მთავარი » 2010 » იანვარი » 20 » ზედმეტი განცდები
|
ყველაფერი კარგადაა: სახლში წესრიგია, სამსახურში თანამდებობას გთავაზობენ, სტილისტმაც შესანიშნავი ვაცხნილობა გააკეთა? მაშინ კართან დაფენილ ხალიჩაზე უარესად რატომ გრძნობ თავს? სად მიდის ენერგია? მგონი, ერთხელ წუხილის და მწუხარების ტყვეობაში აღმოჩნდი და ტუსაღობიდან ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდი. დეპრესიაა? შესაძლოა. კეთილი აიბოლიტის წამალი გულგრილს გტოვებს, სიხარული კი მაინც არსადაა? ეს ჭირვეული ბავშვები, მიუხვედრელი ქმარი, ფანატიკოსი-უფროსი...
შეჩერდი!!! დამნაშავეებს ნუ ეძებ! უფრო ხშირად თავად დაუნანებლად ვახარჯავთ ძალას უსარგებლო კი არა, მავნე საქმესაც. მოწევასა და გემოთმოყვარეობაზე არაა საუბარი, იმ მფლანგველობას ვგულისხმობთ, რომლითაც ჩვენ ასე უხვად ვუმასპინძლდებით გაუთავებელ განცდებს საკუთარი ენერგიითა და სიცოცხლისუნარიანობით...
ყველაზე ენერგოწამრთმევი ემოციური ჩვევების (რომლებითაც მარტო საკუთარი თავის წინაშე არ ვცოდავთ) რეიტინგი ასე გამოიყურება:
I ადგილი - განმარტებები უსიამოვნო და დაძაბული საუბარი უკანაა, ჩვენ კი უკმაყოფილებისგან ჯერ კიდევ ვკანკალებთ. ვიხსენებთ შემოტევებს და ჩვენს პასუხებს, წარმოვთქვამთ არგუმენტებს, რომლებიც კამათის დროს ვერ ვნახეთ. ვიმეორებთ და ვიმეორებთ - თავიდან საკუთარი თავისთვის, მერე შინაურებთან, შემდეგ კი დაქალებთან. მერე ფიცზე გადავდივართ, აქაოდა, შემდეგ ჯერზე "მე მას ასე და ისე” და ვირტუალური ახსნა-განმარტებების მეორე წრე იწყება. კიდევ არაფერი, თუ ამ წრეებზე სიარული ერთი ან თუნდაც ორი დღე გრძელდება. მაგრამ ხშირად ეს ვადა საკმარისი არაა და კვირებს მოიცავს, დაუსრულებლად გრძელდება და თან სრული დაქანცულობის შეგრძნება - გარანტირებულია. არადა რისთვის? იმ გარდასულ საუბარს რამით ვშველით?
ასე თუ გისინჯავთ? დიახ, უფლება გაქვთ აღშფოთებისაც და უკმაყოფილებისაც. გაბრაზდით, იტირეთ, ბალიშებს სცემეთ - რაც გინდათ, ის აკეთეთ, ოღონდ ისეთი, სხვას რომ არ ავნებს და თქვენც გულს დაგიამებთ. მერე კი თავს უთხარით, არა - უბრძანეთ: შეჩერდი-თქო!. ოპტიმალურ რეჟიმს ფსიქოლოგები ასეთს უწოდებენ: ვიქოთქოთეთ, გავჩერდით, გავაანალიზეთ, დასკვნები გამოვიტანეთ და გზა განვაგრძეთ.
და თუ აზრები მაინც "ტანჯვისკენ” მიილტვიან, მათზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს. როგორც კი აზრით ჩხუბს და კამათს დაიწყებთ, მაშინვე რამე მნიშვნელოვანზე გადაერთეთ და "გზადმიმავალი მოჩხუბარი აზრები” სასწრაფო ღონისძიებებით დააკავეთ.
II ადგილი - განცდები ბოროტი ხუმრობებით ჩვენს ნერვულ სისტემას მარტო მეხსიერება კი არა, ჩვენი წარმოსახვაც "ანებივრებს”. სერიალების ვნებათაღელვის შემყურე საზოგადოება უკიდურესად მგრძნობიარე გავხდით: ნაკაწრს განგრენად სავსებით ადვილად მივიღებთ ხოლმე. საპასუხისმგებლო ღონისძიების წინ ღამეს ვათევთ იმის დარდში, ვაითუ, დელეგაციამ დაიგვიანოს, ვაითუ, ტექსტი დამავიწყდესო... წინასწარ ვაპროგრამებთ მილიონობით უსიამოვნებას იმის ნაცვლად, რომ ცივი გონებით გავთვალოთ ყველა მოულოდნელობა და თითოეულისთვის გამოსავალი ვიპოვოთ.
ასე თუ გისინჯავთ? რეპეტიცია - ხვალინდელი თუ ზეგინდელი ღონისძიების თუ პაემნის შიშთან გამკლავების შესანიშნავი ხერხია, თავდაჯერებას ამყარებს და რაღაც მოგონილ საფრთხობელებზე დარდის დროს გართმევთ. თვითდაშინების ნაცვლად ხვალინდელი მოლაპარაკების ყველა დეტალს ან "მის” ზარზე პასუხს თუ დაგეგმავთ, თავს დაიზღვევთ უამრავი პრობლემას მამაცი და ძლიერი დაუხვდებით.
III ადგილი - სინანულები ნუთუ აზრად არასდროს მოგსვლიათ, რომ ისეთი ადამიანი, ცხოვრებაში ყველაფერი 5-იანზე კი არა 4-იანზე მაინც გამოსდიოდეს, უბრალოდ, არ არსებობს?
სუპერწარმატებული პერსონაც რომ გამოკითხოთ, აღმოაჩენთ, რომ ყოველთვის რაღაც უფრო მეტი სურდა. უიღბლოების მასსისგან, გამოკვლევების თანახმად, ე.წ. იღბლიანებს მხოლოდ ის ასხვავებთ, რომ წარუმატებლობაზე ბევრს არც ტიროდნენ და არც ტირიან. მარცხი აწრთობდა მათ და ბრძოლის სურვილს უღვიძებდა. უიღბლოს კი შეუძლია, მთელი ცხოვრება იდარდოს და იგლოვოს ერთხელ არშემდგარი პაემანი ან როდესღაც მიღებული უარი სასურველ ვაკანსიაზე. უიღბლოს ცნობა ადვილად შეიძლება რეპლიკით: "რომ არა... ”
ასე თუ გისინჯავთ? თუ რამე გჭირდებათ, ეს - უბრალოდ - უნდა გააკეთოთ. ვთქვათ, წვიმს, სამსახურში ხომ მაინც მიდიხართ?! მაგრამ! ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოქმედებების ხასიათი არასდროს უნდა შეცვალოთ. თუ რამე ძველებურად არ გამოდის, აუცილებელია ენთუიაზმით და ოპტიმიზმით ახალი გზის ძებნა. რა საჭიროა წვიმაში დასველდე, ხომ შეიძლება, უკან დაბრუნდე, ქოლგა აიღო და ტაქსი გააჩერო?!.
***
ცხოვრების გზაზე გაჩენილი პრობლემა მიხვედრილობის, ოპერატიულობისა და ცხოვრების ხალისის გამომჟღავნებას გთავაზობთ. თქვენც უნდა აყვეთ, ახალ რეალობას თვალი გაუსწოროთ და შესაბამისი ქცევით სავალი გზა სარეველებისგან გაასუფთავოთ.
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1162 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 46 სტუმარი: 46 მომხმარებელი: 0 |
|
|