შენზე ფიქრებში ატოტებს ქარი გულში სატანა გიმღერის ნოტებს ხანდახან ხოლმე მეც გამომივლის ეს სიყვარული ასე რომ მომსდევს სული მიჰყვება სამოთხის ლოთებს საფლავის ქვასთან, ხომ მოხვალ ხოლმე შენ მოხვალ შავში ცაცმული კაბით ხელს გადაუსვამ საფლავის ლოდებს...
..............................................................
ისევ დღეა და ისევ ღამეა, ისევ ივსება ქარით აფრები, ისევ სადღაც ხარ, ისევ დაგეძებ, უკანასკნელი მოჰიკანელი. შენი მიზანი არის ნათელი გსურს განმაშორო სულის სიშავეს, რადგან სხვაგვარი არც ვის ვჭირდები, ვახარებ ქვეყნად მხოლოდ სიავეს. თავად იტვირთე ჩემი გამოხსნა, ხარ უსასრულოდ ჩემზე მლოცველი, არ მიგატოვებ ჩემო სიცოცხლე, მარადიული ვარ შენი მცველი. ჩაენაცვლება მთხოვნელს მთხოვნელი ბედნიერების მოიმედეთა და არც არავინ არ არის მათში მზიარებელი ტკივილის ტყეთა. არ დავახანებ შენთან ვიქნები როგორც ოდესღაც დაწერილია. წამის წამობით უნდა აღსროლდეს, ის რაც ზეცისგან გან წერილია.
........................................................
,,ზაჰირი’’ რაც მხოლოდ შენია, რაც გიხმობს, ის რაც გტკივა და ვერავის დაუთმობ. რასაც, ვერ ამოთქვავ, ვერ ამოიგლეჯავ, რაც მარად გაწამებს და შეუცნობელის გზაწვრილით გატარებს. ის შენი გულია, თვით სიყვარულია, იქ შენი სულია... მარადიული გაზაფხულია.
|