შემაშველე შენი ლოცვა შემაშველე, პოეზიის დედოფალო, ამამღერე სიყვარულად ამამღერე, ჩემი თავი გენაცვალოს. მერე რა, რომ მიმატოვეს იმედებმა ცრემლიანი, მერე რა, რომ სახეს ჩადრად ეფარება წარსულ დღეთა კაეშანი. მაპოვნინე სიშორეში ჩაკარგული ნისლიანი მოგონება. დამილოცე ხვალინდელი გაზაფხულის სიხარულად დაბედება. მაპატიე შენს უწმინდეს სალოცავთან უეცარი გამოჩენა. რა ვუყოთ, რომ ნაადრევად გამიავდრდა, ქარებს მოყვა ფოთოლცვენა. მაწყალობე სანამ კიდევ მშფოთვარეა, ვნებიანი მელოდია, დღეებს ძველი აჩრდილები ტვირთად მიაქვთ, გული შენი მომლოდეა, მომიტევე, ნაზამთრალი იქნებ სულმა ვერ დაფაროს, სიყვარულად მამღერე და მერე თუნდაც, მერე თუნდაც... შენს ტაძარში ჩამომფერფლე, დედოფალო!!"
............................................................
იცი რა ხდება? ცხოვრება ნათდება რაც დღეს არ ხდება ,ხვალიდან ახდება ჩემს გვერდით მჯდომარეს თვალებში ჩაგხედავ და გეტყვი მიყვარხარ აი რა ხდება უშენოდ ცხოვრება უფერო გახდება შენ ჩემთან იქნები და ეს ახდება
შენ მეტყვი მომავლად არ ვიცი რა ხდება ეს შენი ოცება არასდროს ახდება მე შენი სიტყვების საერთოდ არ მჯერა დამტოვებ მე მარტო ამ ბნელ ადგილას არ ვიცი რა ხდება ცხოვრება მთავრდება სამყარო ჩაქრება და ბნელი დარჩება შენი თვალები კვლავ მელანდება
ჩემს საფლავზე კი ვარდი გახმება მაგრამ ეს სიტყვები არასდროს გაქრება მუდამ გახსოვდეს უზომოდ მიყვარდი მთელი ცხოვრება ეს გრძნობა თან მსდევდა!!!
|