♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 21 » ჩემი მეზობელი დემონია...:)ნაწილი12
3:46 PM
ჩემი მეზობელი დემონია...:)ნაწილი12

წავიდეთ სახლში დეა,წამო,წაგიყვან...გოგამ დემონიას ხელი მოკიდა და მანქანაში ჩასვა,,,გზაში დემონიას ჩაეძინა,ემოციებმა გადაღალა ის.. კორპუსთან მივიდნენ,,"დეა,ადექი მოვედით.... გოგონას არაფერი გაუგია,მას ეძინა...გოგა გადმოვიდა მანქანიდან და დეა ხელში აიყვანა,ისე წაიყვანა ბინაში... ბინა დიდი იყო,მდიდრული,ყველაფრით რაზეც შეიძლება ინატროს ადამიანმა...
სახლში თავის ოთახში შეიყვანა და ლოგინზე დააწვინა...
მერე ფეხზე გახადა,ცოტა ხანს შეტოკდა და ტანსაცმლის გახდაც დააპირა,ტანსაცმელი გახადა და საბანი გადააფარა... დეას ძალიან,ძალიან ღრმად ეძინა..ბიჭმა შეხედა მის ნათელ სახეს,რა ლამაზია...გვერდით მიუწვა და შიშველ ზურგზე ჩაეხუტა...

დილა გათენდა,დემონიამ თვალები გაახილა და გოგა დახვდა თავისი საჭმლებით..."აგერ ჩაი,ძეხვი და პური,აქ კიდე ყავა...მიაყარა გოგამ...
"მადლობა მაგრამ გახდილი რატომ ვარ??
-დაგაწვინე და,ეგ ტანსაცმელი გაგხადე..
'მადლობა მითხარი..
-რაზე?განცვიფრდა გოგა..
-რომ ჯერჯერობით ცოცხალი ხარ...დეა ცუდ ხასიათზე დადგა.... თითქმის შიშველი იყო და ვიღაც თითქმის უცნობმა გაბედა და ხელით შეეხო... მერე განაგრძო..
-გოგა,რატომ წამომიყვანე,,,
-იმედი მქონდა რომ შემიყვარებდი და ერთად ვიქნებოდით...შენ რაღატომ წამომყევი?
-მე იმედი მქონდა რომ მოვცილდებოდი ჩემს სამყაროს...დეა ადგა,საბანი მოიხვია და გოგას გასვლა თხოვა.. მერე ცოტა ხნით ჯაკუზში ჩაწვა,კარგად დაისვენა თუმცა ვერც ჯაკუზმა და ვერც ვერაფერმა ვერ მოუთბო გული...სახლიდან მოკრიბა ერთი ბატონი,ხორცი,ძეხვი და ეკლესიისკენ გაეშურა..ეკლესიაში არც შესულა,იქვე მჯდარ მოხუცთან მივიდა და მიესალმა...
-ბებო როგორ ხარ?
-დეა,შვილო,კარგად ვარ,შენ ხარ?
-მე ვარ ბებო,საჭმელი მოგიტანე..
-შვილო არ ღირდა,რატომ შეწუხდი...დეამ პარკი გახსნა,პური და ხორცი გაუწოდა ბებიას,პური ცოტა იყო,ბებიამაც მალევე დაამთავრა... "შვილო შენ არ გშია?
-არა ბებო მადლობთ,,,მიუგო დემონიამ..
-აგერ,აიღე შვილო პური,მოხუცმა პურის ნაჭერი გაუწოდა..
-ბებო,შენ ხომ პური შეჭამე?ეს ნაჭერი საიდან გაქვს??
-სულ აქ მქონდა შვილო,ალბათ შენ არ გახსოვს...დეამ პური გამოართვა და მოხუცს დაბნეული უყურა,მოხუცს ხორცი არ უჭამია და ხორცი გამქრალი იყო,მოხუცმა პური ჭამა და პური აქ იყო...დეა დაიბნა თუმცა დიდი ყურადღება არც მიუქცევია ამისთვის..
-ბებო,ქმარი არ გყავს??
-კი შვილო...
-სულ ქუჩაში ცხოვრობ?ქმარი სადაა?დემონიამ განცვიფრდა..
-ცხოვრება ტანჯვაა შვილო,არ არის ეს ცხოვრება ბედნიერებისთვის,მეც არასდროს არ ვითხოვდი ბედნიერებას და უარი ვთქვი მასზე,თითქოს მივეჩვიე ესე ცხოვრებას...ბებიამ თავისი თეთრი თვალები დეას გაუსწორა და გაუღიმა...საღამო ხანი იყო,მალე ვარსკვლავებიც გამოჩნდა ცაზე..
-მოხუცო,რა გქვია?ამდენ ლაპარაკში დამავიწყდა მეკითხა..
-მარიამი მქვია შვილო,შენ რა გქვია სრულიად დეა?
-მე,მე დემონია მქვია..
-ლამაზი სახელია შვილო,შენსავით ლამაზი გოგოსთვის..
-დამცინი მოხუცო?ეწყინა დეას..დემონია კარგი სახელია?ან მე ლამაზი ვარ?
-სახელის და სახის უკან,ბევრი რამე იმალება შვილო მუდამ,ღმერთმა შეგქმნა ესეიგი ლამაზი ხარ,ღმერთმა რაც შექმნა ყველაფერი ლამაზია,განა შეიძლება მხატვარს ნახატი დაუწუნო?
-ზოგი ნახატი ზოგჯერ დასაწუნია ბებო..
--შვილო,,ხედავ იმ ვარსკვლავს?ბებომ თავისი აკანკალებული ხელი ვარსკვლავისკენ გაიშვირა...
-ბებო,კი ვხედავ,ყველაზე პატარა და ნათელია..ვარსკვლავებსაც ხედავ ბებო? განცვიფრდა დეა..
-არა შვილო,უბრალოდ წარმოოვიდგინე რომ იქ იყო,,როგორია შვილო ის ვარსკვლავი,ანათებს?
-ხო ბებო,ანათებს,სიბნელეში ძალიან ლამაზად ანათებს...
-ეგ ვარსკვლავი შენ იყავი შვილო მაშინ გაიღიმა ბებია..
-მეე? ვარსკვლავი? კარგი რა ბებო,..
-ხო,შენ შვილო,გიყვარდეს ეს ვარსკვლავი და შეიყვარე,იცი ეს სიშავე მის ირგვლივ ცხოვრებას გავს,ვარსკვლავი კი სიკვდილს..
დემონიას გაეცინა,ვერ ჩაწვდა მოხუცის აზრებს..
-ბებო,სიკვდილი რატომაა ნათელი?
-სიკვდილი დასვენებაა შვილო,ამ ცხოვრების დასასრული,,,
-ანუ სიკვდილი უნდა ვინატრო? გაეცინა დეას..
-კი,უნდა ინატროს ყველამ მაგრამ იმ სიკვდილამდე სანამ მიხვალ მის გარშემო უნდა გაიარო,მერე შეიძლება ვერც მიწვდე მას რადგან ზედმეტად ანათებს ჩვენი თვალებისთვის...დემონია განცვიფრებული უსმენდა მოხუცს,ხედავდა მის აკანკალებულ ხელებს,ქათქათა თვალებს,ბეჩავ ტანსაცმელს და მაინც ვერ მიმხვდარიყო ვინ იყო ის,,,

ამასობაში გოგამაც მოაკითხა და დაუპიპინა...

გაგრძელება იქნება..

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1172 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-04, 3:01 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024