2009 წლის დეკემბერში 32 წლის ბრიტანი მერფის სხეული აბაზანაში დედამისმა აღმოაჩინა. მსახიობის გარდაცვალება პნევმონიას დააბრალეს. თუმცა, მალევე გაჩნდა ჭორები, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ქალის სიკვდილში მისი მეუღლის ხელი ერია. ის შეჩნეული იყო საეჭვო რეპუტაციას ადამიანებთან კავშირში.
ერთი წელიც არ არის გასული მერფის სიკვდილიდან. 24 მაისს კი მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. საიმონ მოჯეკი, სცენარისტი, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მასთან მისულმა სასწრაფომ დახმრება ვეღარ შეძლო.
პირველადი ინფორმაციით, მისი სიკვდილი გულის გაჩერებას ბრალდება. აქვს თუ არა რამე კავშირი მეუღლეების სიკვდილს ერთმანეთთან, ალბათ, კიდევ კარგა ხანს დარჩება პრესის ინტერესის სფეროში.
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
|