ეს ის ჟამია, როცა ბულბულის სტვენა ტოტიდან შემოგესმება, ეს ის ჟამია, როცა ჩურჩულით საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება; როს ნაზი სიო წყაროს უმღერებს, ობოლ ყურუსთვის ჰანგს ააჟღერებს; მაშინ ეს ცვარი ყვავილს თან ახლავს, ცაში ვარსკვლავი შეხვდება ვარსკვლავს; ტალღას სილურჯე გაუღრმავდება; ფოთოლს სიყვითლე დაუმძიმდება. ცას გადაეკვრის მკრთალი სიბინდე ნაზი სიბნელე, ბნელი სიწმინდე. ეს ხდება მაშინ, როცა დღე კვდება, მთავრის შუქის ქვეშ ბინდ-ბუნდი დნება.
....................................................................
უკვე დილაა დაიწყო ექვსმა თავისი სოლო რიჟრაჟებს დაჰფენს მოზაიკად ხეების ჩრდილი სულ ცოტა ფეთქვა დარჩა ღამეს და უკვე ბოლო წუთებს აცილებს განთიადი…სუნია დილის
თეთრი პერანგით აივანზე გამოდის გოგო ქერა და მშვიდად ჩაისუნთქვს ამ დილის ნიავს უკვე რამდენი დილა არის ლექსის და გოგოს… წამართვა მთვარე ქერა გოგომ და სადღაც მიაქვს
იღვიძებ ახალც ისევ ისე თამასშობ დილას მიდიხარ სადღაც…ქვაფნილზე ეშვები მდორედ მოგყვები ისე როგროც ბარგი ან როგორც კისტა მიყვარხარ გესმის? მიყვარხრ და… Hasta La Vista,
მე კი კონიაკს აივანზე ღამიდან ვწრუპავ ისევე ისე არ მაძინებს ფიქრები შენი სულ ცოტა ფეთქვა დარჩა რიტმში ღამეს და ბოლო წუთებს აცილებს განთიადი სუნია დილის
................................................................... მე ვხედავ შენი სულის სულ მცირე ნაკაწრს სად რამე გტკივა, რას განიცდი , არეული ხარ ...
განსაცდელშიაც ,მწამს, არ გტოვებს უფალი მამა , ყოველი ბგერა,ყოველი ფიქრი, განცდილი და ... ჩემეულია
აზრთა ჭიდილში ბრძოლას აგებ ხშირად ,ნებდები თუნდაც ასი წლის , არ შედრკები- ომში ბრძენდები .
რაც კი იწამე , თუ დაიმსხვა ,უკვალოდ გაქრა ?! ჩემით გიწამლებ, არ შეშინდე,მე მუდამ აქ ვარ ...
|