♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 20 » .............
3:31 PM
.............

იცრუო, უფრო ადვილია
__სიმართლის თქმაა ძნელი
ილაპარაკო ადვილია
__აღსარებაა ძნელი
შეცდომა დაუშვა,ადვილია
__გამოსწორებაა ძნელი
გული მატკინო, ადვილია
__მოფერებაა ძნელი
ჩემი მოსმენაც ადვილია
__გაგება, ცოტა ძნელი
რაღაც გამახსენო ადვილია
__რაღაც დამავიწყო ძნელი
კითხვებით შემაწუხო ადვილია
__წარსულზე ფიქრია ძნელი
ჩემს ღალატს რა უნდა,ადვილია
__ერთგულებაა ძნელი
უკან დახევა ადვილია
__წინ წასვლა ცოტა ძნელი
ჩემზე უარის თქმა ადვილია
__პოვნაა მერე ძნელი
ჩემი დავიწყებაც ადვილია
__მონატრებაა ძნელი

.........................................

გზაზე დამეწია... ხელი გადამხვია
თმები ამიწეწა ძალზე
ქუდი წამართვა და ქარს გაატანა
ზეცა დამახურა თავზე..
მკერდში ჩამიკრა და ბაგე დამიკოცნა
ცრემლი მომადინა თვალზე
მერე სველი ხელი წელზე მომხვია და
კაბა მომიტმასნა ტანზე
შენ არ გამებუტო ჩემო ძვირფასო
წვიმა დამეწია გზაზე

..........................................

დაუკითხავად თუ კი შემიყვარდი, თუკი შენზე ფირქში ღამე გავათიე ,
მიყვარხარო... თუკი გამოგიგტყდი სული შეგიშფოთე მაპატიე......
ვიწრო ბილიკებზე დამიღამდა, მაგრამ შარა გზაზე გავაღწიე,
წინ შენი სახე მიმიძღოდა და თუ აქაც შევცდი მაპატიე.........
ნაზი ოცნება თუ გაგიმხილე , მშვიდი ცხოვრება თუ დაგირღვიე,
შენზე რომ ვლოცულობ სევდიანი, თუ რამეს ვაშავებ მაპატიე......
შენი სიყვარული თუ მაცოცხლებს, შენზე ფიქრები თუ დავარბიე,
რა ვქნა უნებურად შემიყვარდი დამნაშავე ვარ და.... მაპატიე.....

.............................................

მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას ,
მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ შევქმნიდი მხოლოდ შენ ქანდაკებას,
ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას,
მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ შენზე დავწერდი ყველა სიმღერას,
მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე გადედოფლებდი მე შენ დალებთან,
მე საიქიოს რომ განვაგებდე არ მიგიშვებდი იმის კარებთან,
და არ გეგონოს რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი
ბედი რომ მქონდეს როგორიცა ვარ ასე უბრალოს შემიყვარებდი..

...........................................

ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ,
გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო,
შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან,
რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო.
გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით,
მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ,
ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე,
განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას?
დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ,
და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა,
მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი
და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა

...................................................

მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და
სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე...
შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და
როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!
როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ,
ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს...
ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,
ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.
და გაგონილი სახელი შენი
ტუჩს რომ მოწყდება ღამის წყვდიადში,
შენ ჯერ არ იცი მე როგორ მშველი
სულს რომ მიბრუნებ ფერთა წიაღში.
მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი
იქედან როცა დალაგდა არე...
მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი,
დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!
წარსული დნება ფოთოლთ ცვენაში
შენ შეგიძლია დარდი დახლიჩო...
მომეცი ნება , რომ შენს მზერაში
ჩავიძირო და თავი დავიხრჩო

...........................................

შენს სულში რა მინდა? თუ ვერ გავათენე,
მასში, სიმარტოვის ბნელი ირონია.
ახლა გატირებდი, დედას გეფიცები,
თუმცა, ეგ ცრემლებიც, ჩემთვის მირონია.
მე შენთან რა მინდა? - ზედმეტი სიტყვების,
მაგივრად თვალიდან მზის სხივის დაკრეფა,
ყველა გაელვებით, რომ ჰგავდე გაზაფხულს,
ისე კი ამინდი მანაღვლებს ნაკლებად.
ან ეხლა რად მინდა? ვუყურო უშენოდ,
ბნელ ქალაქს - მაღლიდან, დაყრდნობით რაფაზე,
ქალაქში ნისლია (ეს მე ვარ ამ წუთას)
და სიო ქუჩებში აცეკვებს ნაფაზებს.
რა მიყვარს? - რომ ვწყდები, საერთოდ სამყაროს,
შენს მკერდზე ჩასუნთქვით, თავს როცა მივადებ
და მინდა, ხო მინდა! მეტს ვითხოვ ყოველთვის,
რომ უფრო თბილოდეს, რომ უფრო გიყვარდე.
მე შენგან რა მინდა? - სუნთქვა ასინქრონულ
პულსში გადაზრდილი გულის ჩქარი ფეთქვა,
როცა ახლოსა ხარ - მუდამ ასე არის,
ან თუნდაც შორს იყო, მაინც უნდა მეთქვა -
მიყვარხარ...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1569 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 9:29 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024