♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 1 » **********
10:17 AM
**********


მაცდურო თვალებო, მე თქვენზედ მლოცველი
ვძმაკაცობ ბახუსის თასებს,
ო, ღმერთო,
ვიცი, რომ ვერასდროს მოგწვდებით,
ამიტომ მიყვარხართ ასე...
ჩამქრალი
ვნებები ოცნების სადარი,
წარსულის ზმანებებს მასევს,
თვალებო, ვერ ვნახე მე
თქვენი ბადალი,
ამიტომ მიყვარხართ ასე...
მაგ თქვენი თვალების შეხედვა
მგზნებარე
მაგონებს მქროლვარე რაშებს,
რომ ვერ დაგეწევით ჭენებით
დაღლილი,
ამიტომ მიყვარხართ ასე...
თქვენს მზერას იდუმალ სანთლებად
ანთებულს,
გრძნობით და მდუმარით სავსეს,
თვალებს რომ ვერასდროს, ვერასდროს
ვუსწორებ...


...............................................................


მუხლ დაჩოქილი თავჩაღუნული,წმინდა გიორგის დავუნთებ სანთელს,სანამ

სანთელი დაიწვებოდეს ჩახლეჩილი ხმით

ვიტყვი ჩემს სათქმელს,
წმინდა გიორგი,წმინდა მარიამ,თქვენ შემიბრალეთ მითხარით რამე,
რამ შემაყვარა ასე ძალიან,რომ

მასზე ვფიქრობ მე დღე და ღამე.
ღმერთო შემინდე,არ გთხოვ სიცოცხლეს,
მე სიყვარულსვარ მონატრებული,
თუგინდ მომკალი შენი ხატის წინ,
ოღონდ მომკალი შეყვარებული.

...........................................................


ნეტავ ახლა ჩემთან იყო,
ნეტავ, ახლა გხედავდე,
ნეტავ, ჩემთან მოხვიდოდე
გულში ჩაიხედავდე!



ნეტავ, ახლა გეხვეოდე,
ნეტავ, გულში გიკრავდე,
ნეტავ, ჩემო ანგელოზო
ოდნავ მაინც გიყვარდე.
ნეტავ, ახლა მიღიმოდე
ამბორისთვის მიხმობდე
ნეტავ, მხოლოდ ჩემი იყო
არავისზე ფიქრობდე.


ნეტავ, ახლა გიმღეროდე
შენს წინაშე ვდნებოდე,
ნეტავ ,ჩემი სიყვარულის
ქსელში გაებმებოდე.
ნეტავ, თვალებს გიკოცნიდე
ნეტავ, ასე ხდებოდეს,
ღმერთო ჩემო ეს სურვილი
ნეტავ ამიხდებოდეს

...........................................

სანამ ცოცხალი ვარ,სანამ კვლავ ვარსებობ,სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.....მანამ მომეფერე,მანამ გამიფრთხილდი,მერე ყველაფერი იქნება გვიანი......სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა,სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი......გულში ჩამიკარი,გული არ მატკინო,მერე ყველაფერი იქნება გვიანი......სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი, ხელზე წაიკითხე ჩემი ბედისწერა,მერე ყველაფერი იქნება გვიანი..... მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს,აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი,მე ვეგარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან,მერე ყველაფერი იქნება გვიანი....... ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს სიჩუმის ტრფიალი,მარტოდ დარჩენილი სევდით გამიხსენებ,მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1165 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 11:13 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024