♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » ................
9:14 AM
................

მე შენს თვალებზე დავწერე ლექსი
და ჩუმად შენზე ვუყვები მთვარეს.
კუპიდონს ისარს მე თვითონ ვესვრი,
თუ ჩემს თავს მალე არ შეგაყვარებს.

ამ პატარა ღმერთს ყველა ისარი
გაუჟღენთია ღვინით და შხამით,
მე კი ვჩურჩულებ: "ეს ხომ ის არის,
ვინც მოსვენებას არ მაძლევს წამით?!"

შენზე ფიქრები მქანცავენ ისე,
რომ ვეღარ უძლებს გული იარას
და თუკი წარბებს შემიკრავ ისევ,
ხვალ შხამით სავსეს დავლევ ფიალას.

და თუნდაც გაქრეს სიცოცხლე მწარე,
ეს სიყვარული დამრჩება გულში,
ოღონდ მითხარი დღეს ერთი რამე,
თუ როგორ ჩუმად გიყვარდი გუშინ


..........................................................



ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,
ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...
სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი
,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.
არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო
მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...
ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.
მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,
ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,
გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,
დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია..

...............................................................................


ცას შეველევი,მაგრამ შენ როგორ?
მაგრამ უშენოდ როგორ ვიქნები?
ჩამოწვებიან მთებზე ღრუბლები
და ჩემში ისევ შენზე ფიქრები.

შენი სუნთქვა ვარ,სულის ძახილი,
გულიდან გულში გადაძახილი.
ოდეს ზმანება ძველთ უძველესი
საზეო ზღვარზე ჩქამით ნახილი.

შენ გზას მიყვები აშადრევნებით
და დანარჩენი არც გედარდება,
მე კი უშენოდ მთელი სამყარო
არც მემღერება, არც მევარდება.

აბა რა ვიცი ხვალ რა იქნება,
საერთოდ ხვალ თუ გამითენდება,
მაგრამ დღეს შენით ვიღებ სამყაროს
და მჯერა ეს დღე არ დამთავრდება.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1213 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 6:04 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024