♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 3 » .................
3:59 PM
.................

სიტყვებს სიტყვები უნდა ვაწებო,
როგორც საყვარლის ტუჩებს ტუჩები,
თუ ჩემს სიყვარულს არ გააბნევენ
მუზა და მისი დები ურჩები.

დავწერ მასზე მეტს რაც მიწერია,
არც ერთ გამხელას არ დავზარდები
და ძალ მიხდილი განთიადისას,
მაისის ზღვაში გადავვარდები.

აქ გამაკარით ვით მაცხოვარი,
ყველა ცოდვების გამომსყიდველი,
სხვა ხსნა რა არის ამ ქვეყანაზე
და მეც არა ვარ სხვა გზის მხილველი.

გაკვალულ ბილიკს მივყვები მარტო
და ალბად სადმე გადაგეყრები
ამ უბეში ფეთქს მარცხენა მხარეს,
მზე შენი ხსოვნით განახარები.


.....................................................


არ შეიძლება რომ არ მოვიდეს,
ის ვის მოსვლასაც გულით ელიან.
არ შეიძლება რომ არ გადმოსკდეს,
ზღვა სიყვარული ცად რომ მღერიან.
არ შეიძლება იყო ამ ქვეყნად
და მარტოობა არა გტკიოდეს,
გზააბნეულს და ტყეში დაკარგულს
წყაროთა წყარო არა გწყუროდეს.
თუ ერთადერთის მავედრებელი
გულ გატეხილი არ დაეცემი,
მისთვის სათნო და მისთვის კეთილი,
ბოლო სინანულს არ მიეცემი!
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1145 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 8:09 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024