საათს გადავწევ და დაგაბრუნებ ჩვენი მაისის მისადგომებთან... ეცლება სივრცე ცისფერ მწვერვალებს და მარტო ვრჩები მოგონებებთან.
რას ვიფიქრებდი, თუ უშენობა უფსკრულის პირზე მე არ შემშლიდა, თუ მივახწევდი აღთქმულ მიწამდე როცა ტკივილი უღვთოთ მდევნიდა.
არც არაფერი აღარ მაშორებს ხელის გაწვდენა და გამარჯვება, მაგრამ უშენოდ ცისფერ თვალებავ მე გამარჯვება არ მემარჯვება.
და აქ ვერავინ მე ვერ მიშველის, ჩემთვის სამოთხეც უდაბურია, ნუთუ ჩაქრება ასე ამაოდ მზე, რასაც ჩემში უხმაურია.
ისრებს გადავწევ და დაგაბრუნებ ჩვენი მაისის მისადგომებთან ... ეცლება სივრცე ცისფერ მწვერვალებს და მარტო ვრჩები მოგონებებთან.
.......................................................
ღამის წყვდიადში მომელანდე ოცნების ხატად,
ცივი სხეული კვლავ ნაცნობმა სითბომ დაათრო...
გული ათრთოლდა ბაგემ იგრძნო შეხება ნაზი,
ჩუმმა ალერსმა ჩუმი ფიქრი ნიავს გაანდო.
ჩემი ცრემლებით დანამულა შენი ტუჩები....
ალერსით ყურში ჩაგჩურჩულებ ნუ დაბრუნდები,
აღარ მოხვიდე ჩემთან თუნდაც ძლიერ მოგინდეს,
ნუ დაბრუნდები თუკი ისევ წასვლა მოგიწევს!
..................................................................
აქ აღარაფერს არა აქვს ფასი, მორღვეულია მადლის სამანი და დამსკდარ მიწას ვეღარ აყუჩებს სვე ფერწასული იასამანუი.
შენ გზას დაეძებ უგზოობისას არავინაა აქ გამკითხველი, როგორ დაფარა ღამემ სიცოცხლე, ოდეს უღმერთოდ აყროლდა თავი.
ნუ შეჩერდები ზენას მიენდე, რადგან უკუნზე მძლეა მაზანი. და დაკარგულებს შემოაგებე, სხივ ანთებული გზანი ცისანი.
.................................................
პირველი სიტყვა ჩუმად ნათქვამი, პირველი ცრემლი მწუხარე თვალიდან, ჩვენი ფიქრების ნაზი ქარი გადაქცეულა ჩუმად გრიგალად. პირველ ძლიერ იმედგაცრუებას თან ახლდა ლამაზი ლანდი ოცნების და ბოლო ცრემლსა და გულის ტკივილს მე ვერ წავართმევ უფლებას მოსვლის... თუ წვიმის მაგივრად თოვს, თუ სიოს მაგივრად ძლიერი ქარია, იცოდე, რომ მეც სწორედ მანდ დავიკაგე, სადაც ავი დარია... და გზა ჯერაც ვერ მიპოვია, მე მხოლოდ დავდივარ ქუჩაში მარტო, დიდი ხანია მზე არ შემხებია და დილიდან ღამემდე მათოვს...
...............................................
და ეს მაისიც უშენობისგან გადავარდება, ჩამივლის გვერდით აფეთქებული შენი ვარდებით, მზე დამიდაღავს უსაშველო გულის იარას , შლეგს და მარტოსულს დატირებულს ცივი ქარებით.
|