♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 5 » **********
9:37 PM
**********


არც სხვისი ცხოვრებით მიცხოვრია,
არც სხვის ნაკვალევზე გამივლია,
არც სხვისი სიყვარული მომიპარავს,
ჩემიც არასოდეს დამითმია.

ისე მომეპარა გრძნობა გულში,
ნაბიჯების ხმაც არ გამიგია,
გული ისე ძლიერ ამიძგერდა,

რომლის მსგავსიც დგემდე არ მიგძვნია..

შენმა ლამაზმა გამოხედვამ
გულში ნაკვალევი დამამჩნია,
ჩემი ცხოვრების თანამგზავრად
გულმა მხოლოდ შენ აგირჩია,
შენახარ ის ყველაზე წმინდა,
რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია.."


.................................................


მზის სხივების სითბო მაცოცხლებს მე,
თორემ უმზეოდ უკვე რახანია აღარ ვიქნებოდი.
ამიტომ მიჭირს ღამ-ღამობით...
და სწორედ ამიტომ გამოგიგონე შენ,
__ჩემი მზე__!
შენ ნამდვილ მზეს მირჩევნიხარ!
მისგან განსხვავებით შენ არასდროს მტოვებ,
ნამდვილი ხარ!
ყველაზე ნამდვილი
და
თბილი მზე!
მეც მზე ვარ,
ოღონდ მე შენით ვმზეობ..!

....................................................


აქ დავეცემი,ტრიალ მინდორზე
სამყაროების გზაჯვარედინზე,
მივითიბები ხელ აპყრობილი,
შენელებული კადრის სიმშვიდით.

გადაირწევა დროის სამანი
უკანასკნელი გლადიატორის
და გაიელვებს მთელი ცხოვრება
მარტო შთენილი ერთის და ორის.

აი ბავშვობა, ზღვა სიხარული
აღმოჩენების გზა უსასრული.
პირველი ტკენა ,პირველი წყენა
და გამარჯვებაც პირველი სრული

თავის თავ უბმელ დაუდგრომლობით
მოგელვებული ახალგაზრდობა,
ბრძოლა,ცხოვრება,თავის დადება,
სიყვარული და მოყვასის ძმობა.

იცვლება კადრი...ჩვენი შეხვედრა,
დრო მიღმიერი დეკორაცია,
კადრების შორის შენი სიცილი,
მარტის სიცივემ თუ შემაცია.

.........................................................


აი დავეცი, განვერთხე მიწას,
მიწა ვიყავ და მიწად ვიქცევი
და თუ აპრილმა ფეხად მომისწრო,
შენს თანამდევრად გადავიქცევი.

ამოსკდებიან ყაყაჩოებად
ჩემი გული და ჩემი ხელები,
ეხლა ესაა ჩემთვის ს ა შ უ რ ი,
გულ დაისრული ასე ვევნები.
......................................
თვალებს ავახელ ხმალ ამოწვდილი,
მე მეძებარი თავად სიკვდილის,
მკვდრეთით აღმდგარი გარდასულიდან,
მომნელებელი ჟამთა ტკივილის.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-05, 0:58 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024