მთავარი » 2010 » მაისი » 26 » ბრმები.:)ნაწილი4
|
ალექსი იწვა და ეძინა,დიანა ბაზარში წავიდა პროდუქტის საყიდლად...მზე მცხუნვარე იყო და ყველაფერს წვავდა,მხოლოდ მთიდან მომავალი ცივი სიო აგრილებდა ყველაფერს..ლუკა ალეს თავზე ადგა და აღვიძებდა.. -ბიჭო ადექი ადუღდი!!!დაიწვი!მოიხარშე.... სიცხისგან შეწუხებულმა ალემ ლოგინიდან თავი გამოყო და ლუკას მუთაქა დაუშინა... -აბა,სად იყავი რას აკეთებდი,გაგართო დიანამ? მიაფუჩეჩა ლუკამ -სად ვიყავი და სანაპიროზე მეძინა,დიანამ გამართო და მგონი სერიოზულად მიყვარს... -შენ ბიჭო ხომ არ უბერავ?ერთ დღეში შეგიყვარდა?ის ხომ.... -არ დაამთავრო,ისედაც ვიცი ვინცაა.... -მოიცა სერიოზულად ამბობ?შანსი არაა დედაშენი გააფრენს,მე დამბრალდება ყველაფერი! პანიკაში ჩავვარდა ლუკა.. -საიდან გაიგებენ რო?? დაეჭვდა ალე.. -რა არ გაიგებენ ბიჭო აქ ყველა ყველას იცნობს,ვინმე მოუყვება დედაშენს დიანაზე,მაინც გაირკვევა,მოდი იყავი აქ ერთი დღეც და გადაწყვიტე,მე არ გირჩევ,კარგი გოგოა მაგრამ... ამ დროს დიანა შემოვიდა ანთებული სახით,მშვენივრად ხვდებოდა გოგონა რაზეც საუბრობდნენ ბიჭები თუმცა არ შეიჩნია..ოთახში ხილი და ნაყინი შემოუტანა ბიჭებს და გარეთ გაიპატიჟა... ესე დიდხანს მხიარულობდა სამი მეგობარი,საღამომდე ცურაობდნენ,თამაშობდნენ ბავშვებივით და იცინოდნენ,საოცარი იყო ყველაფერი,მხოლოდ ისინი და აფხაზეთის საოცარი და მშვიდი მისტიური ზღვა..
ლუკა ალეს დაემშვიდობა და კიდევ ერთი დღე დიანასთან დატოვა... -გინდა ტყეში წავიდეთ? იკითხა გაწუწულ თმაგაწეწილმა და პირსახოციანმა დიანამ გაღიმებული სახით... ალეს გაეღიმა და დაეთანხმა.. ესე,ორი ღამის სილუეტი დაბოდიალობდა ბიჭვინთის ფიჭვის ტყეში საიდანაც საამური სურნელი და ხმები ისმოდა.. არაფერი მოჩანდა,მხოლოდ ჩამავალი მზე რომელიც წითლად ანათებდა ხეების შავ ლანდებს... -ისევ შენ გავხარ ამ განთიადისფერ ჩამავალ მზეს,გაუღიმა ალემ დიანას.. -ისევ მაწითლებ,ნუ ამბობ ეგრე,როგორ შეიძლება მე განთიადს შემადარო..გოგონამ თავი ძირს დახარა... ალე მას მიუახლოვდა და ნიკაპი აუწია.. "ჩემთვის ყველაზე წმინდა ხარ ამ სამყაროში... გოგონამ თავსი შავი,მუდამ დამწუხრებული თვალები მას მიაშტერა.. -მე არასდროს ვიქნები წმინდა... .. "კი მაგრამ ჩემთვის ხარ,რა მნიშვნელობა აქვს როგორი ხარ,ვინ ხარ,ვინ იყავი,ჩემთვის ყველაფერი ხარ,ეს ზეცაც და ეს ზღვაც,შენსავით ამოუცნობი ზღვაც...რატომღაც შემიყვარდი,ერთ დღეში შემიყვარდი უზომოდ,თუმცა არ ვიცი რატომ,უბრალოდ შემიყვარდი,შენი მისტიური თვალებით და ცრემლებით,ვერც კი წარმოიდგენ რა ლამაზი ხარ როცა იღიმი,ტირიხარ,სულ ამ ზღვას გავხარ,,,, "მორჩი! გოგონამ ისევ დახარა თავი,არასდროს გაეგო ამდენი რამ თავის თავზე,არასდროს უთქვამს ვინმეს მისთვის ესეთი სიტყვები,ყველა იყენებდა და ნივთივით ექცეოდა,თავი სულ ბინძური ეგონა დიანას,თუმცა..ამ წამმა შეცვალა ყველაფერი,ვიღაცამ შეიყვარა,და მასაც შეუყვარდა პირველად თავის ცხოვრებაში... 'მე არ შემიძლია შენსავით ლაპარაკი,არ შემიძლია გადმოვცე რასაც ვგრძნობ რადგან ამდენი ნიჭი არ მაქვს..მე შენთვის თუ ვარ ზღვა და ზეცა,შენ ჩემთვის ეს ტყე ხარ,ეს მთა და ეს ჩამავალი მზე,ნურასდროს გეგონება რომ ზღვა ჩამავალი მზის გარეშე იარსებებს,ან ეს უზარმაზარი ტყე ამომავალი მზი შუქის გარეშე..ყოველთვის იცოდე რომ უშენოდ უბრალო ზღვა ვარ,უბრალო და უყველაფრო... გოგონამ ვერც კი დაიჯერა თავიდან რომ ამდენი სიტყვა წარმოთქვა ქართულად,შეცდომის გარეშე,მისი გული ფანცქალებდა,ფანცქალებდა როგორც არასდროს,ბიჭიც იგივეს გრძნობდა,საოცარი სიყვარული ქონდათ მათ გულში,საოცარი და ამოუცნობი,ერთმანეთის გარეშე ვაღარ იქნებოდნენ მთლიანი,ერთი გავდა ზღვას და მეორე ტყეს,ამ ორის გარეშე კი სამყარო ცარიელი გახლდათ...
გაგრძელება იქნება..,.
ისტორია დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე...
|
კატეგორია: ♥ისტორია♥ |
ნანახია: 1113 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/2 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|