მღერის აისი გაღვიძებული სიყვარულისთვის ფრთა მოხატული, ზეკარს შეუღებს მაისის სული ჟამიდან-ჟამში გამარჯვებული.
არ დაახანებს რა წამს მოუხმობს გადმოიქროლებს როგორც ისარი, მისი ტკივილით ნაავადარი უტყვი,ეული,გულ ნაისარი.
გადაიხსნება როდესაც მასში თმებში ჩააწნავს ცათა ხავერდებს, აავსებს ხსნით და შემოავედრებს სასო წარკვეთილ მყინვარ მწვერვალებს.
და დაირწევა დრო უდროობის ჯერ არ წნული და ჯერ არ ნამღერი, დაფარავს ულევ მარადისობას ჭეშმარიტების წმინდა ნამქერი.
....................................................
კახეთში ვიყავ, ვენახი ვნახე, კვიტრი აქვს უკვე გამოტანილი, საგაზაფხულო სურნელით არის აფეთქებული მთელი აპრილი.
ლერწიდან ლერწზე ვეგებებოდი დიად სიცოცხლის გამოღვიძებას და სიყვარულის ჩემი ცრემლები ერთვოდა ვაზთა ცრემლიან გზნებას.
|