♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 21 » ჩემი მეზობელი დემონია...:)ნაწილი13
9:20 PM
ჩემი მეზობელი დემონია...:)ნაწილი13


დეა,დღეს არ მეცლება,საქმე მაქ,თათბირია, აბა შენ იცი, საღამოს მოვალ და აქ დამხვდი,აი გასაღები...გოგამ ახალგაღვიძებულ დეას გასაღები გაუწოდა... დეამ გამოართვა.. -მე დღეს ეკლესიაში წავალ,იმ ბებოს ვნახავ ვისზეც მოგიყევი და წამოვალ..
დეამ ჭამა,გადაივლო და ეკლესიაში გაიქცა,ბებო ისევ იქ იჯდა,,
-ჩემო ბებო,როგორ ხარ?
-დეა,გამიხარდა შენი ნახვა,მოხუცი დეას ჩაეხუტა..
-მოხუცო,რატომ მეხუტები?რა ხდება?
-არაფერი შვილო,მინდა კიდევ ერთხელ გადაგავლო თვალი..
-ბებო,ტანსაცმელი მოგიტანე,აი...დეამ მოხუცს თავისი ყველაზე ძვიფასი და თბილი მოსაცმელი გაუწოდა..
-შვილო,რა კეთილი ხარ..
-მე შენ არ მიცნობ ბებია,არ ვარ მე კეთილი...
-ბოროტი სიტყვა არ არსებობს შვილო,ბოროტი წარმავალია,კეთილი კი რჩება..
-ბებო,რაღაცის კითხვა მინდოდა..
-რა იყო შვილო?
-შვილები გყავს ბებო?
მოხუცს თავისი ქათქათა თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა..
-ნუ ტირი ბებო..
-შვილო,მე მყავდა უამრავი შვილი,თითით ვერ დაითვლი მათ...
-ეხლა აღარ გყავთ ?
-ეხლა მათ ჩემი შვილები აღარ ქვიათ...მე მხოლოდ სამი შვილი დამრჩა რომელთაც მუდამ ვუყვარდი..
-რა ქვიათ მათ ბებო?
-უფროსი ვარსკვლავია,მერე მთვარე და ყველაზე პატარა წინ გიდგას შვილო...მოხუცმა თვალები მზეს მიაშურა,..
-სად ბებო? '
-აი ის,მაღალი,,ზემოთ..მოხუცმა მზეზე მიუთითა..
-ბებო,არ უყურო მზეს თვალები დაგეწვება..
-თვალებს არავის არ დაწვავს ჩემი მზე,მხოლოდ მათ ეწვებათ თვალები ვინც ჩემს შვილს თვალებში ვერ უყურებეენ,,,შეხედე შვილო მას,ის არ დაგწვავს,ის არავის არ დაწვავს შვილო..
დემონიამ მზეს შეხედა,მზემ თავიდან აუწვა დემონიას თვალები მაგრამ,მოხუცმა დეას აკანკალებული ხელი მხარზე დაადო,ამის შმდეგ დაინახა დემონიამ მზე,მზე ლამაზი იყო,ყველაზე მაღალი და საოცარი რამ მთელს სამყაროში...
-ბებო,მე ის დავინახე!დაიყვირა დეამ მაგრამ,გვერდით ბებო აღარ იყო,არც მისი ხელი იყო მხარზე,მოხუცი გაქრა,ისე გაქრა თითქოს არც არსებულა,აორთქლდა,საოცრად აორთქლდა,..დემონია მას ეძახდა,ყვიროდა,ხელხი შეყარა თუმცა მაინც ვერ იპოვა ბებო..
-შვილო ვის ეძებ? გამოვარდა მამაო ეკლესიიდან..
-აქ ბებო იყო,ეკლესიის კარებთან,ბრმა,წამის წინ აქ იყო,მელაპარაკებოდა,ეხლა აღარრაა,სადაა?
-შვილო,კარგად ხარ?
-უბრალოდ ვინმეს ხომ არ უნახავს?სად გაქრა მოხუცი?
-შვილო,როგორ გითხრა,აქ არავითარი მოხუცი არ არსებულა,მათხოვრები არ არიან აქ,ადრე იყვნენ რამდენიმე წლის წინ მაგრამ ამ დღეებში არავინ მჯდარა აქ,აქ არავინაა შვილო..
-როგორ თუ არავინ?მესამე დღეა აქ დავდივარ და ველაპარაკები?ანუ მომეჩვენა?აქ ვზივარ საათობით და ვლაპარაკობთ..
-შვილო,აქ არავინ ყოფილა,შენ შეგამჩნიე,ეს დღეები მოდიხარ და 3 წუთი მუხლებმოდრეკილი უყურებ ამ ხატს,მერე მიდიხარ,შენ არავის არ დალაპარაკებიხარ..
-როგორ თუ?აქ ქალი იყო,მე ის დავინახე,საათობით ვიჯექი აქ,ძმაკაციც დამემოწმება..
-შვილო,აქ არავინაა,კიდევ ერთხელ გაუმეორა მამაომ და წავიდა..დემონია დარჩა გაოგნებული,წინ ქრისტეს ხატი მოჩანდა ეკლესიაში რომელიც პირდაპირ თვალებში უყურებდა დემონიას..

-დემონია!!მოდი!! გაისმა გოგას ხმა რომელიც მანქანიდან ყვიროდა..
-გოგა! გოგა! გაიქცა დეა გოგასკენ,გოგა რომ გიყვებოდი აქ ქალი არის მეთქი,აქ ვნახე მეთქი ეკლესიასთან,ხომ გჯერა ჩემი?
-დეა რეებს ბოდავ,მეჩქარება,არაფერი არ გითქვამს..
-რაა??გუშინ ხომ მოგიყევი?დღეს დილითაც ხომ გაგაფრთხილე მასთან მივდივარ მეთქი!
-შენ არაფერი არ გითქვამს,მარტო ეკლესია ახსენე და დაჯექი,არ მცალია..
დემონია მანქანაში დაუჯდა მაგრამ ძალიან გაკვირვებული და გაოცებული სახე ქონდა...

გაგრძელება იქნებაა--


კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1096 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-18, 4:49 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024