♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » .............
2:32 PM
.............

შენ ჯერ ხარ ინფანტი
და მე ისევ მიტაცებს წყნარი სიესტა . . .
შენ ტიტული გბოჭავს.
მე აღარ მაოცებს გრძნობის პიეტა.
შენ ერთსა და იმავე დროს საუზმობ
მე ვსადილობ და ვახშამს აღარ ვჭამ.
შენ დოგმების მსახური ხარ
მე კი, კანონები ქვაზე წავიკითხე,
ალკოჰოლი გეკრძალება,
მე ტეკილას ვსვამ.
ფიესტას აივნიდან უყურებ
მეფურად, მოდიხარ და...
მე ხარის რქებზე წამოგებული,
მაინც გეტყვი: მეფევ, გჯობივარ!
მე ადამიანი ვარ, ყველა გრძნობით აღჭურვილი,
შენ გრძნობები სკიპტრის ბურთში ჩაგიხვრჩეს,
მახინჯი სიამაყე მანჟეტით დაგიბეს,
არადა, რა ლამაზი ყელი გაქვს...
ცეკვა იცი?! იცი, ოღონდ სიგიჟის გარეშე
ფლამენკო არც გაგიგია,
მეფეო სიგიჟეზე ფიქრი როგორ გაბედე?!
,,მარი დელ კარმენს” ნუ მოუსმენ
ნესტიან გიტარაზე მიმღერე.
იგრძენი ადამიანობა,
გიჟი ნუ გგონივარ
თორემ ისევ გეტყვი
მეფევ, გჯობივარ!
და გეწყინება, ცისფერი სისხლი მაინც ამაყია.
არადა ადამიანობა (იცი შენ ეს) ყველაზე ლამაზია.

.......................................................................


მოდი, ვცადოთ და ერთად დავწეროთ,
ერთი კალმით,
როგორც დედა ასწავლის შვილს წერას,
როგორც ღმერთი წერს ბედისწერას
ადამიანებთან ერთად...
დაგასწარი!... ცერა თითს მე ვადებ კალამს,
საჩვენებელს შენ.
მოდი, ვცადოთ და ერთი კალმით ვწეროთ...
არ იყოს ჩვენში „ვერ"...
ყველა ასოზე ვიჩხუბებთ მერე,
ერთად ავირჩვეთ მელნის ფერებს,
საწყალ ასოებს ხან იქით ქაჩავ,
მე არ დაგითმობ, სიტყვებს კი ვმალავ...
აზრებს ერთამენთს გავაჯიბრებთ,
მოვაწყობთ ფრენებს
ავიახაზებით - სტრიქონები მარცხნიდან მარჯვნივ,
მაჯა მაჯაზე, თითი თითთან,
ერთ მთლიანობად ვიქცევით, გინდაა?...
ერთად დავწეროთ ათას რამეზე,
იმ ათასიდან ერთი კი ჩვენზე,
ვწეროთ მთვარეზე, მზიან ღამეზე,
პოლარულ ზაფხულზე, კოცნა ფარულზე...
ასე, უბრალოდ ვწეროთ და ვწეროთ...
ჩუმი აზრები მელნით შევფეროთ...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1242 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-05, 0:46 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024