თვალებში ამ წამს,ვერავინ გაიგებდა რა?დემონიამ სიგარეტი პირიდან გამოიღო და ხელში ჩაიწვა,ხელის გულზე დაითუთქა სიგარეტი,მერე თვალები დახუჭა,ხელის გული სულ დაითუთქა...თვალები გაახილა და მისტიური თვალებით მიმოიხედა..მერე დამწვარი ხელით თვალების ქუთუთოები შეიმოწმა...ცრემლი არ იყო..თითქოს ცრემლები აღარ იყო მასში,ამოშრა,ამოშრა რადგან დავიწყებული ქონდა ტირილი,ამ მომენტში მის სულში რაღაც გადაბრუნდა,გადატრიალდა,მის სულში სისხლი ჩაიღვარა,რაღაც შავი,სიძულვილის სისხლი,დემონიას უკვე საკუთარი თავიც ძულდა,ძულდა უემოციო და საზარელი არსება რომელსაც საკუთარ თავს ეძახდა..პირველად ცხოვრებაში ამღერდა დემონია,მისი ხმა ისეთი ნაზი იყო,ისეთი ნაზი,ისეთი ტკივილით აღსავსე,როგორც ქარის კივილი მინდორში,როგორც ზამთრის სუსხი რომელიც თითებს გიყინავს,გამტვრევს მაგრამ გაყინულ ხელებში ვერაფერს გრძნობ,,უგრძნობი იყო მისი ხმა..
"რატომ ანათებ მზეო,რატომ მანათებ მე..
რატომ ანათებ მთვარევ,ისედაც არაფერია შენი ნათება,,
ოდესმე ჩაცხრება ტკივილი,ჩაგახრჩობთ თქვენც ოკეანეში..
არაფერი დარჩება,მხოლოდ თქვენი არანეკლი...
ანარეკლი რომელიც ბოლოს მაინც გაქრება..
სისხლს მოიტოვებს,თქვენს სისხლს ზედაპპირზე..
მე კი გიყურებთ და გამეცინება..
გაქრით,გაქრით,თქვენს ბოლოს უყურებს დემონია..
თქვენს ბოლოს უყურებს სიცარიელე,ანუ დემონია..
... ბოლოს ხმა შეწყდა..ხმა შეწყდა..ერთხანს თითქოს სამყარო დადუმდა ირგვლივ,სიომ დაუბერა და სიცარიელის ნისლი გაფანტა..
"ნუთუ ესე გძულს ყველა...გაისმა ქვემიდან,გაისმა საოცრად ნაზი ხმით,ნაზი და ჩუმი ხმით...დემონია წამოდგა,უემოციო სახით ქვემოთ ჩაიხედა,ეს ის უცნობი იყო რომელიც უწინ შეხვდა,უცნობი მანქანაში იჯდა,იჯდა და უემოციო სახით უყურებდა დემონიას,თითქოს უნდოდა გაეგო რას ფიქრობს,ვინაა...თუმცა ამაოდ,,,დემონიას თვალებში მხოლოდ სიცივე მოჩანდა...
"რატომ მისმენდი>...
'უბრალოდ ნინოს შევხვდი,მერე აქეთ წამოვედი და ხმა შმომესმა...
"და რა? ცინიკური მზერა მიიღო დემონიამ..
"არაფერი,ერთ რამეს გკითხავ მხოლოდ..
"რას
"ვინ ხარ შენ დემონია?
"როგორ ვინ,დემონია ვარ..
"არა,საერთოდ ვინ ხარ დემონია,რატომ არასდროს იღიმი,რატომ არასდროს ტირი?
"რატომ უნდა ვიტირო? რატომ უნდა გავიცინო?
უცნობი დადუმდა,მერე მიუგო "ნუთუ არავინ გყავს....დემონია ვერ მიხვდა,ვინ იყო ის,რა უნდოდა,ესეთი რამე რატომ კითხა..
-მე ყველა მყავს თუმცა არავინ,,,დემონიამ თავისი დამწვარი ხელი მოიფხანა..
-ეგ რა არის?განცვიფრდა უცნობი...
-რა?
-ხელს რა უყავი?
-ჩავიწვი,გაეცინა დემონიას ცინიკურად...უცნობი განცვიფრდა..."ხელი ჩამოწიე... "რაა??
-ხელი ჩამოწიე მეთქი...დემონიას არაფერი უთქვამს..დაიხარა და ხელი ჩაწია,,,უცნობმა მიაწვდინა თავისი ხელი დემონიას ხელს (აივანი დაბალი იყო) მერე ორი თითით დამწვარ ხელის გულს შეეხო,თითები მოუსვა დამწვარ დემონიას ხელის გულს,დემონიას არ გასცინებია,არ გაუღიმია,..უემოციო სახით უყურებდა უცნობს...უცნობს თვალზე ცრემლი მოერია,მერე ხელის გულს თითები მოაცილა და დემონიას თითებს შეეხო,თითები გრძელი იყო,გრძელი და წვრილი,წვრილი იყო,წვრილი და თოვლივით ქათქათა,მერე ბიჭმა გვერდზე მდგომი აგური მოიტანა,ზედ შედგა,დემონიას ხელი დაიჭირა და თითებზე ნაზად აკოცა,აკოცა დამწვარ ხელის გულზეც,დემონია იგივე მზერით უყურებდა მას..."რა გქვია? როგორც იქნა იკითხა დემონიამ.. " დათი..დეა..
-რა იყო?
-დეა,ამოივსე სიცარიელე თვალებიდან,,,დათიმ კიდევ ერთხელ აკოცა დემონიას დამწვარ ხელის გულზე და წავიდა...არც მოუხედავს ისე წავიდა..დემონია ისეთივე უგრძნობი სახით დარჩა როგორც უწინ...

გაგრძელება იქნება...




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1121 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-10-04, 8:56 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024