♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » ჩემი მეზობელი დემონია...
2:45 PM
ჩემი მეზობელი დემონია...


გაუმარჯოს,მე ხატია მქვია,ვარ 11 წლის,4 თვის,10 დღის და საათი არ ვიცი,დედაჩემს ვკითხე და ზუსტად ვერ მითხრა,,ვცხოვრობ თბილისში,ბარაკებში,ჩემს თავგადასავალს ვერ მოგიყვებით რადგან მთელი დღე ვზივარ ფანჯარაზე და მეზობელს ვუთვალთვალებ..

მე ბევრი მეზობელი მყავს,სულ მეგრელები,სადაც ერთია უმალ 10 ჩნდება ერთ წუთში..მყავს მეზობელი,ეფსია დირექტორი,ცალი ფეხი სამარეში უდგას,ეფსია გვარია,დირექტორი სახელი,სამეგრელოს მეზობლობა აქ ჩამოუსახლდა.. ფაიქიძე ფუჩქი აგერ უკვე მე3ე წელია დირექტორს უვლის,თავის და ჯუჯულიც აქაა მაგასთან,ამას გარდა დირექტორთან ცოლ ქმარიც ცხოვრობს,შენგელია მენახო და მისი ცოლი ცუცუნა...

დილა მხიარულად იწყება,ფუჩქიჩვეულებრისამებრ გაჰკივის: ეფსია ბატონო,აყროლდებით მაგ სახლში გამოდით გარეთ,ეფსიას მისი და,ჯუჯული აძლევს ბანს: შენი კუბო დავდგი! მეხი დაგეცეს მაგ ენაზე,ძილს არ გაცლიან დიდიია! დების ხმაზე ცოლ ქმარიც წამოხტება და იწყება ჩოჩქოლი..

ზემოთხსენებულების გარდა მეზობლად ორი მოხუცი მყავს,სკლეროზიანი ველოდი მებონია და მისი შაკიკა ცოლი მიმოზა,,,მათ ერთი ქერა,ლამაზი შვილი ყავთ ძიძუ,ძიძუ ქვრივია და ერთი შვილი ყავსს,დემონია,დემონია 16 წლისაა,ძალიან ლამაზი გოგონაა,მე მისი ფანი ვარ,ერთხელ დემონიას დეზდემონა დაუძახეს,დამძახებელმა კოპი აირტყა და სამუდამოდ დადუმდა...

ის დღე კარგად მახსოვს,მაწონის რიგო იყო,უცებ მაღაზიაში დემონიამ შემოანათა და თავისი ზორკი თვალებით,თავისი ხელი მხარზე დამადო ერთი წუთით,რიგს გადაუსწრო და მაწონი წაიღო..ჩემს მხარს ანთებული ვუყურებდი,დემონიამ ხელი დამადო,თვით დემონიამ დამადო ხელი წარმოგიდგენიათ? მხარს 2 კვირა არ ვიბანდი,მერე ავყროლდი და დედამ ვანაში შემაგდო,დემონიას სიწმინდე ჩამოირეცხა..

დემონია დასჯილია,ძირითადად მთელი დღე აივანზე ზის და აბოლებს..ქოთანში 5თეთრიანები უყრია და აივნიდან ესვრის ხალხს..ხალხი აღტაცებული იყურება ზეცაში,უფალი ფულებს ყრისო,,,მე ფანჯრიდან ვიყურები და ჩემს კუმირს ვათვალთვალებ..

დემონიას 3 სასიკვდილო ცოდვა აქვს..

გაგრძელება იქნება..




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1219 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 7:39 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024