♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 10 » .....................
8:43 AM
.....................

სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!

სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.

შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევი
ს.

.............................................................................................



თქვენზე ოცნება მომძალებია,
მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები.
რომ მახარებენ, ეს ფიქრებია
და ამ ფიქრების მონა ვიქნები.
სუნთქვაა ჩემი ეგ თქვენი თმები,
მიმოფერილი ოქროსფერებით.
მინდა გეფეროთ, მოგეალერსოთ
ძლიერი, მაგრამ ნაზი ფერებით.
ჩემი სითბოა თქვენი ღიმილი,
სევდას რომ ხატავს ლამაზ ბაგეზე.
ბავშვური წყენა გადაგფენიათ
უზომოდ ნათელ, რძისფერ სახეზე.
თქვენი ცრემლები წვიმაა ჩემი.
ჩემი ზეცაა თვალები თქვენი.
ეგ თქვენი მზერა სილამაზეა
აუწერელი უთქმელი ენით.
თქვენდამი გრძნობა მიწაა ჩემი.
არა. არ ძალმიძს მე უმისობა.
თქვენს სიყვარულში დავიმარხები,
მივებარები მარადისობას.
გთხოვთ მაპატიოთ, გთხოვთ მომიტევოთ,
შემინდოთ რომ მწვავს ვნების ალები.
უკანასკნელად მოგეფერებით,
მერე ღრუბლებში დაგემალებით...

...............................................................



გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.

გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები!

...............................................



თუ სიყვარული ტკივილია,ტკივილი რაა?იქნებ რაიმე ვერ უთქმელი გულში ჩაკლული
თუ სიყვარული ცრემლი არის მაშ ცრემლი რაა?იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული
თუ სიყვარული ჩემში ცოცხლობს ვინა ვარ თვითონ?მიხვდებით ალბათ, სიყვარულზე ვარ შეყვარებული....
თუ სიყვარული არ არსებობს,სიცოცხლე რაა?! არარაობა სიძულვილით დამშვენებული !..

----
სხვებმა გამართონ, დაე, სიტყვით ვაჭრობა დიდი,
მე ჩემს სიყვარულს არც ვასხვისებ და არცა ვყიდი!

----
მე მხოლოდ მზერით შემიძლია გრძნობის გამხელა,
ესღა შემომრჩა სიყვარულის გამომსახველად.

----
ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება –
მიყვარს!... ვუყვარვარ!... და ეს არის ბედნიერება!

----
შენზე უკეთესს რადგან ქვეყნად ვერავის ვხედავ,
ბედნიერების დაუფლებას ათმაგად ვბედავ

----
როცა თვალს სძინავს და გულსაც რომ ედება რული,
მარტონი ვრჩებით მე და შენ და ზღვა სიყვარული

----
შენ რადგან ერთხელ შემოაღე ლექსის კარები,
სულ აქ დარჩები და მარადის აქ მეყვარები.

----
ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი, ეს სულერთია,
მე მაინც გელი!... ლოდინი კი ჯოჯოხეთია.

----
ჩემს ფიქრებს ისე ასაზრდოებ შენი თვალებით,
თითქოს ცა მიწას ეფრქვევაო წვიმის წვეთებად,
თითქოსდა ვაჭარს ოქრო-ვერცხლის შემოძალებით
ყოფნა ექცაო სარაინდო სულისკვეთებად.

და ასე – ვგავარ ხან ხელმწიფეს, უხვს და იღბლიანს,
ხან სიხარბეში მეკარგება გზა და სავალი,
ხან ყველგან მძარცველს და ავაზაკს ვლანდავ ნიღბიანს,
ხან მინდა ყველას მივცე ჩემი შემოსავალი.

და ასე – ზოგჯერ სიწყვდიადის ეშვება ფარდა.
თვალსაწიერი მოჩანს ზოგჯერ ლამაზ ფერებად...
და შენგან ჩუმად ნაჩუქარი ღიმილის გარდა,
აღარაფერი მეჩვენება ბედნიერებად.

ასე დღითიდღე იწურება წუთისოფელი:
ხან ვფლობ ყველაფერს, ხან არაფრის არ ვარ მფლობელი.

...............................................................



თუ კი ცრემლები არ დაგდენია,
მას ვერ გაუგებ ვინც ეხლა ტირის...
თუ კი არავინ მოგნატრებია,
როგორ გაიგებ ფასს მოლოდინის...
თუ ღამეები არ გითევია,
ვერც სეიგრძნობდი დადგომას დილის...
თუ სიყვარული არ გიგემია,
ვისაც უყვარხარ არ გესმის იმის...
თუ ეს სიტყვები შენთვის ლექსია
ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის,
მაშინ ნუ ცდილობ გაიგო ვინ ვარ,
შენთვის უცხოა რასაც განვიცდი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1271 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 12:08 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024